დატომემ ტრავმა მიიღო

დღეს, „დეტროიტ პისტონსის“ ახალწვეულმა ლუიჯი დატომემ კუნთის ტრავმა მიიღო. ეს ახალ გუნდთან მის პირველ ვარჯიშზე მოხდა. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი.

ამ ეტაპზე, ლუიჯის მიერ მიღებული ტრავმის სიმძიმე დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ უახლოეს საათებში 25 წლის მოთამაშეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომელიც ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს.

ალექსანდრე მატევოსოვი