კავაი ლენარდის ლამაზი დანკი – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

დილით, მაიამიში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მესამე მატჩი შედგა, რომელიც „სან-ანტონიო სპურსის“ გამარჯვებით 111-92 დასრულდა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული მატჩის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

ფინალური სერიის მეორე მატჩის მინიმიმოხილვა

მოგეხსენებათ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე მატჩი „მაიამი ჰიტს“ გამარჯვებით 96:98 დასრულდა.

წარმოგიდგენთ აღნიშნული შეხვედრის მინიმიმოხილვას:

დუეინ უეიდი ხუთი მილიონი დოლარით დააჯარიმეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა „მაიმი ჰიტის“ უკანახაზელი დუეინ უეიდი „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩში სიმულაციის გამო დააჯარიმა.

„ჯინობილი ბურთის მოგერიებას ცდილობდა, რის გამოც ჩამარტყა. მსაჯებს თავიდან დარღვევა არ დაუფიქსირებიათ, თუცმა სწორი გადაწყვეტილება ბოლოს მაინც მიიღეს“, – განაცხადა მოთამაშემ ლიგის გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯინობილი: „ყველაფერი წამებში გადაწყდა“

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელის მანუ ჯინობილის თქმით, „მაიამისთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩის შედეგი (96:98) მატჩის ბოლოს ტეხასელთა უყურადღებობამ განაპირობა.

„ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს. ყოველ მოქმედებას მნიშვნელობა აქვს.

იყო მომენტები, როცა გვავიწყდებოდა, თუ რისი წყალობით მივედით ფინალურ სერიამდე. ჩვენი მეტოქე ჩინებული გუნდია, ასე რომ, მატჩის მოსაგებად იდეალურად თამაშია საჭირო. შეხვედრის ბოლოს კარგად ვერ ვითამაშეთ“, – განუცხადა მანუმ NBA.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრის ბოშის ასისტი და სამქულიანი ჩაგდება – დღის საუკეთესო ეპიზოდები (ვიდეო)

როგორც მგოეხსენებათ, დილით, ნაციონალური საკლთბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, რომელიც „მაიმი ჰიტმა“ ანგარიშთ 96:98 მოიგო.

წარმოგიდგენთ ამ შეხვედრის საუკეთესო ათი ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

ლებრონის 35 ქულამ „მაიამის“ ფინალური სერიის მეორე მატჩი მოაგებინა

დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეორე მატჩი, რომელიც „მაიამი ჰიტმა“ ანგარიშით 96:98 მოიგო.

საუკეთესო ფლორიდელთა შემადგენლობაში და ზოგადად მატჩში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 35 ქულა მიითვალა. რაც შეეხება „სან-ანტონიო სპურსს“, მის რიგებში საუკეთესო ტონი პარკერი იყო – მისმა მონაგარმა 21 ქულა შეადგინა.

აღნიშნული მოგებით ერიკ სპოელსტრას გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„სან-ანტონიო“ – „მაიამი“ 96:98 (26:19, 17:24, 35:34, 18:21)

„სპურსი“: პარკერი (21 ქ. 7 პ.), დანკანი (18 ქ. 15 მ.), გრინი (9 ქ.), ლენარდი (9 ქ.), სპლიტერი (2 ქ.) – სტარტი; ჯინობილი (19 ქ.), მილსი (8 ქ.), დიო (7 ქ. 10 მ.), ბელინელი (3 ქ.), ბონერი (0 ქ.)

„ჰიტი“: ჯეიმსი (35 ქ. 10 მ.), ბოში (18 ქ.), უეიდი (14 ქ. 7 მ. 5 დ.), ლუისი (14 ქ.), ჩალმერსი (5 ქ.) – სტარტი; ალენი (9 ქ.), ანდერსენი (3 ქ. 9 მ.), კოული (0 ქ.), ჯონსი (0 ქ.)

ანგარიში სერიაში: 1:1

სერიის მესამე მატჩი 11 ივნისს მაიამიში გაიმართება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი „სან-ანტონიოსთან“ მეორე მატჩში თამაშს იმედოვნებს

„მაიამი ჰიტის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი იმედოვნებს, რომ „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალური სერიის მეორე მატჩამდე გამოჯანმრთელდება, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

ჯეიმსმა „სპურსთან“ პირველი მატჩი კუნთების პრობლემების გამო ვერ დაასრულა. მთელი მატჩის განმავლობაში არენაზე კონდიციონერის სისტემა არ მუშაობდა, რის გამოც, სავარაუდოდ, ლებრონმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

შემდგომ ფლორიდელთა ფორვარდს სამედიცინო შტაბმა საჭირო მედიკამენტები მისცა. ლებრონი სარეაბილიტაციო პროგრამას მეორე შეხვედრის წინ განაახლებს, რომელიც კვირას შედგება.

აქვე გეტყვით, რომ პარასკევს „AT&T Center“-ში კონდიციონერის სისტემა სრულიად აღადგინეს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დენი გრინის ბრწყინვალე დანკი – ფინალური სერიის პირველი მატჩის ხუთი საუკეთესო ეპიზოდი (ვიდეო)

მოგეხსენებათ, გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერის პირველი მატჩი შედგა, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ ანგარიშით 110:95 მოიგო.

წარმოგიდგენთ აღნიშნული შეხვედრის ხუთი საუკეთესო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

NBA-ს ფინალური სერია „სან-ანტონიოს“ მოგებით დაიწყო

ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელიც „სან-ანტონიო სპურსმა“ საკუთარ დარბაზში 15 ქულით მოიგო.

საუკეთესო მასპინძელთა რიგებში ტიმ დანკანი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა. რაც შეეხება სტუმრებს, მათ რიგებში ლებრონ ჯეიმსი გამორიჩა, რომლის შედეგმაც 25 ქულა შეადგინა.

სათქმელია, რომ „მაიმის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა დაშავების გამო შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა. ამჟამად ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ფლორიდელთა ლიდერი სერიის შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მიღებას, ამის შესახებ „მაიმი“ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

„სან-ანტონიო სპურსი“ – „მაიამი ჰიტი“ 110:95 (28:20; 28:29; 20:29; 38:17)

„სპურსი“: დანკანი (21 ქ. 10 მ. 5 დ.), პარკერი (19 ქ. 8 პ.), ჯინობილი (16 ქ. 5 მ. 11 პ. 3 ჩ.), სპლიტერი (14 ქ.), გრინი (13 ქ.), ბელინელი (9 ქ.), ლეონარდი (9 ქ.), დიაო (2 ქ. 10 მ. 6 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (25 ქ. 6 მ. 3 ჩ.), უეიდი (19 ქ. 3 მ. 2 პ.), ბოში (18 ქ. 9 მ. 1 პ.), ალენი (16 ქ. 5 ჩ.), ლიუისი (10 ქ.), ჩალმერსი (3 ქ. 1 მ. 1 პ.)

ანგარიში სერიაში: 1:0 „სპურსის“ სასარგებლოდ

სერიის მეორე მატჩი 9 ივნისს კვლავ სან-ანტონიოში შედგება.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი: „ჩვენ „მაიამის“ მტრები ვართ? სისულელეების ლაპარაკს მორჩით“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის წინ ჟურნალისტებს მისი გუნდის „მაიმი ჰიტთან“ მტრობის შესახებ ლაპარაკის დასრულებისკენ მოუწოდა.

„მორჩით მსგავს სისულელეებზე საუბარს, ეს ჰომ სერიოზული არ არის“, – ციტირებს „სპურსის“ დამრიგებელს „სან-ანტონიო ექსპერს-ნიუსი“.

ცნობისთვის, გუშინ „ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ მის მეტოქეს ფლორიდელები ძალიან არ უყვართ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „ტიმ დანკანის სიტყვები არ მადარდებს“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი „სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრის ტიმ დანკანის სიტყვებს გამოეხმაურა. ცნობისთვის, 38 წლის ვეტერანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში გასული წელს  წაგებული ფინალური სერიისთვის რევანშის აღებას აპირებს.

„მათ ძალიან არ ვუყვარვართ. ეს ტიმის სიტყვებშიც იგრძნობა. მათ სურთ დაგვამარცხონ და ტიტული მოიგონ. ამ დაპირისპირებისთვის მზად ვიქნებით.

დანკანის სიტყვები არ მადარდებს. გუნდები მოედანზე გავლენ და ითამაშებენ. საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ. არავის არ გვეშინია. გვსურს, იგივე გავაკეთოთ, რისი გაკეთება მათაც სურთ“, – განუცხადა ჯეიმსმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მაიკ ბრაუნი: „ვფიქრობ, „კლივლენდი“ ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებას გეგმავს“

„კლივლენდის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი თვლის, რომ „კავალიერსის“ ხელძღვანელობა ზაფხულს „მაიამი ჰიტის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის დაბრუნებაზე იფიქრებს.

„ვფიქრობ, „კლივლენდი“ ჯეიმსის დაბრუნებას ნამდვილად შეეცდება. იმის გათვალისწინებით, რომ ლებრონი ოგაიოში დაიბადა, „კავალიერსს“ სხვა კლუბებზე („ჰიტის“ გარდა) უფრო მეტი შანსი აქვს.

გადახედავს თუ არა ჯეიმსი დაბრუნების ვარიანტს? ვერ გეტყვით“, – განუცხადა ბრაუნმა cleveland.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი