ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დემიჩელისს ბრალად ფსონების გაკეთება დასდო

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ სიტის” მცველ მარტინ დემიჩელისს ბრალად დისციპლინის დარღვევა დასდო.

კერძოდ, არგენტინელ ფეხბურთელს ბრალად ედება 2016 წლის 22 იანვრიდან 28 თებერვლამდე პერიოდში საფეხბურთო მატჩებზე ფსონების გაკეთება. დემიჩელისმა 12-ჯერ დაარღვია ასოციაციის შესაბამისი წესი.

მარტინ დემიჩელისმა ბრალდებას 6 აპრილამდე უნდა უპასუხოს.

 

”მანჩესტერ სიტიმ” დემიკელისი დაიმატა

გუშინ, 32 წლის არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი მანჩესტერში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ”სიტისთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი.

”მანჩესტერ სიტის” ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებმა 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ახალ გუნდში სახმრეთ ამერიკელი 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აქედან გამომდინარე, დემიკელისი მანუელ პელეგრინის უკვე მესამე გუნდში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გამოცდილ სპეცილისთან ერთად იგი თავის დროზე ”რივერ პლეიტში” მოღვაწეობდა, ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ მისი თავკაცობით ”მალაგაშიც” გამოდიოდა.

ალექსანდრე მატევოსოვი