მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად დღეს დილით 75 წლის ასაკში გარდაცვლილ ლუის არაგონესს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გარდა ამისა, „ბლანკოსმა“ არაგონესის ოჯახის წევრებსა და მადრიდის „ატლეტიკოს“ მიუსამძიმრა, რომლსი ღირსებასაც არაგონესი 1964 წლიდან 1974 წლამდე იცავდა. თავის ოფიციალურ განცხადებაში „რეალმა“ არაგონესი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად მოიხსენია.