მარტინო: “სამწუხაროა, რომ დი მარიას “რეალიდან” წასვლა მოუწია”

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტიომ ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ნახევარმცველმა მადრიდული კლუბი დატოვა და “მანცესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

“სამწუხარაო, რომ დი მარიას “რეალიდან” წასვლა მოუწია, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ცვლის. ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელმაც კარიერის გასაგრძელებლად რთული გზა აირჩია” – განაცხადა მარტინომ.

მიმდიანრე სეზონშ დი მარიამ პრემიერლიგის 26 მატჩი მიიღ მონაწილეობა და 3 გოლთა ერთად 10 საგოლე პასიც შეასრულა.

მარტინო: “მესი დისკომოფრტს გრძნობს”

ეკვადორის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ არგენტინელთა დამრიგებელმა, ხერარდო მარტინომ მესის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის ლიდერმა, შესაძლოა, დღევანდელი შეხვედრაც გამოტოვოს. შეგახსენებთ, დაზიანების გამო მესის სავადორთან მატჩში არ უთამაშია. 

“მესი ტრავმირებული არ არის, თუმცა ბუცების ჩაცმის დროს ის დისკომფორტს გრძნობს. ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს, თუმცა ჩვენ მოთამაშეების ჯანმრთელობით გარისკვის უფლება არ გვაქვს” – განაცხადა მარტინომ.

მარტინო: “ტიტულის ბედი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო “გრანადასთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“საჩემპიონო ტიტულის ბედი ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული, თუმცა გუნდმა დღს ყველაფერი გააკეთა. კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

ჩემპიონთა ლიგაში და პრიმერაში განცდილი მარცხების შემდეგ, გუნდის მდგომრეობა დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს ოთხშაბათს გასამართ თასის ფინალზე გავლენას არ მაოხდენს. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ” – ამბობს მარტინო.

მარტინო: “რეალთან მატჩი ჩვენი უკანასკნელი შანსია”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ “კლასიკომდე” ერთი დღით ადრე საკუთარი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

“რეალთან მატჩი ჩვენთვის უკანაკსნელი შანსია. კლასიკოს შემდეგ 9 თამაში გვრჩება და ჩამორჩენის აღმოფქვრა ძალიან ძნელი იქნება.

ხვალინდელ მატჩში მთავარია ბურთზე კონტროლი მოვიპოვოთ და “რეალს” სივრცეები მაქსიმალურად შევუზღუდოთ. განსაკუთრებით ეს კრიშტიანუ რონალდუს ეხება”- განაცხადა მარტინომ.

მორიგი კლასიკო ხვალ, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მარტინო აგუეროს, გიუნდოგანის და თურანის ყიდვას ითხოვდა

ესპანურ პრესაში გავრცდელდა ინფორმაცია, რომ ოქტომბერში ხერარდო მარტინო “ბარსელონას” ხელმძღვანელობისგან აგუეროს, გიუნდოგანის და არდა თურანის ყიდვას ითხოვდა.

ამ ტრიოს გარდა, მარტინოს სიაში ასევე იყვნენ ნევენ სუბოტიჩი, სანტიაგო ვერხინი, დორია და ფილიპე ლუისი. თუმცა, ბარსას ბოსებმა არცერთი თხოვნა არ გაითვალისწინეს.

 

მარტინო “ბარსელონას” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარიტონო კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ესპანური პრესის ცნობით სპეციალისტმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ბოლო დროს კლუბის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო, მარტინოს ბევრი აკრიტიკებს. გულშემატკივართა უმრავლესობა კი, თამაშის ხარისხით უკმაყოფილოა. მარტინომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტო ვილანოვა შეცვალა და განაცხადა, რომ გარკვეულ ცვლილებების შეტანას აპირებდა “ბარსას” თამაშში, თუმცა კატალონიური კლუბის ფილოსოფიას არ შეცვლიდა.

 

მარტინო: “ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ბაიერნია”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი მარტინო თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი შანსი მიუნხენის “ბაიერნს” აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმაც და კატალონიელებმაც 1/8 ფინალის პირველ შეხვედრებში ინგლისურ კლუბებს სტუმრად ერთნაირი ანგარიშით მოუგეს.

“ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი “ბაიერნია”. ამ ეტაპზე თასის მოგების ყველაზე კარგი შანსი სწორედ მათ აქვთ. გვარდიოლას გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს” – განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს “ბარსელონა” სწორედ “ბაიერნთან” დამარცხდა.

მარტინო: “თასის ფინალში კარს პინტო დაიცავს”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს თქმით, ესპანეთის თასისი ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კატალონიური კლუბის კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს.

“თავის დროზე უკვე ვთქვი, რომ თასის გათამაშებაში კარს პინტო დაიცავს, და ეს ფინალშიც ასე იქნება” – განაცხადა მარტინომ.

შეგახსენებთ, რომ ესპანური ფეხბურთის ორი გრანდის დაპირისპირება ვალენსიაში, სტადიონ “მესტალიაზე” 19 აპრილს გაიმართება.

ნეიმარი დაშავდა

“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი “ხეტაფესთან” სათასო დაპირისპირების პირველ ტაიმში დაშავდა. ბრაზილიელი 28-ე ალექსის სანჩესმა შეცვალა.

მატჩის შემდეგ მარტინომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“სავარაუდოდ ნეიმარი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მაგრამ, საბედნიეროდ ჩვენი ეჭვები არ გამართლდა და ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა. გაცილებით უარესს ველოდით. ნეიმარის დაბრუნების თარიღს მალე შეგატყობინებთ” – განაცხადა მარტინომ.

მარტინო: მესი კარგ ფორმაშია, საუკეთესო კი ფაბრეგასი იყო

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

კატალონიურმა გრანმა “ხეტაფეს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

“ხეტაფეს შეეძლო და უნდა გაეტანა კიდეც. ამ გუნდმა შესძლო და მატჩი გაგვირთულა. მაგრამ გამარჯვება ნამდვილად დამსახურებულია და რიგ ეპიზოდებში ჩემმა ფეხბურთელებმა იდეალურთან მიახლოებული თამაში აჩვენეს. საუკეთესო მოედანზე ფაბრეგასი იყო. რაც შეეხება მესის, ის კარგ ფორმაშია და ამას მისი დუბლიც ადასტურებს” – განაცხადა მარტინომ.

მარტინო: “ბარსელონამ” მოგება უნდა გააგრძელოს

“აიაქსთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მის გუნდს ლამაზად მოგება სურს.

“ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით. არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობთ, შინ თუ გარეთ. ნებისმიერი მოწინააღმდეგესთან “ბარსელონას” მიზანი გამარჯვება და ლამაზი ფეხბურთის ჩვენებაა.” – ამბობს მარტინო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი “აიაქსი” – “ბარსელონა” 26 ნოემბერს “ამსერდამ არენაზე” გაიმართება.

მესი: მარტინო ნამდვილი ფენომენია

ესპანურ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, ლიონელ მესიმ ხერარდო მარტინოსთვის ქების სიტყვები არ დაიშურა.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა როგორც პროფესიონალურ, ასევე მარტინოს ადამიანურ თვისებებსაც.
“მარტინო ნამდვილი ფენომენია როგორც ადამიანი და ფეხბურთის სპეციალისტი. მე თვალს ვადევნებდი მის კარიერას პარაგვაის ნაკრებში და “ნიუელს ოლდ ბოიზში”. მარტინომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როდესაც ის “ბარსაში” მოვიდა” – ამბობს ლიონელ მესი.