ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ მიუნხენის “ბაიერნის” თავკაც ხოსეპ გვარდიოლას დამსახურებაზე ისაუბრა.
“გვარდიოლამ ააწყო და თავკაცობდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბებს.
“ბარსელონამ” არამხოლოდ მოიგო ყველა შესაძლო ტიტული, არამედ ესპანეთის ნაკრებს თავისი ფეხბურთელებით მისცა შესაძლებლობა, რომ ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი მოეგო. გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიისთვის ბევრი რამ გააკეთა. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა საუკეთესოდ სხვა ვინმეს ვთვლი”, – ლიპის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.