გავრცელებული ინფორმაციით, ფორვარდი ლუის ამუნდსონი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პროცესს ”ლოს ანჯელეს კლიპერსში” გაივლის და შემდგომ, დიდი ალბათობით, კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი მარკ სტაინი იტყობინება.
გასული სეზონი ამუნდსონმა ”მინესოტა ტიმბერვულვზში” დაიწყო, თუმცა ”მგლებმა” იგი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაუშვეს. შემდგომ, 30 წლის კალათბურთელი ”ჩიკაგო ბულზში” გადაბარგდა, თუმცა, სულ მალე, ”ნიუ ორლეან ჰორნეტსის” ფერების დაცვა დაიწყო.
ალექსანდრე მატევოსოვი