მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა არდა თურანმა 28-ე დაბადების დღეზე საინტერესო საჩუქარი მიიღო – თანაგუნდელებმა მას ბუცის ფორმის ტორტი აჩუქეს. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში თურქმა ფეხბურთელმა გვერდითა მსაჯს სწორედ ბუცი ესროლა.
ჭდე: მადრიდის ატლეტიკო
სიმეონე: „ბოლო დროს საუკეთესო „ბარსას“ წინააღმდეგ ვითამაშებთ“
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის 1/4-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა.
„წინ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მატჩი გველის. ბოლო დროს საუკეთესო „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვითამაშებთ. ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩთან შედარებით, უკეთესად უნდა დავიწყოთ.
ცხადია, ამ შეხვედრის 90 წუთი ძალიან რთული გამოდგება და ყოველი მომენტი საპასუხო მატჩისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
მთავარია, რომ შეტევაში ისე ვითამაშოთ, როგორც გვსურს. თუ „ბარსელონას“ მსგავს გუნდებთან სწორად შევუტევთ, სათანადო შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა არგენტინელმა სპეცილიასტმა.
როგორ ითამაშა ტორესმა „რეალთან“ სადებიუტო მატჩში (ვიდეო)
მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მატჩში მადრიდის „ატლეტიკომ“ ვისენტე კალდერონის სახელობის სტადიონზე თანაქალაქელი „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმითაც იყო, რომ დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში ფერნანდო ტორესმა ითამაშა, რომელიც თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ელ ნინიომ ხსენებულ შეხვედრაში 60 წუთის განმავლობაში ითამაშა.
წარმოგიდგენთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეოს:
პირველივე დღეს „ატლეტიკოს“ გულშემატკვირებმა ტორესის 2000 მაისური შეიძინეს
კვირას, როდესაც „ატლეტიკომ“ ფერნანდო ტორესი წარადგინა, გაყიდვაში მისი მაისურებიც გამოვიდა.
ელ ნინიოს 19-ნომრიანი მაისური გაყიდვაში, ადგილობრივი დროით, დილით 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იყო. აღნიშნულ დროში მადრიდიული კლუბის გულშემატკვირებმა 2000 მაისური იყიდეს.
აქედან გამომდინარე, საათში, საშუალოდ 222 მაისური, ხოლო წუთში 3,7 მიასური გაიყიდა.
ცნობისთვის, დღეს ტორესი „ატლეტიკოში“ დაბრუნების შემდეგ თავის პირველ მატჩს ჩაატარებს – ესპანეთის თასის 1/8 ფინალში მისი გუნდის მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება.
ტორესი: „თავდაჯერებულობას მხოლოდ „ატლეტიკო“ მომცემს“
„ატლეტიკოს“ შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდული კლუბი ერთადერთია, რომელსაც მისთვის თავდაჯერებულობის დაბრუნება შეუძლია.
„აქ უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან „ატლეტიკო“ ის კლუბია, რომელსაც ჩემთვის თავდაჯერებულობის მოცემა შეუძლია. აქ დაბრუნებაზე ვოცნებობდი, ღვთის წყალობით, ოცნება რეალობად მექცა.
ყველაფერი ცოტა არარეალურად გამოიყურება. დღევანდელ „ატლეტიკოში“ პირველი მატჩი განსაკუთრებული იქნება. გულშემატკივრებს ჩემი დაბრუნება ძალიან გაუხარდათ. ესპანეთში ყველაზე კარგ თანადგომას თავისი ქომაგებისგან სწორედ ჩვენი გუნდი გრძნობს. მათთვის ამისთვის დიდ მადლობას გადავუხდი“, – ციტირებს ტორესს „Football Espana“.
შეგახსენებთ, რომ ელ ნინიო „ატლეტიკოში“ 2001 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა და 244 მატჩში 91 გოლი გაიტანა.
სიმეონემ, ტორესს შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვსო
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მის გუნდში ფერნანდო ტორესის ტრანსფერზე ისაუბრა.
„ფერნანდოს, შეუძლია, „ატლეტიკოს“ დაეხმაროს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შენაძენია.
იმედია იგი ჩვენი მაისურით მაქსიმალურად კარგად ითამაშებს. თუმცა, ძირითად შეადგენლობაში მოსახვედრად მან მანჯუკიჩს, გრიზმანსა და რაულ ჰიმენესს კონკურენცია უნდა გაუწიოს.
შეტევებს იგი უფრო მწვავეს გახდის, ამისთვის მხოლოდ მანჯუკიჩი საკმარისი არ იყო. ხალხს ყველაფერის თქმა შეუძლია, თუმცა ფერნანდო ჩვენი გადამრჩენის სტატუსით არ გადმოსულა. სჯობს, არ ვიჩქაროთ. მისმა მოსვლამ ყველაზე დედაბითად იმოქმედა“, – განაცხადა ფეხბურთს არგენტინელმა სპეციალისტმა.
როგორ დახვდნენ ფერნანდო ტორესს „ატლეტიკოს“ გაგიჟებული ქომაგები (ვიდეო)
მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივართა დიდი ნაწილი საყვარელ კლუბში დაბრუნებულ ფერნანდო ტორესს მადრიდის აეროპორტში დიდი ოვაციებით დახვდა.
გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ კადრებს:
სიმეონე ინგლისური კლუბების უარით გასტუმრებას აპირებს
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომლის „მანჩესტერ სიტიში“ და „ლივერპულში“ შესაძლო გადასვლაზე ევროპული პრესა ბოლო დროს ხშირად წერდა, ინგლისური კლუბების შეთავაზებებზე უარის თქმას აპირებს.
არგენტინელი სპეციალისტი მადრიდული კლუბის სათავეში დარჩება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ მისი რამდენიმე მოთხოვნა უკვე შეასრულა.
სულ მალე „ატლეტიკოში“ ფერნანდო ტორესი დაბრუნება. გარდა ამისა, კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
,,სიტი” მირანდათი დაინტერესდა
,,მანჩესტერ სიტი” მადრიდის ,,ატლეტიკოს” ფეხბურთელით, მირანდათი დაინტერესდა. ,,სიტის” ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს. მანულ პელეგრინი კი ამ ადგილას მირანდას მოისაზრებს.
როგორც იცით, გუნდს ტრავმის გამო, ვისენტე კომპანი ვერ ეხმარება. დიდი ალბათობით, ,,სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მცველს შეიძენს.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.
ფერნანდო ტორესის ყველა გოლი „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში (ვიდეო)
მოგეხსენებათ, თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი „მილანიდან“ მშობლიურ „ატლეტიკოში“ ბრუნდება. გთავაზობთ ვიოდეოს, რომელშიც „ელ ნინიოს“ მადრიდული კლუბის შემადგენლობაში გატანილი ყველა გოლია ასახული.
გრიზმანის ჰეთთრიკი და ,,ატლეტიკოს” დამაჯერებელი გამარჯვება
ლა ლიგის მე-16 ტურში ბილბაოს „ატლეტიკმა” საკუთარ კედლებში ,,ატლეტიკო” მიიღო. მასპინძლებისთვის თამაში კარგად დაიწყო. მათ მატჩის მე-17 წუთზე ანგარიში გახსნეს. პირველი ნახევარი ბასკებმა მოიგეს.
სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა განსხვავებული მეორე ნახევარი იხილა. ,,ატლეტიკომ” თამაშის სურათის შეცვლა მოახერხა. მადრიდელებმა მეორე ტაიმში მასპინძლებისთვის 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. სტუმართა მხრიდან ყველაზე შედეგიანი ანტუან გრიზმანი იყო. მან თამაში ჰეთთრიკი შეასრულა (46′,73′,81′ წუთებზე). ,,ატლეტიკოს” მხრიდან მეორე გოლი პენალტით გავიდა. იგი გარსიამ შეასრულა 53-ე წუთზე.
ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.
კოკე და ანსალდი “ატლეტიკოს” ვარჯიშზე (ვიდეო)
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებენ მადრიდის “ატლეტიკოს” ვარჯიშზე კოკე და ანსალდი.