ლოთარ მათეუსი: “ჩემპიონთა ლიგას ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი მოიგებს”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ალიანს არენაზე” გასამართ საპასუხო მატჩში ტურინის “იუვენტუსი” დაცვით ფეხბურთს ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ტურინში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“იუვენტუსი” საპასუხო შეხვედრაში შეტევაზე ორიენტირებული არ იქნება. ისინი შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად გაწელონ 0:0-ზე თამაში და თავიანთ შანსს დაელოდებიან.

წილისყრამდე ვთქვი, რომ “პარი სენ-ჟერმენს” უფრო მაღალი შანსები აქვს, ვიდრე მადრიდის “რეალს”. მე მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგას “ბაიერნი”, “ბარსელონა” ან “პარი სენ-ჟერმენი” მოიგებს”, – მათეუსის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

მათეუსი: “მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ იმსახურებს 2015 წლის “ოქროს ბურთს”.

“მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს. ეს ლიონელ მესი გახლავთ.

საკლუბო ფეხბურთში ის კვლავ დაბრუნდა საოცარ დონეზე და მოიგო არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, არამედ ესპანეთის თასი და ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში ტიტულებს ვერ იგებს, მისი გოლების მაჩვენებელი ყველაფერზე მეტყველებს.

ექსტრაორდინალური კლასი აქვს. იგი მუდმივად ამტკიცებს თავის უნიკალურობას და ძალიან გამიკვირდება, თუ “ოქროს ბურთს” მესის არ მისცემენ”, – ციტირებს მათეუსის სიტყვებს Goal.com-ი.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.

 

მათეუსი: „რიბერიმ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა“

წარსულში ცნობილი მოთამაშისა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტის ლოთარ მათუსის აზრით, 2013 წლის „ოქროს ბურთის“ მოგება მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ დაიმსახურა.
„ფრანკმა უეფასგან ევროპის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიიღო, რაც მის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებსაც ზრდის. რა თქმა უნდა, მან ეს ჯილდო დაიმსახურა. იგი ბევრს მუშაობს და მას „ბაიერნისთვის“ მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ჩემი აზრით, სამეულში რიბერი, ლამი და ლევანდოვსკი უნდა შევიდნენ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტიტული კვლავ მესის გადასცენ“, – განაცხადა მათეუსმა.
ალექსანდრე მატევოსოვი