ლუოლ დენგი: „აქ ლებრონის შესაცვლელად არ გადავსულვარ“

ფორვარდმა ლუოლ დენგმა განაცხადა, რომ ზაფხულს „მაიამიში“ ლებრონ ჯეიმსის შესაცვლელად არ გადასულა.

„არასდროს მითქვამს, რომ ლებრონ ჯეიმსის შეცვლა მსურს. ეს თავშიც კი არ მომსვლია. მე კლუბი იმ პრინციპით ავირჩე, რომ იგი ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის კარგი იქნებოდა. ახლა აქ ვარ და შევეცდები, კლუბს მაქსიმალურად დავეხმარო. ვიმეორებ, არავის შეცვლაზე არ ვცდილობ“, – განუცხადა დენგმა „The Sun-Sentinel“-ს.

„მაიამი“ კიდევ ორი მოთამაშის დამატებას გეგმავს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლიდერები გაძლიერებას აგრძელებენ.

თუ „The Miami Herald“-ს დავუჯერებთ, „მაიამი ჰიტი“ უახლოეს დროში ორი მოთამაშის დამატებას გეგმავს. სავარაუდოდ, ფლორიდული კლუბი შემტევი მცველის და ფორვარდის დამატებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს კლუბი ლებრონ ჯეისმმა დატოვა, რომელიც „კლივლენდ კავალიერსში“ გადაბარგდა.

რეი ალენი კარიერის გაგრძელებას აპირებს

უკანახაზელი რეი ალენი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი სეზონით დარჩენნას აპირებს. ამის მიუხედავად, 39 წლის კალათბურთელს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი გუნდის შემადგენლობაში ითამაშოს.

ამჟამად ვეტერანთან კონტრაქტის გაფორმების ყველაზე მეტი შანსი „კლივლენდ კავალიერსს“ აქვს, სადაც რეის ექს-პარტნიორი ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ არაერთ ინტევიუში ალენმა სწორედ ლებრონის გვერდით თამაშის სურვილი გამოთქვა.

განვლილ სეზონში რეიმ „ჰიტის“ მაისურით 73 შეხვედრა გამართა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 9,6 ქულა, 2,8 მოხსნა და 2 გადაცემა შეადგინა.

„მაიამიმ“ კრის ბოშთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

„მაიამი ჰიტმა“ თავის ოფიციალურ საიტზე ფორვარდ კრის ბოშთან კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

ამ ეტაპზე მხარეები შეთანხმების დეტალებს არ ამხელენ, თუმცა, როგორც ESPN.com-ი წერს, ხელშეკრულება ხუთ წელიწადზეა გათვლილი, ხოლო კრისის ხელფასი ამ პერიოდში ჯამში 118 მილიონ დოლარს შეადგენს.

30 წლის კალათბურთელმა ბოლო ოთხი სეზონი სწორედ ფლორიდულ კლუბში ჩაატარა და ორი საჩემპიონო ტიტულიც მოიგო.

აქამდე ბოშმა წინა კონტრაქტის პუნქტი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ორ სეზონზე უარი თქვა.

რეი ალენის მომავალი კვლავ უცნობია

თავისუფალ აგენტ რეი ალენს მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 39 წლის ვეტერანს „კლივლენდ კავალიერსთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, რის შესახებაც „USA Today“-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი მოთამაშის წარმომადგენელთა სიტყვებზე დაყრდნობით წერს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გამოცდილ უკანახაზელს „კავალიერსში“ თამაშის სურვილი ჰქონდა, რადგან მის რიგებში ლებრონ ჯეიმსი დაბრუნდა.

ცნობისთვის, ბოლო ორი სეზონი რეიმ „მაიამი ჰიტში“ ლებრონის გვერდით ჩაატარა.

„Forbes“-მა ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ათეული გამოაქვეყნა

ჩოგბურთის „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი და გოლფის 14-გზის მეიჯორჩემპიონი ტაიგერ ვუდსი „Forbes“-ის ვერსიით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენების სიას ლიდერობენ.

გამოცემის კვლევის შედეგად, 32 წლის შვეიცარელმა და 38 წლის ამერიკელმა 2013 წელს 46-46 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ფედერერის მხოლოდ ტურნირზე დაპატიჟება ორგანიზატორებს მილიონზე მეტი დოლარი უჯდებათ, ხოლო „ნაიკთან“ ათწლიანი კონტრაქტი 100 000 000 დოლარად ფასდება.

აღნიშნული რეიტინგის ათეული კი შემდეგნაირად გამოიყუბა.

1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ჩოგბურთი – 46 მილიონი დოლარი

1. ტეიგერ ვუდსი (აშშ), გოლფი – 46 მილიონი დოლარი

2. ლებრონ ჯეიმსი (აშშ), კალათბურთი – 27 მილიონი დოლარი

3. ფილ მიკელსონი (აშშ), გოლფი – 25 მილიონი დოლარი

4. მარია შარაპოვა (რუსეთი), ჩოგბურთი – 23 მილიონი დოლარი

5. მაჰენდრა სინგჰ დჰონი (ინდოეთი), კრიკეტი – 21 მილიონი დოლარი

6. უსაინ ბოლტი (იამაიკა), სპრინტი – 20 მილიონი დოლარი

7. კობი ბრაიანტი (აშშ), კალათბურთი – 19 მილიონი დოლარი

8. ლი ნა (ჩინეთი), ჩოგბურთი – 15 მილიონი დოლარი

9. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

10. ლიონელ მესი (არგენტინა), ფეხბურთი – 13 მილიონი დოლარი

რეი ალენი „მაიმი ჰიტში“ არ დაბრუნდება

თავისუფალი აგენტი რეი ალენი შემდეგი სეზონისთვის „მაიამი ჰიტის“ შემადგენლობაში არ დაბრუნდება.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი ან „კლივლენდ კავალიერსში“ ლებრონ ჯეიმსის გვერდით თამაში, ან კარიერის დასრულებას სურს. ამის შესახებ „The Miami Herald“-ის ჟურნალისტები წერენ.

აქამდე ლებრონ ჯეიმსთან ერთად „კლივლენდში“ მისი ყოფილი თანაგუნდელები მაიკ მილერი და ჯეიმს ჯონსიც დაბრუნდნენ.

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ს ყველაზე ცნობილ სპორტსმენად პირველად დასახელდა

„Harris Poll“-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებული ლებრინ ჯეიმსი პირველად აშშ-ს ყველაზე ცნობილი სპორტსმენი გახდა.

ჯეიმსმა, რომლის საუკეთესო შედეგიც აქამდე მეორე ადგილი იყო, ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუსწრო. მესამე ადგილს ამ მაჩვენებლით ბეისბოლის მოთამაშე დერეკ ჯიტერი იკავებს, ხოლო მეოთხე საფეხურზე ამერიკული ფეხბურთის ლიგის მოთამაშე პეიტონ მენინგია. აღსანიშნავია, რომ მეხუთე ადგილს „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელი კობი ბრაიანტი და „ნასკარის“ პილოტი დეილ ერნხარდტ-უმცროსი იყოფენ.

სათქმელია ისიც, რომ „მაიამი ჰიტში“ გადასვლის შემდეგ 2011 წელს ლებრონ ჯეიმსმა პოპულარული სპორტსმენების ათეულში ადგილი დაკარგა.

რეი ალენმა არ იცის, გააგრძელებს თუ არა კარიერას

„იაჰუ სპორტსის“ კორესპონდენტის მარკ სპირსის ინფორმაციით, 38 წლის ვეტერანმა რეი ალენმა ჯერჯერობით არ იცის, გააგრძელებს თუ არა თამაშს შემდეგ სეზონში.

ფინალურ სერიაში „სან-ანტონიო სპურსთან“ მარცხის შემდეგ რეის საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. ივნისის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ სნაიპერი მოედანზე დაბრუნებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ალენმა „მაიამი ჰიტში“ ორი სეზონის განმავლობაში ითამაშა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ლებრონ ჯეიმსის გვერდით თამაში სურს, ახლა კი, უცნობია, დარჩება თუ არა იგი ფლორიდაში ლებრონის „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნების შემდეგ.

ცნობისთვის, ჯეიმსმა „კავალიერსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააორმა.

ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი წერს, რომ ლებრონ ჯეიმსმა „კლივლენდ კავალიერსთან“ ორწლიანი 42,1 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

გარდა ამისა, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლთ გახანგრძლივების საშუალება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან სატელევიზიო არხებთან ახალი ხელშეკრულება ამოქმედდება, რომელიც ხელფასების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ლებრონ ჯეიმსი მაიკ მილერს „კლივლენდში“ იწვევს

ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი თავისუფალ აგენტ მაიკ მილერს დაუკავშირდა, რათა იგი „კლივლენდ კავალიერსში“ გადასვლაში დაარწმუნოს, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ლებრონი „კავალიერსში“ ბრუნდება.

აქამდე მილერი „დენვერ ნაგეტსში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ჯეიმსის წინადადების შემდეგ კოლორადოელებთან მოლაპარაკება დროებით შეწყვიტა, რათა კარიერის გაგრძელების ახალ ვარიანტს გადახედოს.

ჯეიმსმა და მილერმა „მაიამიში“ ერთად 3 სეზონის განმავლობაში ითამაშეს და ამ პერიოდში დამეგობრებაც მოასწრეს. 34 წლის მცველი „ჰიტში“ თამაშისას ხშირად ტრავმებს იღებდა, რის გამოც ფლორიდელებმა იგი ამნისტიის წესით გაუშვეს.

განვლილი სეზონი მილერმა „მემფის გრიზლისში“ ჩაატარა და რეგულარული ჩემპიონატის ყველა 82 მატჩში ითამაშა. მისმა საშუალო მონაგარმა კი, 7,1 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ვეტერანის 3-ქულიანი სროლების სიზუსტის მაჩვენებელმა 46% შეადგინა.

სნუპ დოგი: „ლებრონი? კობი ბრაიანტი „ლეიკერსიდან“ არასდროს წასულა“

ცნობილი რეპერი სნუპ დოგი ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტიდან“ „კლივლენდ კავალიერსში“ დაბრუნებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, მუსიკოსი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ გულშემატკივრობს და სწორედ ამიტომ, მაგალითად მან კობი ბრიანტი მოიყვანა, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ერთ გუნდში თამაშობს. სნუპ დოგმა „ინსტაგრამზე“ კობის სურათი ატვირთა, რომელზეც შემდეგი ტექსტი წერია: „მე „ლეიკერსი“ არასდროს დამიტოვებია“

Bryant24 I NEVER LEFT LA LAKERS