იმ შემთხვევაში, თუ ლებრონ ჯეიმსი „მაიამი ჰიტთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, იგი შემდეგი წლის ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება. თავის მხვრივ, ამერიკული პრესა ჯეიმსის „კლივლენდ კავალიერსში“ შესაძლო წასვლაზე აქტიურად წერს.
„სახლი მენატრება, თუმცა მაიამიში ყოფნას შევეჩვიე. მირჩევნია, თბილ ადგილას ვიყო, ვიდრე ცივ ქალაქში ვიცხოვრო“, – განაცხადა 28 წლის კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ წელიწაში, ფლორიდელთა მაისურით ჯეიმსმა ეროვნული საკალათბურეთო ასოციაცია ორჯერ მოიგო, ისევე, როგორც სეზონის MVP-ს წოდება მიიღო.
ალექსანდრე მატევოსოვი