“ატალანტამ” შკრტელის დამატებიდან სამი კვირის შემდეგ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა

მარტინ შკრტელმა ბერგამოს “ატალანტას” რიგები დატოვა. კლუბმა 34 წლის სლოვაკ ფეხბურთელს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაუწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შკრტელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, კერძოდ კი გულთან გარკვეული პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ სლოვაკი “ატალანტაში” მიმდინარე წლის 9 აგვისტოს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თუმცა იტალიური გუნდის რიგებში ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოასწრო.

ჯერარდი შკრტელს “რეინჯერსში” ეპატიჟება

სლოვაკმა მცველმა მარტინ შკრტელმა კარიერა შესაძლოა, შოტლანდიაში, კერძოდ კი გლაზგოს “რეინჯერსში” გააგრძელოს, რომელსაც სათავეში სტივენ ჯერარდი უდგას.

როგორც მოგეხსენებათ, შკრტელი და ჯერარდი “ლივერპულში” შვიდი წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. სლოვაკი მცველის გადაბირების ინიციატორი სწორედ ინგლისელი სპეციალისტი გახლავთ.

მხარეებმა მოლაპარაკების პირველი ეტაპი უკვე გამართეს.

შეგახსენებთ, რომ მარტინ შკრტელი დღესდღეობით თურქული “ფენერბაჰჩეს” ღირსებას იცავს. 34 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მარტინ შკრტელი “ფენერბაჰჩეში” ითამაშებს

“ლივერპულის” მცველი მარტინ შკრტელი კარიერას თურქეთში გააგრძელებს. კერძოდ, სლოვაკი ფეხბურთელი “ფენერბაჰჩეში” ითამაშებს.

მარტინ შკრტელი უკვე სტამბულში იმყოფება, სადაც ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ ტრანსფერში “ფენერბაჰჩემ” შვიდი მილიონი ევრო გაიღო.

მარტინ შკრტელმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

აგენტი: “ლივერპულიდან” შკრტელის წასვლის ალბათობა 90%-ია”

“ლივერპულის” მცველის, მარტინ შკრტელის აგენტმა კაროლ კსონტომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი დიდი ალბათობით “ენფილდს” დატოვებს.

“შკრტელით “ბეშიქთაშია” დაინტერესებული, თუმცა ეს ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც მის მიმართ ინტერესს იჩენს. გადაჭრით ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ მარტინი სხვა გუნდში გადავა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: “ლივერპულიდან” შკრტელის წასვლის ალბათობა 90 პროცენტია”, – ციტირებს სლოვაკი ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ მარტინ შკრტელი “ლივერპულის” ღირსებას 2008 წლიდან იცავს.

შკრტელი “ინტერში” არ გადავა

“ლივერპულის” მცველ მარტინ შკრტელის აგენტმა კაროლ კსონტომ განაცხადა, რომ სლოვაკი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს მილანის “ინტერში” არ გადავა.

“შკრტელსა და “ინტერს” შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. ისინი მართლაც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა შემდგომ განხილვამდე საქმე არ მივიდა. მარტინი “ლივერპულში” დარჩება”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ შკრტელი “ლივერპულში” 2008 წლიდან თამაშობს.

 

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია შკრტელს

“ლივერპულის” მცველი მარტინ შკრტელი სამმატიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში მერსისაიდულ გუნდსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შოირს გამართული მატჩის (1:2) ბოლო ეპიზოდში სლოვაკმა მცველმა განზრახ ფეხზე დააბიჯა სტუმართა კიპერ დავიდ დე ხეას. “ლივერპულს” დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ გაუსაჩივრებია.

ამრიგად, მარტინ შკრტელი ლონდონის “არსენალთან”, “ნიუკასლ იუნაიტედთან” და “ჰალ სიტისთან” გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

 

კოლო ტურე: „წარმატების საიდუმლო გუნდურ სულშია“

„ლივერპულის“ მცველი კოლო ტურე მიიჩნევს, რომ „წითლების“ კარგი სტარტის მიზეზი გუნდური სულისკვეთებაა. პრემიერლიგის სამი ტურის შემდეგ, მერსისაიდელები სატურნირო ცხრილს სამი გამარჯვებით ლიდერობენ.

„გუნდური სულისვეთებით ყველაფრის მოგება შეიძლება. ინდივიდუალობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდური სული უპირველესია. ცალკეულ ფეხბურთელებს ერთი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, თუმცა ჩემპიონობისთვის აუცილებელია ერთ მუშტად შეკვრა“, – ციტირებს კოლო ტურეს სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ლივერპულის“ დაცვის ცენტრში კოლო ტურე-დანიელ აგერის დუეტი ჩამოყალიბდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე სეზონში „ენფილდროუდელებს“ გოლი ჯერ არ გაუშვიათ, ისინი საკმაოდ საიმედოდ თამაშობენ. კოლო ტურე თამაშით ამტკიცებს, რომ პენსიაზე გასული ჯეიმი კარაგერის შეცვლა შეუძლია, თუმცა ბრენდან როჯერს ახალი პრობლემა გაუჩნდა. ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა, დაცვის ხაზში მარტინ შკრტელი მოქმედებდა, რადგან კოლო ტურეს ტრავმა აწუხებდა. სლოვაკმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და ტურეს მიანიშნა, ძირითად შემადგენლობაში ადგილს ასე ადვილად ვერ დაიბევებო. საინტერესოა, როგორ წარიმართება სეზონის განმავლობაში შკრტელი-ტურეს მიკროდუელი და ვინ დარჩება საბოლოოდ გამარჯვებული.

„თუ გინდა, რომ იყო წარმატებული, გუნდურად უნდა იმუშაო. ჩვენ ვართ ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს – ტიტულების მოგება და ისე თამაში, როგორც შეგვიძლია.
როდესაც ვერ თამაშობ, თანაგუნდელების მხრიდან მხარდაჭერა გჭირდება. უნდა იგრძნო, რომ შენს უკან ისინი არიან.
შკრტელმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფანტასტიურად ითამაშა და საერთოდაც, გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ეს გუნდური სულისკვეთებისთვის ძალიან კარგია“, – დაასრულა კოლო ტურემ.

ბექა დოგრაშვილი