არნემის „ვიტესის“ მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუს ბიზნესმენ ალექსანდრ ჩიგრინსკის მიჰყიდა. ჩიგრინსკი 2010 წლიდან ჟორდანიას ფინანსურ პარტნიორად ითვლებოდა, რუსი ბიზნესმენი ლონდონის „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირია.
„უკვე ვთქვი, რომ ჩიგრინსკი გვერდში მიდგას „ვიტესის“ აქციათა ყიდვის დღიდან. ახალ დონეზე გადასასვლელად „ვიტესმა“ ნაბიჯი უნდა გადადგას. ვფიქრობ, დადგა დრო, კლუბის აქციათა პაკეტი გავყიდო“, – ციტირებს ჟორდანიას სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა „დე ტელეგრააფი“.
„ვიტესს“ ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-6 პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერ „ტვენტეს“ 2 ქულით ჩამორჩება.