მწვრთნელი ადასტურებს: “ვან გინკელი “ჩელსის” იანვარში დატოვებს”

ლონდონური “ჩელსის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა, ადრიან ლი ვივაშმა პრესასთან საუბრისას მარკო ვან გინკელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იანვარში “სტემფორდ ბრიჯს” იჯარის წესით დატოვებს.

“მარკოს მუხლთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა ჰქონდა. სეზონის დაწყებამდე ის არენდით აყვანილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობდა, ჩვენ გუნდს კი რამდენიმე კვირის წინ შემოუერთდა. მცირე პროგრესი უკვე იგრძნობა.” – განაცხადა “ჩელსის” 23-წლამდელთა გუნდის თავკაცმა.

“მას მეტი სათამაშო დრო და ვარჯიში ესაჭიროება. იანვარში ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს და გადავა კლუბში, სადაც მას სათამაშო პრაქტიკა არ დააკლდება. როგორც ეს აქამდე მოხდა.” – აღნიშნა ვივაშმა.

ვან გინკელის ტრავმა სერიოზული არ არის

„მილანის“ ნახევარმცველმა მარკო ვან გინკელმა თავის ტრავმაზე ისაუბრა.

„საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არ მაქვს. იმედია, უახლოეს კვირაში გამოვჯანმრთელდები.

„მილანს“ ჩემი შეძენა დიდი ხნის წინ სურდა და კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რათა ტრანსფერი შემდგარიყო. მოთამაშისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, იტალიური ფეხბურთი მიხდება. „მილანი“ დიდებული კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩემპიონთა ლიგაზე არ ვთამაშობთ“, – განაცხადა ბელგიელმა.

მარკო ვან გინკელის საშინელი ტრავმა

24 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე, “სვინდონმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა ჰოლანდიელმა მოთამაშემ, მარკო ვან გინკელმა საშინელი ტრავმა მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, მას სეზონის დარჩენილი ნაწილი მთლიანად გაუცდეს