მადრიდის ,,ატლეტიკო” საკუთარ კედლებში დამარცხდა

მადრიდის ,,ატლეტიკომ” საკუთარ კედლებში ,,ვილიარეალი” მიიღო. მადრიდელები მნიშვნელოვან მატჩი დამარცხდნენ. ,,ვილიარეალი” მთელი მატჩის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გაიტანეს. გატანილი გოლის ავტორი კი სვიეტო გახდა. მადრიდული გუნდი ლა ლიგაში მე-3 ადგილზეა.

„ატლეტიკო“ „ბარსელონას“ ნახევარმცველით დაინტერესდა

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“ ნახევარმცველით ჟერარ დეულოფეუთი დაინტერესდა.

გასულ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა იჯარით „ევერტონში“ ითამაშა, ამჟამად კი, ასევე იჯარით, იგი „სევილიაში“ გამოდის.

AS-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველაფერი, შესაძლოა, მოთამაშის დიეგო სიმეონეს გუნდში ტრანსფერით დასრულდეს. ასევე, წყაროს ცნობით, მადრიდელები კატალონიელებს დეულოფეუს იჯარის თაობაზე უკვე შეუთანხმდნენ. ამავდროულად, „ბარსა“, სათანადო წინადადების შემთხვევაში, ფეხბურთელის გაყიდვასაც კი დათანხმდება.

მანჯუკიჩი: „გვარდიოლა პატივს არ მცემდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის მარიო მანჯუკიიჩს თქმით, მიუნხენის „ბაიერნიდან“ მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი იყო.

„გვარდიოლამ იმედი გამიცრუა, იგი პატივს არ მცემდა. მან გერმანიის თასის ფინალში არ მათამაშა. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი იმის გამო ვერ გავხდი, რომ სეზონის ბოლოს არ ვთამაშობდი. უფრო ლამაზი იქნებოდა, თუ იგი ყველაფერს ამიხსნიდა და მეტყოდა, რომ მის სათამაშო სქემაში არ ვჯდები.

როდესაც გუნდს ჰაინკესი თავკაცობდა, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო და ეს არამხოლოდ ჩემი აზრია.

ასეთი დამოკიდებულების ღირსი ნამდვილად არ ვარ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „ბაიერნისთვის“ ორი წელიწადი გავწირე. ყველაფერი გვარდიოლას მოსვლისთანავე შეიცვალა. ვცდილობდი, მისი სტილის ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა იმისთვის, რომ რაიმე გამოვიდეს, ორივე მხარე შეთანხმებული უნდა იყოს. მივხვდი, რომ კლუბში მომავალი არ მაქვს, რასაც შევეგუე“, – განაცხადა ხორვატმა.

კოკე: „რონალდუ სპორტსმენია, ხოლო მესი – ღმერთი“

მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კოკემ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა.

„ამ ორს შორის საუკეთესოს დასახელება მიჭირს. ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ჩინებული მოთამაშეები არიან, თუმცა პორტუგალიელი უბრალოდ კარგი სპორტსმენია, ხოლო არგენტინელი – უბრალოდ ღმერთია. მოედანზე იგი არნახულად თამაშობს.

ნებისმიერი კლუბი რონალდუს დონის მოთამაშეზე ოცნებობს, თუმცა მე მაინც მესის ავირჩევდი“, – აცხადებს კოკე.

დიეგო სიმეონე: ”ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ”იუვენტუსთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.

”დიდებულ გუნდს დავუპირისპირდით. დღეს, ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ.”

”იუვენტუსს” ძალიან ძლიერი თავდამსხმა ყავს, ნახევარდაცვაში ჩემპიონები თამაშობენ, დაცვა კი უძლიერესი.”

”მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას არ ვაძლევდით. პირველ ტაიმში ”იუვენტუსი” ძალიან კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი აგრესიული ფეხბურთის თამაში დაიწყეს.”

”გიზმანის შემოსვლის შემდეგ, შეხვედრა უფრო გაიხსნა. 4-4-2 ტაქტიკაზე გადავედით და ანგარიშის გახსნას ვცდილობდით.” – განაცხადა სიმეონემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ”ატლეტიკოსა” და ”იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა, მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

ალეგრი: ”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა”

ტურინის ”იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ”ატლეტიკოსთან” განცდილი მარცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად გვქონდა შესწავლილი, სწორედ ამიტომ ვერ შექმნა მეტოქემ მათ ბევრი მომენტი.”

”ჩემმა გუნდმა მოახერხა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტის შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.”

”ატლეტიკოსთან” თამაში ძალიან რთულია. ისინი, ფაქტობრივად, თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებენ და კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოდ თამაშობენ.”

”გამარჯვებას ვეცადეთ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არაა. მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების გასანეიტრალებლად, ბურთის ფლობას ვცდილობდით, მაგრამ ერთი შეცდომა გაგვეპარა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ატლეტიკო 1-0 იუვენტუსი

მადრიდის ”ატლეტიკომ”, 75-ე წუთზე არდა თურანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ”იუვენტუსი” დაამარცხა

გოლი: არდა თურანი 1-0 75′

დიეგო სიმეონე: ”ოლიმპიაკოსს” ფლეი-ოფში გასვლა შეუძლია”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ”ოლიმპიაკოსთან” განცდილ მარცხზე ისაუბრა (3-2).

”როგორც მოველოდი, შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ოლიმპიაკოსმა ბწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და ესეთი თამაშით, ფლეი-ოფშიც მოხვდებიან. ისინი, ჩვენთანაც და ”იუვენტუსთანაც” ბოლომდე იბრძოლებენ.”

”ჩვენ კარგად ვუტევდით და პირველ ტაიმში რამოდენიმე რეალური მომენტიც შევქმენით, მაგრამ მოწინააღმდეგის შეტევა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სახიფათო მომენტების რეალიზებაში მათ უფრო გაუმართლათ.”- განაცხადა სიმეონემ.

სიმეონემ რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩის მიმდინარეობისას გააძევეს, როდესაც მან მსაჯთან იკამათა და მას თავში ჩაარტყა.

დისკვალიფიკაცია ყველა იმ თამაშზე იმოქმედებს, რომელიც ესპანური ფეხბურთის ეგიდით ჩატარდება.

რაკიტიჩი „ატლეტიკოს“ უახლოვდება

„სევილიას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, სავარაუდოდ, კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, რის შესახებაც რადიოსადგური „Cadena Cope“ იტყობინება.

აქედან გამომდინარე, „ატლეტიკომ“ მოლაპარაკებებში თავის მთავარ კონკურენტებს „რეალსა“ და „ბარსელონას“ აჯობა.

წყაროს ინფორმაციით, 26 წლის შუახაზელმა ესპანეთის ჩემპიონთან კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

სათქმელია, რომ აქამდე გავრცელებული ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი „სევილიაში“ დარჩენას აპირებდა, რომელთან ერთადაც ხელშეკრულება 2015 წლამდე აკავშირებს.

„ატლეტიკოში“ გადასვლის შემთხვევაში ივანი ნახევარმცველ დიეგოს შეცვლის, რომელიც კარიერას თურქულ „ფენრბაჰჩეში“ გააგრძელებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუ: „ატლეტიკო“ დიდებულ სეზონს ატარებს“

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

„ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება, იგი ჩემ სამშობლოში ჩატარდება. ჩემთვის „რეალთან“ ერთად ეს პირველი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება.

ჩვენი მეტოქე „ატლეტიკოა“, რომელიც უბრალოდ დიდებულ სეზონს ატარებს. თუმცა მოსაგებად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. „რეალი“ კარგ ფეხბურთს აჩვენებს და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია“, – განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დიეგო კოსტა და ტიბო კურტუა „ბარსელონასთან“ მატჩისთვის, დიდი ალბათობით, მზად იქნებიან

თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ და მეკარე ტიბო კურტუამ დღეს მადრიდის „ატლეტიკოს“ დილის ვარჯიში გამოტოვეს.

კოსტა მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსის გავლას აგრძელებს და დღეს სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშა.

რაც შეეხება კურტუას, ბელგიელმა კარის დარაჯმა „მალაგასთან“ ბოლო შეხვედრაში მუხლი იტკინა.

ასეა თუ ისე, დიდი ალბათობით, ორივე ფეხბურთელი „ბარსელონასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურის მატჩისთვის მზად იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი