ფაულერი, მაკმანამანი და ჯონსი „ლივერპულში“ დაბრუნდნენ

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელები რობი ფაულერი, სტივ მაკმანამანი და რობ ჯონსი „ენფილდროუდელთა“ აკადემიის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდნენ. ისინი 21 და 18 წლამდე გუნდებთან იმუშავებენ.

„კარგია, რომ რობი, სტივი და რობი კლუბში დაბრუნდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მათგან საჭირო ინფორმაციას მიიღებენ“, – ციტირებს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, ბრენდან როჯერსის სიტყვებს ინგლისური ECHO.

ფაულერი „წითლების“ ღირსებას ცხრა წლის განმავლობაში იცავდა, ამ ხნის მანძილზე მან 369 მატჩი ჩაატარა და 183 გოლი გაიტანა.  ჯონსმა, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, გუნდში 243 შეხვედრა ჩაატარა, მაკმანამანმა კი 364 მატჩში 66 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი