პელეგრინი: “ბაიერნთან” ფრეზე არც კი ვფიქრობთ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხებას გეგმავს.

“ბაიერნი” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. ვიმედოვნებ, რომ სამ ქულას ავიღებთ. ფრეზე არც კი ვფიქრობთ. მატჩის პირველივე წუთებიდან მოგებისთვის ვიბრძოლებთ”, – პელეგრინის სიტყვები “ქალაქელთა” ოფიციალური ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “ბაიერნს” შორის ოთხშაბათს, ჩვენი დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს და მას ჰოლანდიელი არბიტრი ბიორნ კეიპერსი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი