კევინ-პრინს ბოატენგი და მელისა სატა ერთმანეთს 2011 წლის ოქტომბერში შეხვდნენ, გასული წლის ივლისის თვეში კი ნიშნობა ჰქონდათ. მელისა იტალიელი მოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ, რომელიც ბოსტონში დაიბადა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, სატას რაფაელ ბენიტესთან ერთად იტალიურ ტელეარხ „მედიასეტზე“ საფეხბურთო შოუ „ტიკიტაკა“ მიჰყავს.
მიმდინარე წლის აპრილში მელისა მაიამიში იყო, რითაც პაპარაცებმა ისარგებლეს და იტალიელ მოდელს საინტერესო ფოტოები გადაუღეს.
სატა ფედერიკო ნარჯისთან ერთად – ალესანდრო მატრის მეორე ნახევარი.
მელისას სხეულზე ბევრი ტატუ აქვს – ვარსკვლავები, იეროგლიფები და ა.შ.
ბოატენგამდე მელისა კრისტიან ვიერის ხვდებოდა.
Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მელისამ განაცხადა: „ბოატენგის ხშირი ტრავმიანობის მიზეზი ის გახლავთ, რომ მას კვირაში 7-10-ჯერ აქვს სექსი“.
ადვილი გასაგებია, რატომ არ უყვართ „მილანის“ ფანებს მელისა – „როსონერის“ ქომაგები სერიოზულად ადანაშაულებდნენ სატას იმაში, რომ ის ბოატენგს საფეხბურთო კარიერას უნგრევდა.