დემიკელისი ფსონების დადებისთვის დააჯარიმეს

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ „მანჩესტერ სიტის“ მცველი მარტინ დემიკელისი 22,058 ფუნტით დააჯარიმა და ფეხბურთელი გააფრთხილა.

FA-ს ოფიციალური საიტის მიხედვით, ამის მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან ფსონების დადებაა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იუწყება, რომ მიმდინარე წლის 22 იანვრიდან 28 თებერვლამდე არგენტინელი ფეხბურთელი ერთ-ერთ საბუკმეკერო კომპანიაში ფსონებს დებდა.

„მანჩესტერ სიტიმ“ დემიკელისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინელ მცველ მარტინ დემიკელისთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა.

მოქმედი ხელშეკრულება მხარეებმა 2016 წლის ზაფხულამდე გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი მანჩესტერულ კლუბში 2013 წელს გადაბარგდა. სხვადასხვა წელს ვეტერანი „რივბერ პლეიტის“, მიუხნენის „ბაიერნის“, „მალაგასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი იყო.

მარტინ დემიკელისმა “მანჩესტერ სიტის” ვარჯიშზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ ვარჯიშზე მარტინ დემიკელისმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

”მანჩესტერ სიტიმ” დემიკელისი დაიმატა

გუშინ, 32 წლის არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი მანჩესტერში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ”სიტისთან” კონტრაქტს მოაწერა ხელი.

”მანჩესტერ სიტის” ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებმა 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. ახალ გუნდში სახმრეთ ამერიკელი 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აქედან გამომდინარე, დემიკელისი მანუელ პელეგრინის უკვე მესამე გუნდში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გამოცდილ სპეცილისთან ერთად იგი თავის დროზე ”რივერ პლეიტში” მოღვაწეობდა, ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ მისი თავკაცობით ”მალაგაშიც” გამოდიოდა.

ალექსანდრე მატევოსოვი