ვაკო გვილიას საგოლე გადაცემა შვეიცარიის ჩემპიონატში (ვიდეო)

დღეს შვეიცარიის სუპერ ლიგის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “სიონი” “ლუცერნს” დაუპირისპირდა. სწორედ ამ უკანასკნელში თამაშობს ქართველი ნახევარმცველი, ვალერიან გვილია.

ვაკომ სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა. მის გუნდს 31-ე წუთზე გაუტანეს, თუმცა პირველი ნახევრის მეხუთე დამატებით წუთზე შიურპფმა ანგარიში გაათანაბრა. ამ მომენტში მას საგოლე გადაცემა სწორედ გვილიამ გაუკეთა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ “ლუცერნი” 31 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

 

ანგარიშით 0:10 წაგების შემდეგ შვეიცარულმა კლუბმა 11 მოთამაშე გაუშვა

შვეიცარიის მეოთხე დივიზიონის კლუბის „გრეხენის“ სპორტულმა დირექტორმა რენატო ბრუნმა „ლუცერნის“ ახალგაზრდულ გუნდთან ანგარიშით 0:10 მარცხის შემდეგ რადიკალურ ცვლილებებს მიმართა.

ხსენებული მატჩის შემდგომ კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ერთდროულად თერთმეტ ფეხბურთელთან გაწყვიტა.

„მე კლუბის სპორტულ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. როდესაც საქმე ცუდადაა, სათანადო ზომების მიღება აუცილებელია. მე ის ვარ, ვინც ცოტას საუბრობს და ბევრს აკეთებს“, – განაცხადა ბრუნმა.

ამჟამად უცნობია, გაათავისუფლეს თუ არა გუნდის მთავარი მწვრთნელი.

როგორი დაზიანება მიიღო შვეიცარიელმა მეკარემ…

25 სექტემბერს, შვეიცარიის ჩემპიონატში, “ლუცერნმა” საკუთარ მოედანზე “გრასჰოპერი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ლუცერნის” მეკარემ საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო.

გთავაზობთ ვიდეომასალას: