ლებრონ ჯეიმსი: „კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის ადგილი NBA-ში არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეიზდენტს დონალდ სტერლინგს, რომელსაც რასიზმში სდებენ ბრალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში არაფერი ესაქმება.

„დონალდ სტერლინგის ადგილი აქ არ არის. თუ გავრცელებული ჩანაწერი ნამდვილია, ლიგისთვის მსგავსი ადამიანის ყოფნა დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი რასის წარმომადგენელი ხარ – მსგავსი სიტყვები ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ჩვენი ლიგის კომისიამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება უნდა გამოაქვეყნოს. არ ვიცი, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მსგავსი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. მთელი მსოფლიოსთვის ჩვენ სამაგალითო სპორტსმენები და პიროვნებები ვართ. მსგავსი სიტყვები შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია“, – განუცხადა ლებრონმა NBA.com-ს.

ლებრონ ჯეიმსი: „10-წლიან კონტრაქსა და 300 მილიონ დოლარს სიამოვნებით დავთანხმდებოდი“

ცოტა ხნის წინ ბეისბოლის მოთამაშემ მიგელ კაბრერამ „დეტროიტ ტაიგერსთან“ 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ამ პეროდში იგი ხელფასის სახით ჯამში 292 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება „მაიამი ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გაუზიარა.

„მე უბრალოდ ვთქვი: „ვაუ“. კარგი იქნებოდა, თუ მსგავსი რამ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც მოხდებოდა“.

კაბრერა ბეისბოლში საუკეთესოა, საუკეთესოები კი სათანადო ხელფასს უნდა იღებდნენ. პირადად მე, დიდი სიამოვნებით გავაფორმებდი 10-წლიან კონტრაქტს და 300 მილიონზე უარს არ ვიტყოდი“, – განუცხადა ფლორიდელთა ფორვარდმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „მსურს, რომ „კლივლენდ კავალიერსმა“ ჩემი სათამაშო ნომერი გააუქმოს“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი იმედოვნებს, რომ „კლივლენდ კავალიერსი“ მის 23 ნომერს გააუქმებს.

„მსურს, რომ „კლივლენდში“ ამ ნომრით არავინ აღარ ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი საზრუნავი არ არის. ვფიქრობ, ყველა სპორტსმენი ამაზე ოცნებობს. ნომრის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ წარმატებული იყავი“, – განუცხადა ლებრონმა „Palm Beach Post“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტი“ ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთედ დამარცხდა

გამთენიისას „მაიამი ჰიტი“ სახლში „დენვერ ნაგეტსთან“ ანგარიშით 107:111 დამარცხდა. აღნიშნული მარცხი ფლორიდელთათვის ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთე გამოდგა, რის შესახებაც ESPN.com-ი წერს.

„არის მომენტი, როდესაც უიღბლო პერიოდი გვეწყება. აღნიშნული პერიოდი კი სწორედ მსგავსი კატეგორიის მომენტებს ეკუთვნის“, – განაცხადა „ჰიტის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსმა ნიღბის მოხსნა გადაწყვიტა

„ჩიკაგო ბულსთან“ მატჩის წინ „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ სპეციალური ნიღბით აღარ ითამაშებს.

„ამ ნიღაბში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ“, – განაცხადა ლებრონმა.

წინასწარი ვარაუდით, ჯეიმსს, რომელმაც 20 თებერვალს ცხვირი გაიტეხა, ნიღბით კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა ეთამაშა.

ჯამში ნიღბით ფლორიდელთა ლიდერმა ოთხი მატჩი ჩაატარა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ჩიკაგომ” “მაიამი” შენგელიას გარეშე, ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოში 10 მარტი რომ თენდებოდა, ოკეანგაღმა, ამერიკაში, თორნიკე შენგელიას გუნდმა ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ტიტულის მოგების უპირველესი კანდიდატი “მაიამი” დაამარცხა. “ჩიკაგომ” მაიამელებს “იუნაითედ სენთერში” უმასპინძლა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 95:88 სძლია.

ბოლო მეოთხედის წინ ჩიკაგოელები 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და გადამწყვეტი პერიოდი სწორედ ამ სხვაობით – 27:19 მოიგეს. შეხვედრა დამატებით 5-უთეულში გადაიზარდა, სადაც მოწოდების სიმაღლეზე ჩიკაგოელები აღმოჩდნენ და მრისხანე მეტოქეს მინიპერიოდი 9:2 მოიუგეს.

სამწუხაროდ, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფორვარდს. შენგელია ჩიკაგოელთა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე მიმდინარე დაძაბულ ორთაბრძოლებში არ ჩაბმულა. გამარჯვებულთაგან 22 ქულის მიმთვლელი დიჯეი აუგუსტინი და ფრანგო-ამერიკელი ჟოაკიმ ნოა (20 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი) გამოირჩნენ. ბოლო წლების უძვირფასესი მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი ჩიკაგოელებმა 17 ქულას დააჯერეს, ხანშეპარულმა ვარსკვლავმა დუეინ ვეიდმა კი მაიამელთათვის 25 ქულა გაიღო.

35 მოგებითა და 28 წაგებით “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტესტი ჩიკაგოელებს 12 მარტს, ტიტულის კიდევ ერთ მაძიებელ “სან ანტონიოსთან” ელით.

GBF.GE

ლებრონ ჯეიმსი „ნიქსთან“ თამაშს გეგმავს

„მაიამი ჰიტის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ხუთშაბათს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ ჩასატარაბელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, რის შესახებაც Sun Sentinel-ის ჟურნალისტი აირ ვინდერმანი წერს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ მატჩში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი MVP დამცავი ნიღბით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „ოკლაჰომა სიტი თანდერთან“ თამაშისას, ლებრონმა ცხვირი მოიტეხა, რის გამოც „ჩიკაგო ბულსთან“ შეხვედრა გამოტოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი: „MVP-ს ტიტული ჩემთვის მთავარი არ არის“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის სეზონის MVP-ს ტიტულის მოგება მისი მთავარი მიზანი არ არის.

„ამ ტიტულზე ნაკლებად ვფიქრობ. რა თქმა უნდა, MVP-ს ტიტული კარგია. როდესაც მას ვიგებ, პირველ რიგში, მადლობას თანაგუნდელებს ვუხდი. ჩემთვის გუნდის MVP-დ ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, აღნიშნული პრიზის კიდევ ერთხელ მოგებით ბედნიერი ვიქნები“, – განუცხადა ჯეიმსმა The Bleacher Report-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მაიამი ჰიტის“ ვიცე-პრეზიდენტს მატჩის დროს ჩაეძინა (ვიდეო)

„მაიმი ჰიტის“ გენერალური მენეჯერი და ვიცე-პრეზიდენტი ენდი ელისბურგი „ვაშინგტონ უიზარდსთან“ მატჩს დაესწრო და ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტის პეტ რაილის გვერდით დასხდა.

სანამ ფლორიდელები დედაქალაქელებთან მეორე მეოთხედში 30 ქულით აგებდნენ (26:56), ელისბურგს უბრალოდ ეძინა.

წარმოგიდგენთ ამ სახალისო ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ტელეტოვიჩმა ლებრონ ჯეიმსსა და „მაიამი ჰიტს“ დასცინა

„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა რამდენიმე დღის წინ „მაიამი ჰიტთან“ მატჩში ლებრონ ჯეიმსზე თამაშის წესები დაარღვია, რის შედეგადაც, ამ უკანასკვნელმა ბოსნიელთან საქმის გარჩება დაიწყო.

დღეს თავისი ტვიტერის გვერდზე ტელეტოვიჩმა აღნიშნული ეპიზოდი ახალი სურათით გაიხსენა, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაუმატა:

„ზედიზედ ხუთი წელი. წინ, „ბრუკლინ“! lol ;)“

Teletovic Twitter

კრის ბოშის ბრწყინვალე სამქულიანი და დღის სხვა ლამაზი ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდებს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტის“ მოთამაშის კრის ბოშის სამქულიანი ჩეგდებაც არის.

სპოელსტა: „კრის ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა და მართალიც აღმოჩნდა“

„მაიამი ჰიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტამ აღიარა, რომ სამქულიანი, რომელმაც მის გუნდს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა (108:107), კრის ბოშს მისი დავალებით არ ჩაუგდია.

„ბოლო შეტევისთვის ჩემი გეგმა სულ სხვა იყო. მე დავხატე სქემა, რომელშიც კრისს ბურთი მოძრაობისას უნდა მიეღო. თუმცა, მან ამის გაკეთება სამქულიან ხასზე ისურვა. ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა, მაგრამ, როგორც ხედავთ, იგი სწორად მოიქცა“, – განუცხადა ფლორიდელთა დამრიგებელმა The Associated Press-ის ჟურნალისტს.

ალექსანდრე მატევოსოვი