პელეგრინი: „ერთ კვირაში მეორე მატჩი წავაგეთ, თუმცა ეს კატასტროფა არაა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი „იუანტედთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„კლუბში ჩემს პოზიციებზე არ ვისაუბრებ. ახლა შემდეგ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. წინ 6 მატჩია. ერთ კვირაში ორი თამაში წავაგეთ, თუმცა კიდევ 18 ქულის დაგროვების შანსი გვაქვს.

შექმნილი სიტუაციისგან დრამის შექმნა არ ღირს. მარცხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ. 2015 წელს ეს კვირა ჩვენთვის ყველაზე ცუდი გამოდგა, შევეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ. ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე მუშაობის გაგრძელება მნიშვნელოვანია. შემდეგი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, თავდაჯერებულობას დავიბრუნებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ჩილელმა სპეციალოისტმა.

პელეგრინი: „მანჩესტერ სიტის“ დიდი ფეხბურთელები სჭირდება“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას მოუთმენლად ელის.

„თუ გვსურს, რომ დიდი გუნდი გავხდეთ, დიდი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ. ყოველწლიურად ამის გაკეთება რთულია, თუმცა ძლიერი ფეხბურთელების მოწვევა ორ წელიწადში ერთხელ მაინცაა საჭირო.

საუბარი არამხოლოდ „მანჩესტერ სიტიზეა“. დააკვირდით „რეალს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ – ისინი დიდი კლუბები არიან, რომელთაც ცნობილი მოთამაშეები ჰყავთ.

მომავალ სეზონზე საუბარი არ მსურს, რადგან მიმდინარე ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში, მიმდინარე ჩემპიონატი უნდა დავასრულოთ და მოთამაშეების თვისებები უკვე შემდგომ შევაფასოთ. მსგავსი საუბრისთვის უკეთესი დროც დადგება“, – განაცხადა ფეხბურთის ჩილელმა სპეციალისტმა.

პელეგრინი: „მანჩესტერ სიტის“ შედეგებზე პასუხისმგებელი ვარ“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გუნდის ცუდ შედეგებს საკუთარ თავზე იღებს.

„უიღბლო შედეგებზე პასუხისმგებელი ვარ, რადგან შემადგენლობასა და გუნდის სათამაშო ტაქტიკას სწორედ მე ვირჩევ. ბედნიერი ვარ, რომ სტილის შეცვლა არ გვჭირდება. მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისინი ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთოს ჩვენებას ცდილობენ. ბევრი მათ ცუდ ფეხბურთელებად იხსენიებს, რაც სწორი არ არის. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, წელს უკეთესად თამაში შეგვეძლო, თუმცა, არამგონია, რამეში ფებურთელების დადანაშაულება შეიძლებოდეს“, – ციტირებს პეგერინის „The Guardian“-ი.

პელეგრინი: “მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ “მან.სიტი” ერთ-ერთი საუკეთესოა”

მანუელ პელეგრინი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩისთვის ემზადება.

პირველი მატჩი, რომელიც ინგლისში გაიმართა, სტუმრებმა 1:2 მოიგეს, ხოლო “ეტიჰადის” ბინადრები კატალონიაში რთული მისიის შესასრულებლად ჩადიან.

“ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ინგლისში მეორე ტაიმი. პირველ ნახევარში “ბარსელონა” აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ბევრი მომენტი გვქონდა. უნდა ვითამაშოთ სრული ძალებით და მჯერა, რომ “მანჩესტერ სიტის” მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია”.

“მნიშვენლოვანია, ბურთი ვაკონტროლოთ. “ბარსელონამ” ინგლისში სწორედ ამ ფაქტორის გამო დაგვამარცხა. “ბლაუგრანას” დამარცხებით უნდა დავამტკიცოთ, რომ “მან.სიტი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”.

“ჩვენ გვხვდება ძალიან ძლიერი მეტოქე, მაგრამ ფეხბურთის ფენომენი სწორედ ისაა, რომ მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგი თამაშით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი,”-განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინი: “ჩემპიონობის თეორიული შანსი გვრჩება”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ “ბარნლისთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ნორმალურად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, მეტოქეს კი ამის საშუალება არ მივეცით. “ბარნლიმ” მხოლოდ ერთხელ დაგვირტყა და ლამაზი გოლიც გაგვიტანა.

ჩემპინობის თეორიული შანსი გვრჩება. პრაქტიკულად კი ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება” – განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინი: “დროა, “მან.სიტიმ” ლივერპულში მოიგოს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ინგლისის ვიცე-ჩემპიონებთან შესარკინებლად ემზადება.

როგორც იცით, ხვალ “ჩელსი” ინგლისის თასის ფინალში “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება, ხოლო “მანჩესტერ სიტი” “ენფილდზე” “ლივერპულს” ესტუმრება. ჩილელი სპეციალისტის შეგირდებს აქვთ შანსი, მინიმუმ დროებით, შეამცირონ უპირატესობა პირველასდგილოსანთან.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო 11 შეხვედრიდან ამ ორ გუნდს შორის, რომელიც “ენფილდზე” გაიმართა შვიდი მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო ოთხი ფრედ დასრულდა.

“ლივერპულთან თამაში ყოველთვის რთულია, მითუმეტეს მათ სტადიონზე. ამის მიუხედავად, დრო სტატისტიკა შეიცვალოს”.

“მაგალითად, ამ სეზონში “სტოკი” გასვლაზე დავამარცხეთ. ამას “სიტი” ექვსი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა,”-განაცხადა პელეგრინიმ.

პელეგრინი: “თუ გუნდურად ვითამაშებთ, შანსი გვექნება”

უეფას ჩემპოიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მატჩი შეაჯამა.

“პირველ ტაიმში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ნახევარში თამაში ბევრად გამოვასწორეთ და მომენტებიც შევქმენით, თუმცა შეცდომებიც დავუშვით. “ბარსელონამ” პირველი გოლიც ჩვენი შეცდომის წყალობით გაიტანა. ამან მეტოქეს უპირატესობა მისცა. მეორე ტაიმში შეცდომა გამოვასწორეთ და გათანაბრების შანსიც გვქონდა, თუმცა როდესაც მოედანზე ათი კაცით რჩები, ამის გაკეთება რთულდება.

ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. მეორე ნახევარში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენთვის საუკეთესო შედეგია. გუნდმა ბარსელონაში თავისი თამაში უნდა აჩვენოს და მოგებისთვის იბრძოლოს. თუ “მანჩესტერ სიტი” გუნდურად ითამაშებს, შანსი გვექნება.

ჯო ჰარტის სეივი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, პირველ რიგში, სრულიად ზედმეტი პენალტი ავიკიდეთ. საჯარიმო მოედანზე ემოციები უნდა ვაკონტროლოთ. მოგერიებული პენალტი შანსს გვინარჩუნებს. 1:3 დამარცხების შემთხვევაში, სიტუაციის შემოტრიალება ძალზედ რთული იქნებოდა”, – პელეგრინის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.

 

პელეგრინი: “მილნერი ტრავმირებულია, ბონი დებიუტისთვის მზადაა”

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარს დიდი სურვილი აქვს გუნდის ძვირადღირებული ახალწვეული, უილფრიდ ბონი სასტარტო შემადგენლობაში იხილოს.

“ქალაქელებმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 32 მილიონის სანაცვლოდ ფერადკანიანი შემტევი, უილფრიდ ბონი დაიმატეს, მაგრამ აფრიკის თასის გამო, იგი ვერ ახერხებდა კლუბში თამაშს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელის დებიუტი “ნიუკასლის” წინააღმდეგ შედგება.

“ბონი მომდევნო მატჩისთვის განაცხადში იქნება. ვნახოთ, სასტარტოში დავაყენებ, თუ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს,”-განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

გარდა ამისა, გუნდს ტრავმირებული ჰყავს ჯეიმს მილნერი, რომელიც მუხლის დაზიანების გამო “ნიუკასლთან” ვერ იასპარეზებს.

სავარაუდოდ, ინგლისელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც გამოტოვებს, “ბარსელონას” წინააღმდეგ.

პელეგრინი: “დიეგო კოსტა უნდა შეიცვალოს”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი თვლის, რომ დიეგო კოსტას დისკვალიფიკაცია ინგლისის პრემიერლიგის XXIII ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მეტოქე გუნდის ძალაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას არ იქონიებს.

“ამ ადამიანს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მძიმე ხასიათი. იმედი მაქვს, ეს დისკვალიფიკაცია მასზე დადებით გავლენას მოახდენს. ის უნდა შეიცვალოს. დიდი გუნდები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ არიან დამოკიდებულნი. “ჩელსიში” არიან სხვა მოთამაშეებიც, რომელთაც დიეგო კოსტას ჩანაცვლება შეუძლიათ”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს AFP.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ლივერპულთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დიეგო კოსტამ მერსისაიდელთა ნახევარმცველ ემრე ჯანს ფეხზე დააბიჯა, რის გამოც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

“ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

 

პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელისა და მოთამაშის ვინაობა ცნობილია

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ინგლისის პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, იგი „ქუინს პარკ რეინჯერსის“ ფორვარდ ჩარლს ოსტინს გადაეცა.

გასულ თვეში ოსტინმა ხუთი გოლი გაიტანა, „ვესტ ბრომვიჩთან“ ანგარიშით 3:2 მოგებულ მატში კი ჰეთთრიკი გაიფორმა.

პელეგრინის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პირველობის ექვსი მატჩი ჩაატარა და ხუთ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა, ერთი თამაში კი ფრედ დაასრულა. 21 ტურის შემდეგ „ქალაქელები“ მეორე ადგილს იკავებენ და პირველ საფეხურზე მყოფ „ჩელსის“ 2 ქულით ჩამორჩებიან.

პელეგრინი: ,,აგუერო გუნდს ერთი თვე დააკლდება”

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ პრესასთან განაცხადა, რომ სერხიო აგუერო გუნდს ერთი თვე დააკლდება.

ამჟამად, პრემიერ ლიგაში არგენტინელ ფეხბურთელს 14 გოლი აქვს გატანილი. გუნდის მწვრთნელმა პრესასთან განაცხადა, რომ აგუერო გუნდს 18 იანვარს, ,,არსენალის” წინააღმდეგ დაეხმარება.

,,გუნდს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები – ჯეკო, აგუერო, იოვეტიჩი და კომპანი. ეს ორი უკანასკნელი ფეხბურთელი შემდეგ კვირისთვის გუნდს შეუერთდება. ჯეკო და აგუერო კი იანვრის თვის მეორე ნახევარში მოახერხებენ გუნდის დახმარებას”.

ასევე ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,,სიტი”  ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს,  ფრენკ ლამპარდის შენარჩუნებას აპირებს. ამის შესახებ პელეგრინიმ განაცხადა: ,, ლამპარდი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, იგი გუნდში დარჩება,” –  განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

პელეგრინი: “დეკემბერი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

“მანჩესტერ სიტის” თვაკაცმა მანუელ პელეგინიმ “კრისტალ პელასთან” გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთამ ისაუბრა.

“ჩემპიონობის ბედი ამ თვეში არ წყდება, თუმცა კარგი შანსების შესანარჩუნებლად დეკემბერში მოწინავე პოზიციებზე უნდა იყო.ზედზიედ მოგებული მატჩების შემდეგ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ.

“კრისტალ პელასი” კარგი გუნდია. ამიტომ, სამი გოლის გატანა ჩვენთვის მისაღები შედეგია. მომენტებს ბურთის კონტროლის ხარჯზე ვფლობდით” – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.