მეჯიკ ჯონსონი: „დ’ენტონი „ლეიკერსის“ დონის გუნდის მწვრთნელი არ არის“

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული მოთამაშის მეჯიკ ჯონსონის აზრით, მაიკ დ’ენტონი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ დონეს ვერ აკმაყოფილებს.

„იგი გუნდს დაცვაში თამაშს არ ასწავლის. არ შემიძლია იმის ნახვა, თუ როგორ იცავს თავს ეს გუნდი. ყოველ მატჩში ერთნაირ კომბინაციებს ვხედავთ. მიმდინარე სეზონში „ლეიკერსმა“ უკვე 40 მატჩი ჩაატარა. გუნდები ერთი სტილის შეტევებს გვთავაზობენ, თუმცა მათი გაჩერება არ შეგვიძლია.

დ’ენტონი მაშინ მომწონდა, როდესაც იგი „ფინიქს სანსს“ თავკაცობდა. მაგრამ, ეს „ლეიკერსია“. ჩვენ საჩემპიონო გუნდის დონის სპეციალისტი გვჭირდება. კლუბის მენეჯერებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ფილ ჯექსონი არ დააბრუნეს“, – განუცხადა ჯონსონმა The Los Angeles Times-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დ’ენტონი: „იმედია, 28 იანვარს ბრაიანტი და ნეში თამაშს მოახერხებენ“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ენტონი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის ტრავმირებული ლიდერები კობი ბრაიანტი და სტივ ნეში 28 იანვრისთვის გამოჯანმრთელდებიან და „ინდიანა პეირსერსთან“ საშინაო შეხვედრაში ითამაშებენ.

26 იანვარს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩით კალიფორნიელები თავსი 7-მატჩიან დასვლით ტურნეს დაასრულებენ.

ბრაიანტს სეზონის დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

რაც შეეხება ნეშს, მას ქრონიკული პრობლემები აქვს. ბოლოს გამოცდილმა კანადელმა კალათბურთელმა ათ ნოემბერს ითამაშა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სტივ ნეში ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს

ESPN Los Angeles-ის ინფორმაციით, „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთვნელი მაიკ დ’ენტონი ახალ სეზონში გუნდის 39 წლის გამთამაშებელს სტივ ნეშს ნაკლებ სათამაშო დროს მისცემს.

გარდა ამისა, ნეში პერიოდულად იმ ორ მატჩს შორის ერთ-ერთს გამოტოვებს, რომელიც ზედიზედ ორი დღის განმალბოაში შედგება.

გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ამით გუნდის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ნაკლებად დატვირთული იქნება და იგი ტრავმებსაც აიცილებს თავიდან.

ალექსანდრე მატევოსოვი