“მანჩესტერ სიტი” ტრანსფერებში 100 მლნ ფუნტის დახარჯვას აპირებს

უეფამ ფინანსურ ფეარ-პლეის წესებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც “მანჩესტერ სიტის” სანქციები მოეხსნა.

შეგახსენებთ, რომ “ქალაქელებს” სატრანსფერო ბიუჯეტის (49 მილიონი ფუნტი) გაზრდა აკრძალული ჰქონდათ. გარდა ამისა, შარშან გუნდს საჩემპიონთალიგო განაცხადის 21 კაცამდე შემცირება მოსთხოვეს.

ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ბრიტანული პრესა იუწყება, რომ “მანჩესტერ სიტი” ტრანსფერებში დაახლოებით 100 მილიონი ფუნტ სტერლინგის დახარჯვას აპირებს.

ინგლისური კლუბი პოლ პოგბას, რაჰიმ სტერლინგის, კევინ დე ბრიუნესა და ფაბიან დელფის დამატებას ეცდება.

 

”მანჩესტერ სიტიმ” დემიკელისი დაიმატა

გუშინ, 32 წლის არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი მანჩესტერში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ”სიტისთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი.

”მანჩესტერ სიტის” ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებმა 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ახალ გუნდში სახმრეთ ამერიკელი 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აქედან გამომდინარე, დემიკელისი მანუელ პელეგრინის უკვე მესამე გუნდში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გამოცდილ სპეცილისთან ერთად იგი თავის დროზე ”რივერ პლეიტში” მოღვაწეობდა, ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ მისი თავკაცობით ”მალაგაშიც” გამოდიოდა.

ალექსანდრე მატევოსოვი