ალეგრი: “პოგბა ფიორენტინასთან ითამაშებს”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასზე გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

“კოპა იტალია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის მოგებას ვეცდებით,”-განაცხადა ალეგრიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.

“პოგბა ამ მატჩში ითამშებს და სტურარო სათადარიგოთა სკამზე დარჩება. რაც შეეხება ბარცალის, ისე გავაკეთებთ, როგორც მისთვის იქნება უკეთესი. ვიდალს გამთამაშებლის პოზიციაზე ვიხილავთ”.

“შევეცდები, ხვალ ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენო. მორატა სამ დღეში თამაშს მიჩვეული არაა, ამიტომ სხვა რამის მოფიქრება მოგვიწევს. ის პროგრესირებს და მალე ამ რეჟიმსაც მიეჩვევა”.

ალეგრი: “პოგბას და ვიდალის თამაში მათ სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული”

“იუვენტუსთან” მატჩის წინ, მასიმილიანო ალეგრიმ “რომასთან” დაპირისპირებაზე და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

“ორშაბათს იქნება კარგი თამაში, ორ ტექნიკურ გუნდს შორის. “რომას” მსგავსად, ჩვენს გუნდშიცაა მცირეოდენი პრობლემები. ეს თამაშში დიდ გარდატეხას შეიტანს, მაგრამ არა მთავარს”.

25 ტურის შემდეგ, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა 9 ქულაა.

“რომასთან გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება. წინ კიდევ 13 ტურია, ასე რომ, არავინ არაფერი იცის, თუ რა მოხდება მომავალში, სატურნირო თვალსაზრისით”.

დედაქალაქელებთან მატჩის წინ, “იუვენტუსში” დანაკლისია. საეჭვოა არტურო ვიდალისა და პოლ პოგბას თამაში, ანდრეა პირლო ტრავმის გამო იუქმებს.

“ჩვენ უნდა შევამოწმოთ პოლ პოგბასა და არტურო ვიდალის მდგომარეობა. თუმცა, გვყავს მათი შემცვლელები – კლაუდიო მარკიზიო, სტეფანო შტურატო, სიმონე პადოინი. ახლა მნიშვნელოვანი მატჩები გვეწყება, ამიტომაც, საჭიროა ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვიყოთ,”-დაასრულა ალეგრიმ.

ალეგრი: „მატჩი სამართლიანად დასრულდა“

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

„შედეგი სამართლიანია. თუმცა, სათქმელია, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. შესვენების შემდეგ უფრო მეტი შანსი გვქონდა. ვიცით, რომ „ბორუსია“ კარგი გუნდია, მაგრამ ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. კონტრშეტევების გამოყენებაც შეგეძლო. მოგებით მაინც კმაყოფილნი ვართ“, – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.

ალეგრი: “ცუდად ვითამაშეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ჩეზენასთან” გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ცუდად ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს, “ჩეზენამ” “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

“ჩეზენასთან” თამაში ადვილი არასოდესაა. შეიძლება, ითქვას, ცუდად ვითამაშეთ, ამიტომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. მართალია, სკუდეტოსთვის ბრძოლაში, უახლოეს მდევარ “რომას” 7 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ”, – ამბობს ალეგრი.

ალეგრი: “იტალიაში მარცხის აღიარება არ შეუძლიათ”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” გათამაშების ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მსაჯები “იუვეს” დაეხმარნენ, რაზეც მოგვიანებით “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“სასაცილოა. არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება რომ დავიწყოთ, ქაოსს მივიღებთ. როდესაც მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ყველა კმაყოფილია. როდესაც პირიქით ხდება, უთანხმოება წარმოიშვება ხოლმე.

“სამპდორიასთან” გამართული მატჩი მახსენდება, როდესაც არბიტრი ჩვენ საწინააღმდეგოდ ორჯერ შეცდა. შეცდომას ყველა უშვებს: ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და პრეზიდენტებიც და რატომ არ შეიძლება, რომ მსაჯი შეცდეს? დიდებული მატჩის შემდეგ რა საჭიროა სკანდალის მოწყობა?

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ასეთი სანახაობრივი საღამოს გაფუჭებას ცდილობს. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ასეთია იტალიური ფეხბურთი – მარცხს არავინ აღიარებს. თუ არბიტრებს ერთ შეცდომაზე გამოვეკიდებით, მალე აღარავინ იმსაჯებს”, – ალეგრის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

ალეგრი: „მთავარია, რომ „იუვენტუსი“ ლიდერად რჩება“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან პირველ ტაიმში „იუვენტუსმა“ კარგად ითამაშა და უამრავი მომენტი შექმნა. შესვენების შემდეგ გაგვიჭირდა, სულ ბოლოს კი, ბუფონმა ჩინებული სეივი მიითვალა და გუნდი წაგებას გადაარჩინა.

90 წუთის განმავლობაში იდეალური თამაშის ჩვენება რთულია. შანსებს უკეთესად უნდა ვიყენებდეთ.

მთავარია, რომ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე რჩება. რატომ არ გამოვიყვანე პირლო? ჩავთვალე, რომ დამატებითი ფორვარდი გვჭირდებოდა, რომელიც მეტოქეს პრობლემებს შეუქმნიდა“, – განაცხადა ალეგრიმ.

ცნობისთვის, მოგვიანებით „რომამ“ „ჯენოა“ დაამარცხა, რითაც „იუვენტუსს“ ახლა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

იუვენტუსი დაცვის გაძლიერებას აპირებს

“იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრის კლუბში არსებული შემადგენლობით კმაყოფილია, თუმცა დაცვის ხაზის გაძლიერების აუცილებლობას მაინც ხედავს.

“დაცვის ხაზში დამატებითი მოთამაშეები არ გვყავს. ბარძალის დაბრუნების იმედი ყველას გვაქვს. მარტინ კასერესი კი უახლოეს მომავალში გავა მოედანზე.

კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსშია და პრობლემების შესახებ ყველაფერი იცის. ვნახოთ, ვფიქრობ, დეკემბრის ბოლო გარკვეული გეგმები და მონახაზი გვექნება” – განაცხადა ალეგრიმ.

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.

ალეგრი: ”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა”

ტურინის ”იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ”ატლეტიკოსთან” განცდილი მარცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად გვქონდა შესწავლილი, სწორედ ამიტომ ვერ შექმნა მეტოქემ მათ ბევრი მომენტი.”

”ჩემმა გუნდმა მოახერხა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტის შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.”

”ატლეტიკოსთან” თამაში ძალიან რთულია. ისინი, ფაქტობრივად, თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებენ და კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოდ თამაშობენ.”

”გამარჯვებას ვეცადეთ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არაა. მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების გასანეიტრალებლად, ბურთის ფლობას ვცდილობდით, მაგრამ ერთი შეცდომა გაგვეპარა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ალეგრი: “ტევესი ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხარა, რომ მისი აზრით “ბებერი ქალბატონის” ფორვარდი კარლოს ტევესი არგენტინის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს. ტევესს ეროვნულ გუნდში 2011 წლის მერე არ უთამაშია. “ალბისელესტეს” მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ 30 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან და ჰონკონგთან ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის არ გამოიძახა.

“გასული სეზონის მსგავსად ტევესი წელსაც შესანიშანვია. ის ნკრებში გამოძახებას იმსახურებს, თუმცა არგენტინის მთავარი მწვრთნელი მე არ ვარ” – განაცხადა ალეგრიმ.

ტევესი სერიას მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას 4 გატანილი გოლით ლიდერობს.

მასიმილიანო ალეგრი: “გამარჯვება “მილანთან” – ეს არ იყო შურისძიება”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, შეაფასა ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი, სადაც მისმა გუნდმა “როსონერის” სძლია  0-1.

“ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი მატჩი. “მილანი” თავს იცავდა, ჩვენ შევქმენით რამოდენიმე მომენტი რათა ანგარიში გაგვეხსნა, რამდენიმეჯერაც გავრისკეთ რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩს”

“დროთა განმავლობაში ჩვენ მოუმატებთ. კიდევ ბევრია სამუშაო, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი მოთამაშეები აკონტროლებდნენ მთლიანად მატჩს სანამ გოლს გავიტანდით. გუნდმა თავიდან ავიცილა შესაძლო რისკები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”

“მილანში” სამ წელიწადნახევარი გავატარე, დღეს დიდმა ემოციებმა შემიბყრო, გავიხსენე ის დაუვიწყარი მომენტები რაც ამ გუნდთან მაკავშირებს…”

“დღევანდელი გამარჯვება არ იყო შურისძიება. ახლა მე “იუვენტუსის” მწვრთნელი ვარ. “მილანში” ყოფნისას “იუვენტუსთან” ბრძოლაში წავაგე სკუდეტო, მიუხედავად ამისა, გუნდის ხელმძღვანელობამ ტიაგო სილვა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაყიდეს, რამაც გუნდის დასუსტება გამოიწვია”

“მილანში” ჩემი გადასვლა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემს კარიერაში, მე ვამაყობ ამით. მაგრამ ახლა “იუვენტუსში” ვარ და ორიენტირებული ვარ ამ გუნდის გამარჯვებაში. ვფიქრობ რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, ნებისმიერი მწვრთნელი იოცნებებდა “მილანისა” და “იუვენტუსის” გაწვრთნაზე” – განცხადა მასიმილიანო ალეგრიმ

ალეგრი კმაყოფილია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კლუბის სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილია. “ბებერი” ქალბატონის” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ გუნდიდან არტურო ვიდალის გაშვებას არ აპირებდნენ.

“ვიდალი ტრანსფერზე არც ყოფილა. კლუბში მაშინვე მითხრეს, რომ ის დარჩებოდა. “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკა მომეწონა. ტრანსფერები მხოლოდ ტრანსფერებისთვის არ გაგვიკეთებია, ჩვენ ზუსტი შენაძენები გვინდოდა. ეს იყო საკითხისადმი გონივრული მიდგომა. რა თქმა უნდა, მეტიც შეგვეძლო, ვგულისხმობ ისეთი ფეხბურთელის დამატებას, რომელიც გუნდის დონეს კიდევ უფრო აამაღლებდა”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს “სქაი იტალია”.