ბელინელიმ პირადი რეკორდი კვლავ გააუმჯობესა

„სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მარკო ბელინელიმ ერთ მატჩში თავისი შედეგიანობა გააუმჯობესა. „ნიუ-იორკ ნიქსთან“ შეხვედრაში იტალიელმა მოთამაშემ თავის ანაგრიშზე 32 ქულა ჩაიწერა.

ნიუ-იორკელებთან თამაშში მარკომ 33 წუთი ითამაშა. 16 ეპიზოდიდან მან 12 გამოიყენა. გარდა ამისა, მან 6 სამქულიანი ბურთიც ჩააგდო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბელინელიმ პირადი რეკორდი დაამყარა

ხუთშაბათს, „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ მატჩის დროს, „სან-ანტონიო სპურსის“ უკანახაზელმა მარკო ბელინელიმ ახალი პირადი რეკორდი დაამყარა. იტალიელმა მოთამაშემ აღნიშნულ შეხვედრაში 28 ქულა დააგროვა, რის შესახებაც The Associated Press-ი იტყობინება.

„უორიორსთან“ ბელინელიმ 29 წუთი ითამაშა და 10 მომენტიდან 16 გამოიყენა. ამასთან ერთად, ოთხი 3-ქულიანიდან მან ხუთის გამოყენება მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პოპოვიჩი: „ბელინელის ბოლომდე არ აფასებენ“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარმა მწვრთვნელმა გრეგ პოპოვიჩმა გუნდის ახალწვეული, იტალიის ნაკრების ლიდერი მარკო ბელინელი შეაფასა.

„თავის დროზე, მანუ ჯინობილიმ დამიმტკიცა, რომ მართალი არ ვიყავი და მისთვის დრო უნდა მიმეცა. ვფიქრობ, მარკოს შემთხვევაშიც იგივე მოხდება. მანუ და ბელინელი ერთმანეთს ჰგავენ. ჩემი აზრით, მარკოს ბოლომდე არ აფასებენ. ვგრძნობ, რომ ჩვენ სათამაშო სქემას იგი საკმაოდ სწრაფად მოერგება. მას განსაკუთრებული თვისება აქვს – ნებისმიერ დროს ბელინელის თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლია“, – განუცხადა გამოცდილმა სპეციალისტმა San Antonio Express-News-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი