ანდერსენი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს

„მაიამის ცენტრმა“ კრის ანდერსენმა განაცხადა, რომ მოთამას კარიერის დასრულებაზე იგი ჯერჯერობით არ ფიქრობს.
35 წლის ანდერსენის თქმით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში იგი კიდევ 3-4 წლით აპირებს თამაშს. გარდა ამისა, ცენტრმა აღნიშნა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს, ხოლო პაუზამ, რომელიც მას ორი წლის წინ ჰქონდა, მას თამაშის დიდი ხნით გაგრძელების საშუალება მისცა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ანდერსენმა 20 მატჩი ჩაატარა, რომელბშიც მისმა საშუალო მონაგარმა 6,6 ქულა და 4,3 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი

შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

ლებრონი და დურანტი საუკეთესონი არიან

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტის ცნობით, წინა კვირას დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშე „მაიამი ჰიტის“ ლდიერი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც თავის გუდნთან ერთად ოთხივე მატჩი მოიგო და ერთ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 29 ქულა და 6 მოხსნა შეადგინა.
რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას, მასში საუკეთესო „ოკლაჰომა სიტი თანდერის“ ლიდერი კევინ დურანტი გახდა, რომლის გუნდმაც ასევე ყველა თამაში მოიგო. თავად მოთამაშის მონაგარმა კი 27 ქულა და 12 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსმა ათ ქულაზე მეტი ზედიზედ მე-500 მატჩში დააგროვა

„მაიმი ჰიტის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეხუთე მოთამაშე გახდა, რომელმაც ზედიზედ მე-500 მატჩში ათი და ათზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. ამის შესახებ ცნობას ESPN.com-ი ავრცელებს. „ტორონტო რეპტორსთან“ შეხვედრაში, რომელიც ფლორიდელებმა ანგარიშით 104:95 მოიგეს, ლებრონის მონაგარმა 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა შეადგინა.

ჯეიმის გარდა, მსგავსი შედეგით სხვადასხვა წლებში თავი მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარმა (787 მატჩი და 508 მატჩი), მაიკლ ჯორდანმა (866 შეხვედრა), კარლ მელოუნმა (575 თამაში) და მოუზეს მელოუნმა (526 დაპირისპირება) გამოიჩინეს.

ბოლოს, ჯეიმსმა ექვს ქულაზე ნაკლები 2007 წლის 5 იანვარს დააგროვა, როდესაც მისი გუნდის მეტოქე „მილუოკი ბაქსი“ იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩემპიონმა მოგებით დაიწყო, „ლეიკერსმა“ თანაქალაქელებს აჯობა

მოგეხსენებათ, სტარტი აიღო ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის 2013/2014 წლების სეზონის გათამაშებამ.

ახალი სეზონი „ინდიანა პეისერსისა“ და „მეჯიკის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. საუკეთესო მათ რიგებში პოლ ჯორჯი იყო, რომელმაც თავის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ბლოკშოთი ჩაიწერა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ რიგებში საუკეთესო ნიკოლსონი აღმოჩნდა, რომლის მონაგარმაც 18 ქულა შეადგინა.

„ინდიანა პეისერსი“ – „ორლანდო მეჯიკი“ 97:87 (23:18, 17:26, 29:20, 28:23)

„პეისერსი“: ჯორჯი (24 ქ. 6 მ. 5 გ. 3 ბ.), სტივენსონი (19 ქ. 7 მ. 5 გ.), უესტი (13 ქ. 5 მ. 5 ბ. 5 დ.), ჰიბერტი (8 ქ. 16 მ. 7 ბ.)
„მეჯიკი“: ნიკოლსონი (18 ქ.), ჰარკლესი (14 ქ.), ნელსონი (12 ქ. 7 გ. 5 მ.), ოლადიპო (12 ქ.), ვუჩევიჩი (8 ქ. 10 მ. 5 დ.)

უდიდეს ინტერესს, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც ფლორიდელებმა 12 ქულით მოიგეს. საუკეთესი „ჰიტის“ რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. მასზე ერთი ქულით ნაკრები თავის ანგარიშზე კრის ბოშმა ჩაიწერა. ყველაზე მეტი ქულა კი ამ შეხვედრაში „ხარების“ ფორვარდმა კარლოს ბუზერმა დააგროვა – მისმა მაჩვენებელმა 31 ქულა შეადგინა.

„მაიამი ჰიტი“ – „ჩიკაგო ბულსი“ 107:95 (17:15, 37:18, 24:25, 29:37)

„ჰიტი“: ჯეიმსი (17 ქ. 8 გ. 6 მ.), ბოში (16 ქ. 6 მ. 3 ბ.), ბატიე (14 ქ.), ჩალმერსი (13 ქ. 5 ჩ.), უეიდი (13 ქ.), კოული (11 ქ. 7 მ.), ალენი (11 ქ. 7 მ.)
„ბულსი“: ბუზერი (31 ქ. 7 მ.), ბატლერი (20 ქ. 5 ჩ.), როუზი (12 ქ. 5 დ.), გიბსონი (10 ქ. 8 მ.), დანლივი (10 ქ.), ნოა (2 ქ. 11 მ.)

უინტერესო არც თანაქალაქელების – „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ მატჩი გამოდგა, რომელშიც მოგება მაიკ დ’ენტონის კალათბურთელებმა იზეიმეს. მათ რიგებში საუკეთესო შედეგით ხავიერ ჰენრი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა დააგროვა და 6 მოხსნის გაკეთებაც შეძლო. „კლიპერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო ბლეიკ გრიფინი აღმოჩნდა – მისმა მონაგარმა 19 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა.

„ლეიკერსი“ – „კლიპერსი“ 116:103 (28:30, 27:27, 20:22, 41:24)

„ლეიკერსი“: ჰენრი (22 ქ. 6 მ.), ფარმარი (16 ქ. 6 პ.), გასოლი (15 ქ. 13 მ. 5 დ.), იანგი (13 ქ.), მიქსი (13 ქ.), ჰილი (12 ქ. 8 მ.), კამანი (10 ქ. 8 მ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (19 ქ. 7 მ.), ჯორდანი (17 ქ. 11 მ. 3 ჩ. 3 ბ.), პოლი (15 ქ. 11 გ. 6 . 5 ჩ.), კროუფორდი (15 ქ.), რედიკი (13 ქ.)

ლებრონს ამერიკული ფეხბურთის თამაშიც სურს

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი საინტერესო განცხადება გააკეთა.

საქმე იმაშია, რომ ფლორიდული კლუბის ლიდერმა აღიარა, რომ იგი დიდი სიამოვნებთ ამერიკული ფეხბურთს ლიგაშიც ითამაშებდა.

„მოთამაშის კარიერის დასრულებამდე დიდი სიამოვნებით ამერიკულ ფეხბურთს ვითამაშებდი. იმედია,NFL-ში ერთ მატჩს მაინც ჩავატარებ“, – განაცხადა ლებრონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოდენმა მორიგი ტრავმა მიიღო

მორიგი ტრავმა „მაიამი ჰიტის“ ცენტრს გრეგ ოდენს პარკეტზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

აგვისტოში გრეგმა განაცხადა, რომ მისი მარცხენა ფეხის მუხლი კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად, ვარჯიშებისთვის იგი მზად იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური მატჩი ოდენმა 2009 წელს ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს, ოდენმა სრულყოფილად ივარჯიშა და ერთ ეპიზოდში ლებრონ ჯეიმსის წინაამღდეგ შესანიშნავად ითამაშა. ამის მიუხედავად, ოდენმა კვლავ ტკივილები იგრძნო, ექიმებმა კი მას ახალი დაზიანება აღმოუჩინეს, რომლის გამოც კალათბურთელს ლაზარეთში დაბრუნება მოუწევს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოდენმა ვარჯიში დაიწყო

როგორც  „Sun Sentinel“-ი იუწყება, „მაიამი ჰიტის“ ცენტრმა გრეგ ოდენმა ორშაბათს სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა.

ცნობისთვის, ბოლოს ოდენმა 2009 წელს ითამაშა, რის შემდეგად მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.

„ჰიტის“ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ოდენი ორ წინასასეზონო მატჩს გამოტოვებს. საუბარია „ვაშინგტონ უიზარდსთან“ და „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩასატარებელ მატჩებზე.

ალექსანდრე მატევოსოვი

მეისონი „ჰიტში“ ითამაშებს

როგორც The Palm Beach Post-ის ჟურნალისტი ეტან სკოლნიკი წერს, „მაიამი ჰიტის“ მცველმა რეი ალენმა თავისუფალ აგენტთან როჯერ მეისონთან 45-წუთიანი საუბრის შემდეგ, მოთამაშე ფლორიდაში გადასვლაში დაარწმუნა.

აღსანიშნავია, რომ მეისონი „ჩიკაგო ბულზში“ დაბრუნების ვარიანტსაც განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც „ჰიტის“ სასარგებლოდ მიიღო.

ალექსანდრე მატევოსოვი

 

„ჰიტმა“ ახალი ფორმები წარადგინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბები თავისი ახალი სათამაშო ფორმების წარდგენას აგრძელებენ. დღეს, „მაიამი ჰიტმა“ ინსტაგრამში 2013/2014 წლების სეზონის ფორმის კომფლექტის სურათები გაავრცელა.

Heat 2013-2014

ელისბურგი „ჰიტის“ გენერალური მენეჯერი გახდა

„მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობამ კლუბის გენერალური მენეჯერის პოსტზე ენდი ელისბურგი დანიშნა, რის შესახებაც „The Associated Press“-ი იტყობინება.

ცნობისთვის, ელისბურგი „ჰიტში“ მისი შექმნის მომენტიდან, ანუ 1988 წლიდან მუშაობს.

გარდა ამისა, შაბათს, კლუბმა გენერალური მენეჯერის ასისტენტის პოსტზე ადამ საიმონი დანიშნა. ყველაფერთან ერთად, მთავარი მწვრთვნელის ასისტენტის ფუნქციებს კლუბში დენ კრეიგი შეასრულებს. ცვლილებები „ჰიტში“ სკაუტინგის სფეროშიც მოხდა – ჩედ კემერერი ეროვნული საკალათბურთო ასოაციაციის სკაუტინგის დირექტორი გახდა, ხოლო კიტ ატკინსი საკოლეჯო კალათბურთის სკაუტინგზე იზრუბენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სპოელსტრა ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

როგორც Yahoo! Sports-ი გვატყობინებს, „მაიმი ჰიტის“ მთავარი მწვრთვნელი ერიკ სპოელსტრა ფლორიდულ კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებასთან არის ახლოს. ცნობილია, რომ ოფიციალურად ახალ შეთანხმებას მხარეები სულ მალე, ბაჰამის კუნძულებზე გააფორმებენ, სადაც გუნდი ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.

შეგახსენებთ, რომ 42 წლის სპეციალისტი „ჰიტს“ უკვე ხუთი წლის განმალობაში უდგას სათავეში. ამ პერიოდში მან გუნდი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში სამჯერ გაიყვანა და პლანეტის საუკეთესო ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი