კრის პოლი: „უესტბრუკმა მთელ „კლიპერსს“ აჯობა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა კრის პოლმა „ოკლაჰომა სიტი თანდერთან“ პლეი-ოფის მეორე რაუნდის სერიის მეორე მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მეტოქის გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა ტრიპლდაბლი შეასრულა და თავის ანგარიშზე 31 ქულა, 10 მოხსნა და 10 გადაცემა ჩაიწერა.

„უესტბრუკმა დღეს მთელ ჩვენ გუნდზე უკეთესად ითამაშა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თთქოს იგი დარბაზის ყველა მონაკვეთში იყო“, – განუცხადა პოლმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დოკ რივერსი: „კლიპერსს“ ეს მოგება სჭირდებოდა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ სერიის გადამწყვეტი მატჩი შეაფასა, რომელმაც მისმა გუნდმა მოიგო და შემდგომ ეტაპზეც გავიდა.

„გუნდს მოგება სჭირდება. ეს რთული კვირა იყო, თითქოს იგი ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემთვის გაღიმება უბრალოდ აუცილებელი იყო. ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ“, – განუცხადა რივერსმა „The Associated Press“-მა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლიგა „კლიპერსს“ გენერალურ დირექტორს აურჩევს

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ დონალდ სტერლინგის სამუდამო დისკვალიფიკაციის გამო უახლოეს მომავალში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ გენერალურ დირექტორს აირჩევს, რომელიც კლუბის პოლიტიკას გააკონტროლებს.

ბოლო წლებში კლუბის საქმეებს მისი პრეზიდენტი ენდი რეზერი მართავდა. თუმცა გასულ კვირას მან განაცხადა, რომ სტერლინგის გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც მისი რასისტული დამოკიდებულება იგრძნობა, ნამდვილი არ არის. კლუბში ბევრმა რეზერის ეს განცხადება როგორც ღალატი მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

დონალდ სტერლინგმა, შესაძლოა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას სასამართლოში უჩივლოს

„The New York Daily News“-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 29 კლუბი დონალდ სტერლინგის მხრიდან „ლოს-ანჯელეს კლიპერსის “ გაყიდვას მოითხოვს, მილიარდერი ლიგას სასამართლოში უჩივლებს.

29 აპრილს ლიგის კომიის თავმჯდომარემ ადამ სილვერმა დაადასტურა, რომ სტერლინგს რასისტული სიტყვებისთვის ჯარიმის სახით 2,5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, სტერლინგს სამუდამო დისკვალფიკაციაც მიესაჯა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კლიპერსის“ პრეზიდენტმა რასისტული გამონათქვამისთვის NBA-სგან სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო

სამ დღეში TMZ-ს მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელშიც „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტი დონალდ სტერლინგი თავის „გერლფრენდს“ აფროამერიკელებთან მეგობრობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ მილიარდერი სამუდამო დისკვალიფიკაციას მიიღებს.

ლიგის თავმჯდომარის ადამ სილვერის თქმით, სტერლინგს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მუშაობა სამუდამოდ აეკრძალა. გარდა ამისა, ჯარიმის სახით მას 2,5 მილიონი დოლარის გადახდაც მოუწევს.

უახლოეს დროში ლიგა შეეცდება სტერლინგს კლუბის აქციები გააყიდინოს.

ცნობისთვის, ავტორიტეტული გამოცემის „ფორბსის“ ვერსიით, „კლიპერსის“ აქციები დღეს 575 მილიონი დოლარი ღირს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტერლინგის საქმესთან დაკავშირებით NBA-მ პრესკონფერენცია დანიშნა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია დანიშნა, რომელზეც „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის საქმესთან დაკავშირებული გამოძიებაზე ისაუბრებს, რის შესახებაც „SportsCenter“-ი წერს.

წყაროს ინფრომაციით, აღნიშნული პრესკონფერენცის ჩატარება დღეისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგს რასიზმში სდებენ ბრალს. გამოძიების ჩატარების მიზეზი TMZ-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერია, რომელშიც „კლიპერსის“ მფლობელი თავის „გერლფრენდს“ ესაუბრება და აფროამერიკელებთან მეგობრობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დოკ რივერსმა „კლიპერსის“ ვარჯიში გადაიტანა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა ორშაბათს დაგეგმილი ვარჯიში გადაიტანა.

„ჩემი აზრით, კალათბურთელებმა უნდა დაისვენონ“, – განუცხადა რივერსმა „The Orange County Register“-ს.

გარდა ამისა, რივერსმა იმის იმედიც გამოთქვა, რომ ლიგის კომიის თავმჯდომარის ადამ სილვერის დონალდ სტერლინგთან დაკავშირებული სიტყვები მოთამაშეებს დაამშვიდებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

NBA-ს მფლობელები „კლიპერსის“ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მფლობელები ითხოვენ, რომ დონალდ სტერლინგმა, რომლის რასისტული სიტყვების გამოც სკანდალი დაიწყო, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის პრეზიდენტის“ პოსტი დატოვოს, რის შესახებაც „იაჰუ სპორტსი“ წერს.

„თუ მფლობელები სტერლინგს კლუბს ვერ გააყიდნებენ, საჭირო გახდება ახალი კანონის მიღება. ჯარიმასა და დისკვალიფიკაციას აზრი არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში, ყველაფერი ისე გამოვა, თითქმოს ლიგა ამ არაადამიანს იცავს“, -განაცხადა NBA-ს მფლობელთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კლიპერსის“ მოთამაშეები პლეი-ოფის მეხუთე მატჩისთვის კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ მორიგ პროტესტს ამზადებენ

„იაჰუ სპორტსის“ ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ კალათბურთელები „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ პლეი-ოფის მეხუთე მატჩისთვის კლუბის პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის რასისტული განცხადების წინააღმდეგ მორიგ პროტესტს ამზადებენ.

წყაროს თქმით, კალათბურთელებს დრო სჭირდებოდათ, რათა საერთო გადაწყვეტილება მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ სერიის ბოლო, მეოთხე მატჩის წინ, „კლიპერსის“ კალათბურთელებმა სავარჯიში მაისურები უკუღმა ჩაიცვეს, რათა კლუბის სიმბოლო არ გამოეჩინათ. გარდა ამისა, სათამაშოდ ისინი შავი წინდებით გამოვიდნენ და ხელებზე შავი სამკლაური გაიკეთეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის ადგილი NBA-ში არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეიზდენტს დონალდ სტერლინგს, რომელსაც რასიზმში სდებენ ბრალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არაფერი ესაქმება.

„დონალდ სტერლინგის ადგილი აქ არ არის. თუ გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილია, ლიგისთვის მსგავსი ადამიანის ყოფნა დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი რასის წარმომადგენელი ხარ – მსგავსი სიტყვები ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ჩვენი ლიგის კომისიამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება უნდა გამოაქვეყნოს. არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მსგავსი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მთელი მსოფლიოსთვის ჩვენ სამაგალითო სპორტსმენები და პიროვნებები ვართ. მსგავსი სიტყვები შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია“, – განუცხადა ლებრონმა NBA.com-ს.

ბარაკ ობამა: „კლიპერსის“ პრეზიდენტის სიტყვები შეურაცხმყოფელია“

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ პობამა „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ წამყვანმა გამოცემებმა დონალდ სტერლინგის საუბარი ჩაწერეს, რომელშიც იგი თავის მეგობარ გოგოს აფროამერიკელებთან მეგობრობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

„როდესაც გაუნათლებელ ადამიანებს თავისი დაბალი ინტელექტის ჩვენება სურთ, მათთან კამათს აზრი არ აქვს“, – განუცხადა ობამამ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებსაიტს.

გარდა ამისა, ობამამ განაცხადა, რომ ამერიკაში რასიზმთან ბრძოლა გრძელდება და კარგი იქნება, თუკი ქვეყნის ყველა მოქალაქე რასობრივ დისკრიმინაციაზე უარს იტყვის.

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა აფროამერიკელებს შეურაცხყოფა მიაყენა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა თავის მეგობარ გოგოსთან საუბრისას აფროამერიკელების მისამართით არაკორექტული ლექსიკა გამოიყენა, რის შესახებაც TMZ წერს, რომელმაც, გარდა ამისა, საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა.

ამასთან ერთად, სტერლინგს არ მოეწონა, რომ მისმა მეგობარმა გოგომ, რომელიც ნახევრად მექსიკელი და ნახევრად აფროამერიკელია, „ინსტაგრამზე“ ცნობილ კალათბურთელთან მეჯიკ ჯონსონთან გადაღებული სურათი ატვირთა.

სტერლინგის თქმით, მას არ სურს, რომ მისი მეგობარი გოგო აფროამერიკელებთან მეგობრობდეს და მათთან ერთად „კლიპერსის“ თამაშებზე დადიოდეს.

„ძალიან მაწუხებს, რომ შავკანიანებთან მეგობრობ. მისი (მეჯიკ ჯონსონის) სურათების დადება „ინსტაგრამზე“ საჭირო არ არის. არ მსურს, რომ მთელმა მსოფლიომ ეს იხილოს. ასევე მისი ჩვენს თამაშებზე მოყვანა აუცილებელი არ არის“, – უთხრა სტერლინგმა თავის „გერლფრენდს“.