„ბარსელონა“ დატომეთი დაინტერესდა

„დეტროიტ პისტონსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ლუიჯი დატომეს თქმით, მასთან კონტრაქტის გაფორმება კატალონიის „ბარსელონას“ სურს, თუმცა თავად მოთამაშეს 2014/15 წლების სეზონში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დარჩენა სურს.

„NBA-ში მინიმუმ კიდევ ერთი წლის გატარება მსურს. თავიდან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რადგან გავითვალისწინე, რომ სადებიუტო სეზონები ბევრი მოთამაშისთვის წარუმატებელი გამოდგა.

სასიამოვნოა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული კლუბი ჩემით ინტერესდება. თუმცა აგენტთან გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე აქ დავრჩები“, – განაცხადა ლუიჯიმ.

განვლილ სეზონში დატომემ 34 მატჩი ჩაატარა და მისმა საშუალო სათამაშო დრომ 6 წუთი და 59 წამი შეადგინა.

დატომემ ტრავმა მიიღო

დღეს, „დეტროიტ პისტონსის“ ახალწვეულმა ლუიჯი დატომემ კუნთის ტრავმა მიიღო. ეს ახალ გუნდთან მის პირველ ვარჯიშზე მოხდა. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი.

ამ ეტაპზე, ლუიჯის მიერ მიღებული ტრავმის სიმძიმე დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ უახლოეს საათებში 25 წლის მოთამაშეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რომელიც ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს.

ალექსანდრე მატევოსოვი