ლუის არაგონესი გარდაიცვალა

დღეს ადრიან დილით, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში 75 წლის ასაკში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის არაგონესი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, სწორედ მისი თავკაცობით მოიგო „ფურია როხამ“ 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი. გარდა ამისა, არაგონესი თავის დროზე მუშაობდა „ატლეტიკოს“, „ბარსელონას“, „ბეტისის“, „ესპანიოლის“, „სევილიას“ „ვალენსიას“ „ოვიედოს“ „მალიორკასა“ და „ფენერბაჰჩეს“ დამრიგებლად. ლუის არაგონესმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა.

მოთამაშის რანგში არაგონესმა უმეტესი პერიოდი „ატლეტიკოში“ გაატარა, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ის მადრიდული კლუბის ღირსებას 1964-დან 1974 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში ჩაატარა 372 მატჩი და გაიტანა 172 გოლი.

ლუის არაგონესმა საწვრთნელო კარიერა დაასრულა

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ლუის არაგონესმა, რომელმაც 2008 წელს „ფურია როხასთან“ ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, საწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„ახლა მწვრთნელობა უკვე ძალიან მიჭირს. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლუის არაგონესის ეპოქა დასრულებულია. მწვრთვნელობას აღარ ვაპირებ. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. როდესაც თურქეთი დავტოვე, მესმოდა, რომ კარიერის გაგრძელება გამიჭირდებოდა. ახლა კი ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი