ალეგრი: “უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ”

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “პარმასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “როსონერის” სტაბილურობა აკლია.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს, “პარმამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დააამარცხა.

“პირველ ნახევარში, მეტოქემ სამი კონტ-შეტევა განახორციელა და ორი გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ “პარმა” სივრცეებს არ გვიტოვებდა, ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ, თუმცა მაინც დავმარცხდით. საწმუხაროა, რომ მეორე და მესამე გოლები დამატებულ წუთებში გავუშით. ვფიქრობ, სტაბილურობა გვაკლია. კონტ-შეტევებისას უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

მატრი? მას ბევრი აკრიტიკებდა და მიხარია, რომ გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება კაკას, ის ნელ-ნელა ფორმაში შედის. იმედი მაქვს, ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ, რაც ნამდვილად წაგვადგება”, – ამბობს ალეგრი.

დიტო ჭიჭინაძე

ალეგრი: „წინ კიდევ უამრავი მატჩი გველის“

მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს პირველი ხუთ ტურში „მილანმა“ მხოლოდ ხუთი ქულის მოპოვება შეძლო. ხვალ, „როსონერი“ ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას გამართავს – შავ-წითლების მეტოქე გენუის „სამპდორია“ იქნება. აღნიშნულ  შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

„წინ რთული მატჩი გველის. „სამპდორიას“ კარგი მწვრთვნელი ჰყავს, თანაც, გუნდი „რომასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურება. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, სჯობს, მასში შობის დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩავიხედოთ, რაგდან კიდევ უამრავი მატჩის ჩატარება მოგვიწევს“, – განაცხადა 46 წლის სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მასიმილიანო ალეგრიმ „მილანი“ გააკრიტიკა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდის გაკრიტიკებას არ მოერიდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. „როსონერიმ“ ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის უკანასკნელ წუთზე მოახერხა.

„მილანი“ ვერ ვიცანი. „ტორინომ“ სრულად გვაჯობა, მეტოქე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ტურინელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, ძალიან გავიხსენით და მათაც კონტრშეტევების წამოწყების საშუალება მიეცათ. კარგად ითამაშეს მათმა თავდამსხმელებმა – ჩერჩიმ და იმობილემ, რომელთაც თავიანთი ტექნიკა და სისწრაფე გამოავლინეს. მადლობა ღმერთს, მატჩის ფრედ დასრულება მოვახერხეთ.
რობინიო ბალოტელისთან შეთამაშებული არ არის. კაკა თავისი იდეალური ფორმისგან შორს არის. გუნდის სათამაშო სისტემაში რაღაც უნდა შევცვალო. დრო მჭირდება, რათა ჩვენს თამაშში ბალანსი დავაბრუნო. ვერც დაცვაში ვთამაშობთ საიმედოდ. ეს მთელ გუნდს ეხება, რომელიც დაცვით ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს. რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ ბალანსი, რადგან ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გლაზგოს „სელტიკს“ ვეთამაშებით“, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს იტალიური პრესა.

ბექა დოგრაშვილი