ჰოლანდიური პრესის ცნობით მერაბ ჟორდანიამ სასამართლოს მიერ 17 ივნისს დაკისრებული საზოგადოებისთვის სასარგებლო იძულებითი სამუშოს შესრულება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ “ვიტესის” ყოფილი მფლობელი მერაბ ჟორდანია კლუბის დირექტორს იოსტ დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა, რის გამოც დე ვიტმა მას სასამართლოში უჩივლა.
ჟორდანიამ ახალ საქმიანობას ტვიტერში პოსტი მიუძღვნა:
“ჩემი საზოგადოებრივი საქმე ძალიან მომწონს. ირგვლივ კარგი ხალხია, პროფესიონალები, არცერთი კლოუნი და სულელი. თითების მოჭრაც კი არ მოგინდება არავისთვის”