ლეონარდი: „სან-ანტონიოს“ მოსამატებელი აქვს“

„სან-ანტონიო სპურსის“ ფორვარდი კავაი ლეონარდი „მემფის გრიზლისთან“ პლეიოფის პირველ ორ მატჩში გამარჯვების შემდეგ თვლის, რომ მის გუნდს კიდევ უფრო ძლიერად თამაში შეუძლია. სერიის მეორე მატჩი პოპოვიჩის გუნდმა ანგარიშთ 94:68 მოიგო.

„ბოლომდე ბრძლაა საჭირო. თამაშში უნდა ვუმატებდეთ. ამჯერად „სან-ანტონიოს“ საკმაოდ ბევრი დაკარგვა ჰქონდა. „მემფისი“ აქცენტს სიძლიერეზე აკეთებდა. ისინი არ ნებდებოდნენ, ამიტომ კიდევ უნდა მოვუმატოთ, ჩვენი მეტოქე NBA-ს გუნდია“, – ციტირებს ლეონარდს „ESPN“.

„კლიპერსმა“ სტივენსონი ჯეფ გრინზე გაცვალა

როგორც „ტვიტერზე“ „იაჰუ სპროტსის“ მიმომხილველმა მარკ სპირსმა დაწერა, „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ უკანახაზელი ლენს სტივენსონი „მემფის გრიზლისში“ გაცვალა და, კომპენსაციის სახით, უნივერსალური ფორვარდი ჯეფ გრინი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სტივენსონი კალიფორნიაში „შარლოტ ჰორნეტსიდან“ გადაბარდგდა, თუმცა დოკ რივერსის გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა – საშუალოდ, 15,8 წუთში მისმა მონაგარმა 4,7 ქულა და 2,5 მოხსნა შეადგინა.

გრინმა, რომელიც აქამდე რივერსთან „ბოსტონ სელტიკსში“ მუშაობდა, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 53 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი საშუალო მაჩვენებელი 29,1 წუთში 12,2 ქულა და 4,5 მოხსნაა.

კრის პოლი „მემფისთან“, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს

„მემფის გრიზლისთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ გამთამაშებლის კრის პოლის მონაწილეობა დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა, რის შესახებაც „ტვიტერზე“ თავის მიკრობლოგზე „Orange County Register“-ის მიმომხილველი დენ ვოიკე წერს. პოლმა ტრავმა „გოლდენ სტეიტთა უორიორსთან“ მატჩის ბოლოს მიიღო, რის გამოც „ჰიუსტონ როკეტსთან“ შეხვედრა გამოტოვა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დაზიანება სერიოზული არ უნდა ყოფილიყო.

მიმდინარე სეზონში 30 წლის პოლის საშუალო მონაგარი სათამაშო დროის 32 წუთში 17 ქულასა და 8,2 გადაცემას შეადგენს.

„მემფისი“ „ოკლაჰომა“ და „დალასი“ ერთი მოთამაშისთვის იბრძვიან

როგორც ESPN-ის ჟურნალისტმა მარკ სტეინმა თავისი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაწერა, „მემფის გრიზლისის“, „ოკლაჰომა-სიტი თანდერისა“ და „დალას მავერიკსის“ ხელმძღვანელები ფორვარდ მაიკლ მილერის შეძენით დაინტერესდნენ.

ამავდროულად, სათქმელია, რომ მილერის ერთ-ერთ ამ კლუბში გადასვლა შესაძლებელი მხოლოდ იმკ~ შემთხვევაში იქნება, თუ ის „პორტლედ ტრეილ ბლეიზერსთან“ კონტრაქტს გაწყვიტავს.

35 წლის მილერი „პორტლენდში“ „კლივლენდ კავალიერსიდან“ გადავიდა. გასულ სეზონში „კავალიერსში“ მან 61 მატჩი ჩაატარა. რეგულარულ ჩემპიონატში მისმა საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 14 წუთში 2,1 ქულა და 1,8 მოხსნა შეადგინა, ხოლო პლეიოფში 7 წუთში მან 1 ქულა და 1,1 მოხსნა მიითვალა.

ჯეფ გრინმა „მემფისში“ დარჩენა გადაწყვიტა

„იაჰუ სპორტსი“ „მემფის გრიზლისის“ ფორვარდის ჯეფ გრინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც წყარო წერს, კალათბურთელმა არსებულ კონტრაქტში ერთ-ერთი პუნქტის გამოყენება გადაწყვიტა, რომლის მიხედვით, კოტნრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.

2015/16 წლების სეზონში გრინი ხელფასის სახით 9,2 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გრინი „მემფისს“ იანვარში შეუერთდა.

გასოლმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა

„მემფის გრიზლისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით დრამის მოწყობას არ ვაპირებ. ყველაფერს კარგად განვიხილავ და გადაწყვეტილებას მივიღებ. მემფისთან ბევრი რამ მაკავშირებს, აქ საუბარი არამხოლოდ კალათბურთზეა. 2001 წლიდან აქ ჩემი ნამდვილი ოჯახი იმყოფება“, – ციტირებს გასოლს ESPN-ი.

გასოლი: „გოლდენ სტეიტი“ ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა“

„მემფის გრიზლისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის სერიის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა.

„ვფიქრობ, თამაშში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. „გრიზლისი“ „გოლდენ სტეიტზე“ ძლიერი ვერ აღმოჩნდა. იმედია, შემდეგ შეხვედრაში ყველაფერი გამოგვივა. უპირატესობის მოსაპოვებლად უკეთესი სტილით უნდა ვთამაშობდეთ“, – ციტირებს ესპანელს ESPN-ი.

ცნობისთვის, „მემფისმა“ ანგარიშთ 86:101 წააგო, გასოლმა კი ხსენებულ მატჩში 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

გასოლმა სეზონში მეორე დაბლ-დაბლი შეასრულა

„მემფისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა „პორტლენდთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის მეხუთე მატჩში დაბლ-დაბლი შეასრულა. ხსენებულ შეხვედრაში ესპანელის მონაგარმა 26 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი და 2 ბლოკშოთ შეადგინა. ჯამში გასოლმა 38 წუთის განმავლობაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „დათვების“ გამარჯვებით 99:93 დასრულდა, რითაც მათ სერია 4:1 მოიგეს.

„ჰიუსტონის“ გულშემატკივარმა ბურთი ცენტრიდან ჩააგდო და 25 ათასი დოლარი მოიგო (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეტსი“ – „მემფის გრიზლისის“ მატჩის შესვენებისას „ჰიუსტონის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ბურთი ცენტრიდან ჩააგდო, რისთვისაც 25 ათასი დოლარი მიიღო.

მარკ გასოლი: „მემფისი ჩემთვის ბევრს ნიშნავს“

„მემფის გრიზლისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა კლუბში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„კლუბი და ქალაქი მემფისი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აქედან წასვლა ძალიან გამიჭირდება. მომავლის შესახებ კონკრეტულად რამის თქმა არ შემიძლია, ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ.

შესაძლოა, ყველაფერი მიმდინარე სეზონში „გრიზლისის“ შედეგებმა გადაწყვიტონ, თუმცა პლეიოფში ამაზე არ ვიფიქრებ“, – ციტირებს გასოლს „USA Today Sports“-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი კალათბურთელით „ნიუ-იორკ ნიქსი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „სან-ანტონიო სპურსი“ ინტერესდებოდნენ.

„მემფისი“ გასოლის შენარჩუნებას ცდილობს

„მემფის გრიზლისის“ ხელმძღვანელობას ცენტრ მარკ გასოლთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

„დიახ, გასოლთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ვგეგმავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მემფისი არც ლოს-ანჯელესია და არც მაიამი და ჩვენი კლუბის ისტორია იმდენად დიდებული არაა. მაგრამ, ასეა თუ ისე, მარკის დონის მოთამაშის შენარჩუნებას მაინც შევეცდებით“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა კრის უოლესმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მქომედი კოტნრაქტი მხარეებს 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.

მაიკლ ბიზლი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ფორვარდმა მაიკლ ბიზლიმ „მემფისის“ სამწვრთნელო ბანაკი დატოვა და ჩინეთში გაემგზავრა, სადაც უახლოეს დროში „შანხაისთან“ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ, თავად მოთამაშის აგენტზე დაყრდნობით, „იაჰუს“ მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს.

2008 წლის დრაფტის მეორე ნომერმა ეროვნულ საკალათბურთ ასოციაციაში ექვსი სეზონი ჩაატარა. სხვადასხა წელს იგი „მაიამი ჰიტის“, „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „ფინიქს სანსის“ ფერებს იცავდა. განვლილ სეზონში „ჰიტის“ რიგებში ფორვარდის საშუალო მონაგარმა 7,9 ქულა და 3,1 მოხსნა შეადგინა.