9 მარტს, ინგლისის ასოციაცის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მატჩის 76-ე წუთზე, ანხელ დი მარია წაიქცა, მსაჯმა კი ჩათვალა, რომ არგენტინელმა ისიმულიანტა, რის გამოც მას ყვითელი ბარათი უჩვენა. მალევე, გაბრაზებული დი მარია არბიტრს შეეკამათა და მას ხელითაც შეეხო. საბოლოოდ კი, მან მეორე ყვითელიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.