ნიანგი პრემიერ ლიგაში ითამაშებს

იტალიური მედიის ცნობით, “მილანის” კუთვნილებაში მყოფი მ’ბაიე ნიანგი სეზონის ბოლომდე ბრიტანული “უოტფორდის” ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, სეზონის ბოლოს ინგლისურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. კლუბებმა ნიანგი 18.5 მილიონ ევროდ შეაფასეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებას “ბარნლიც” ცდილობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერში მთავარი როლი “უოტფორდის” თავკაცის, უოლტერ მაცარის ფაქტორმა ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ნიანგი, რომელსაც დეკემბერში 22 წელი შეუსრულდა, “მილანში” “კაენიდან”, 3 მილიონ ევროდ გადაბარგდა 2012 წლის აგვისტოში.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (17 იანვარი)

“სიტი” მზადაა, მესის ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა კატალონიურ “ბარსელონას” სერიოზული წინადადებით მიმართეს – “ქალაქელები” მზად არიან ლეო მესიში სარეკორდო რაოდენობის თანხა, 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. (The Sun)

დიეგო კოშტა “ბარსელონასაც” მოუნდა

პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელები დიეგო კოშტას გადაბირებას აპირებენ. როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფორვარდის დაბრუნების სურვილს ამავდროულად მადრიდული “ატლეტიკოც” გამოთქვამს. (The Independent)

საქართველო

პეპი მეკარის დამატებას აპირებს

პეპ გვარდიოლა კლაუდიო ბრავოს აღარ ენდობა. ბრიტანული პრესის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი გუნდში კიდევ ერთი მეკარის მოყვანას აპირებს. რაც შეეხება ვილი კაბალიეროს, ის “ეტიჰადს” კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებს. (The Gurdian)

“არსენალმა” “მილანის” ფორვარდს დაადგა თვალი

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები უკვე ადგენენ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ სანჩესი “ემირეიტს” დატოვებს. როგორც ცნობილი ხდება, ვენგერი ჩილელის სანაცვლოდ გუნდში “მილანის” შემტევის, მ’ბაიე ნიანგის მოყვანას აპირებს. (Mundo Deportivo)

იანგმა ჩინელებისგან სარფიანი შემოთავაზება მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, რომელმაც ბოლო დროს “კრისტალ პალასის”, “ვესტ ბრომის”, “ბარნლისა” და “უოტფორდის” ხელმძღვანელთა ყურადღება მიიქცია, ჩინური კლუბისაგან საკმაოდ ნოყიერი წინადადება მიიღო. ინგლისური პრესის ცნობით, ჩინური სუპერ ლიგის კლუბი, “სანდუნ ლუნენი” მზადაა, მას წელიწადში 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს ხელფასის სახით, თუ ის აღმოსავლეთში გადაბარგებას დათანხმდება. (The Sun)

ნიანგი ავტოავარიაში მოჰყვა

„მილანის“ თავდამსხმელი მბაიერ ნიანგი გასულ შაბათ-კვირას საავტომობილო ავარიაში მოჰყვა, იუწყება „Football-Italia“. როგორც გაირკვა, ფეხბურთელი ფხიზელი იყო. ავარიის შედეგად, ფეხბურთელმა მხარი და ფეხი დაიზიანა. შემთხვევის სხვა დეტალები და ფეხბურთელების გამოჯანმრთელების თარიღი ამჟამად უცნობია.

მიმდინარე სეზონში მბაიემ სერია ა-ს 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ნიანგმა, შესაძლოა, იჯარით „ვესტ ჰემში“ ითამაშოს

„მილანის“ თავდამხმელი მბაიე ნიანგი, დიდი ალბათობით, შემდეგ სეზონს „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში ჩაატარებს.

ლონდონური კლუბი 19 წლის ფორვარდის იჯარით აყვანას გეგმავს, რის სანაცლოდაც „მილანს“ 300 ათას ევროს გადაუხდის. ამ შემთხვევაში ფრანგის კონტრაქტის სრულიად გამოსყიდვისთვის „ვესტ ჰემს“ შემდგომ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც ცნობილი იტალიური პორტალი „სპორტ მედიასეტი“ ვარაუდობს.

სათქმელია, რომ ამ ყველაფერს თავად ფეხბურთელიც უნდა დათანხმდეს.

ცნობისთვის, განვლილ სეზონში ნიანგმა იჯარით „მონპელიეში“ ითამაშა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნიანგს “მონპელიეში” დარჩენა სურს

იტალიური “მილანის” კუთვნილებაში მყოფი ფეხბურთელი მბაიე ნიანგი აცხადებს, რომ ის “მონპელიეში” თავს კარგად გრძნობს და იქიდან წასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი იანვარში “მონპელიეს” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში, 3 გოლის გატანა მოახერხა.

“იმედი მაქვს, “მონპელიეში” დავრჩები. ეს ჩემი ოჯახია, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ვთქვი, რომ აქ დიდი ხნით დარჩენა მსურდა”, – ამბობს ნიანგი.

მბაიე ნიანგს პატიმრობა მიესაჯა

„მილანის“ თავდამსხმელ მბაიე ნიანგს, რომელიც იჯარის წესით ფრანგულ „მონპელიეში“ თამაშობს, საფრანგეთში მომხდარი ინციდენტის გამო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს 19 წლის ფეხბურთელი „ფერარის“ მარკის ავტომობილით კლუბის ბაზის მახლობლად ხეს შეეჯახა.

პროკურორი 170 საათის განმავლობაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაწევას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ნიანგი რამდენიმე პუნქტით სცნო დამნაშავედ (გადაჭარბებული სიჩქარე, ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარება, ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, შუქნიშანზე წითელი ფერის იგნორირება) და 18 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიმდინარე სეზონში ნიანგმა საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ნიანგი რამის “მილანში” გადასვლას მიესალმება

იტალიური “მილანის” ახალგაზრდა თავდამსხმელი, მბაიე ნიანგი აცხადებს, რომ ის მისი თანამემამულის, ადილ რამის “როსონერიში” გადასვლით ბედნიერია.

“მილანში” უკვე მეორე სეზონს ვატარებ. მართალია, აქ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ფსიქოლოგიურად, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არაფრის მეშინია. ჩვენი მიზანი, იტალიის ჩემპიონატის სამეულში მოხვედრაა. რაც შეეხება ადილ რამის, ის დიდებული მცველია და რა თქმა უნდა, მის “როსონერიში” გადასვლას მივესალმები”, – ამბობს ნიანგი.

უნებლიე შეცდომის შედეგი – ნიანგი ჩემპიონთა ლიგას გამოტოვებს

„მილანის“ დირექტორის, უმბერტო განდინის ერთი შეხედვით უნებლიე შეცდომა კლუბის თავდამსხმელ მბაიე ნიანგისთვის საბედისწერო გამოდგა. ფრანგი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონს გამოტოვებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიურმა კლუბმა საჩემპიონთალიგო განაცხადის „A“ სიაში სტეფან ელ შაარავი შეიყვანა. არადა, 20 წლის იტალიელი ფეხბურთელი „B“ სიაში უნდა აღმოჩენილიყო. აღნიშნულ სიაში ის მოთამაშეები შეჰყავთ, რომლებიც 1992 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაიბადნენ და კლუბში არანაკლებ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობენ. ელ შაარავის „A“ სიაში შეყვანით განაცხადი შეივსო და შემადგენლობაში ნიანგის ადგილი აღარ დარჩა. მილანელთა სამწუხაროდ,  აღნიშნული შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. განდინიმ კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე კი მოიბოდიშა, მაგრამ ბოდიში რომ საქმეს ვეღარ უშველის, ფაქტია.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მილანის“ განაცხადი ასეთია:

მეკარეები: აბიატი, ამელია, კოპოლა;
მცველები: აბატე, ბონერა, კონსტანტი, დე შილიო, მექსესი, სილვესტრე, ძაკარდო, საპატა;
ნახევარმცველები: ბირსა, კრისტანტე, დე იონგი, ემანუელსონი, კაკა, მონტოლივო, მუნტარი, ნოჩერინო, პოლი;
თავდამსხმელები: ბალოტელი, რობინიო, ელ შაარავი, მატრი, პაცინი.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ H ჯგუფში მოხვდა. კლუბის კალენდარი ასეთია:

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი: „მილანი“-„სელტიკი“

სამშაბათი, 1 ოქტომბერი: „აიაქსი“-„მილანი“

სამშაბათი, 22 ოქტომბერი: „მილანი“-„ბარსელონა“

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი: „ბარსელონა“-„მილანი“

სამშაბათი, 26 ნოემბერი: „სელტიკი“-„მილანი“

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი: „მილანი“-„აიაქსი“

ბექა დოგრაშვილი