ამჟამად თავისუფალ აგენტს მიკაელ პიეტრუსს გარანტირებული კონტრაქტის მიღება სურს, რის შესახებაც მისმა აგენტმა განაცხადა. მისივე თქმით, „ტორონტო რეპტორსის“ ექს-მოთამაშეს არც ისე დიდი ხნის წინ რამოდენიმე წინადადება ჰქონდა, თუმცა ყველა კლუბი მას არაგარანტირებულ შეთანხმებას სთავაზობდა.
ცნობისთვის, 31 წლის ფრანგმა კალათბურთელმა „რეპტორსის“ მაისურით გასულ სეზონში რეგულარული ჩემპიონატის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ერთ შეხვედრაში მისმა მონაგარმა 5,3 ქულა და 1,9 მოხსნა შეადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი