დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 აგვისტო

“მანჩესტერ სიტი” ობამეიანგის შეძენას შეეცდება

Le10Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტიმ” ალექსის სანჩესის დამატება ვერ მოახერხა, კლუბი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გაბონელი ფეხბურთელის შეძენა ძალიან უნდა.

“ბორუსიამ” იოზილს დაადგა თვალი

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები გუნდში ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის დამატებას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Mirror ადასტურებს.

როგორც იცით, ბუნდესლიგაში მოთამაშე გრანდის ხელმძღვანელებს უსმან დემბელეს შეცვლა სურთ, რომელიც ახლახან გადაბარგდა კატალონიურ “ბარსელონაში”.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, მადრიდის “რეალის” უელსელი თავდამსხმელის, გარეტ ბეილის ტრანსერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Don Balon-ის ცნობით, პრემიერ ლიგაში დაბრუნება ბეილს ძველი დიდების დაბრუნებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ გზად მიაჩნია, რომელიც ამ დროისთვის არც თუ ისე კარგად გამოიყურება “ბლანკოსის” რიგებში.

“ლივერპულმა” კოუტინიო მოარჯულა

ბრიტანული პრესის ცნობით, ფილიპე კოუტინიო შეეგუა იმ აზრს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლივერპული” მას არ გაყიდის მიუხედავად კარიერის კატალონიაში გაგრძელების დიდი სურვილია.

თუმცა, ბრაზილიელი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ 2018 წლიდან სწორედ “კამპ ნოუზე” დაბანაკდება.

რეშფორდი სუარესის შემცვლელად?

Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში მარკუს რეშფორდის დამატებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ახალგაზრდა ინგლისელ შემტევში, რომლის გადაბირებაც შესაძლოა, 200 მილიონიც კი დაუჯდეთ, ლუის სუარესის გრძელვადიან შემცვლელს ხედავენ.

პსჟ მბაპეში 180 მილიონს იხდის

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა “მონაკოსთან” ფრანგი შემტევის, კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.ამ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს The Times-ზე დაყრდნობით.

ტრანსფერის ღირებულება 180 მილიონი ევროთი იქნება განსაზღვრული და მბაპე “პსჟ”-სთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

დრაქსლერმა იოზილი “პარის სენ-ჟერმენში” მიიწვია

იულიან დრაქსლერმა ლონდონის “არსენალის” ვარსკვლავს, მესუტ იოზილს პრემიერ ლიგის დატოვებისა და ლიგა 1-ში გადმოსვლისაკენ მოუწოდა.

“არის ერთი ფეხბურთელი, რომლის ხილვაც ჩემს გუნდში მსურს, მაგრამ მეშინია, ამას რამე სირთულე არ მოჰყვეს – ძალიან მინდა იოზილი ჩემს აქ თამაშობდეს.

მჯერა, რომ მას მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში. თუ ის აქ გადმოვა, მას დიდი სიამოვნებით მიიღებენ,” – აცხადებს დრაქსლერი, რომელმაც ახლახან დატოვა გერმანული “ვოლფსბურგი”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ იოზილმა წლევანდელ სეზონში 9 გოლისა და 7 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა საკუთარ აქტივში.

არსენ ვენგერი: “ერთი კვირაა, იოზილი თვალითაც არ მინახავს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც “მეთოფეებს” მათი ერთ-ერთი ლიდერის, მესუთ იოზილის გარეშე უწევთ თამაში.

“ერთი კვირაა, რაც იოზილი თვალითაც არ მინახავს.” – ასეთი განცხადება გააკეთა ფრანგმა სპეციალისტმა “ბორნმუთთან” გამართული მატჩის წინ, რომელიც ფრედ, 3-3 დასრულდა.

“ბევრი სულაც არ მიფიქრია, როდესაც ის განაცხადს მიღმა დავტოვე. იოზილი კვლავ საწოლში წევს.

ის ჩვენთვის ხელმისაწვდომი არც ახლა არის და არამგონია, მომდევნო მატჩში შეძლოს ჩვენი დახმარება.” – დაამატა ვენგერმა, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგაში მომდევნო მატჩს 14 იანვარს, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ გამართავს.

“არსენალის” ფანებმა ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლონდონის “არსენალის” გულშემატკივრებმა ალექსის სანჩესი, “მეთოფეთა” საუკეთესო გოლეადორი (2016/17 წლების სეზონში) ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ლონდონელთა ჩილელმა შემტევმა ხმების 54.7 პროცენტი დააგროვა და თავისი მთავარი კონკურენტები, ოლივიე ჟირუ და მესუთ იოზილი დამაჯერებლად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესმა “ბორნმუთთან” მოგებულ მატჩში (3-1) თავი დუბლის შესრულებით გამოიჩინა, რითიც არსენ ვენგერის გუნდის სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მეორე პოზიცია ოლივიე ჟირუმ დაიკავა 26.2 პროცენტით, მესამე – მესუთ იოზილმა, რომელმაც “ლუდოგორეცს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

მესუთ იოზილი: “ამ “არსენალს” ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხება შეუძლია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელ ნახევარმცველს, მესუთ იოზილს სჯერა, რომ მის გუნდს ყველა რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ ინგლისის ჩემპიონი გახდეს.

“ჩვენ ნებისმიერი სხვა გუნდის დამარცხებისთვის საჭირო უნარი გაგვაჩნია, რის დამტკიცებასაც სწორედ ამ სეზონში ვაპირებთ.” – განუცხადა გერმანელმა Arsenal Player-ს.

“ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, იმდენი ქულა უნდა ავიღოთ, რამდენიც შესაძლებელია და დიდ გუნდებთან ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს “ჩელსისთან” გავაკეთეთ.

სხვებს არ უნდა ვუყუროთ. ჩვენს თავზე უნდა ვიმუშავოთ და თუ ყველა თამაშის მოგებას მოვახერხებთ, ჩემპიონობა თავისით მოვა.” – დაამატა მან.

მესუთ იოზილი: “მარჯვენა ფეხი ჩემი მთავარი სისუსტეა”

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა თავის სისუსტეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარჯვენა ფეხით თამაში უჭირს.

“თუ გინდა, რომ როგორც ფეხბურთელი წინ წახვიდე, შენს სისუსტეებზე ყოველდღიურად უნდა იმუშაო. ” – განაცხადა მან კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში.

“რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად ნიჭიერიც უნდა იყო. თუმცა ფაქტია, რომ უნაკლო არავინაა და სწორედ ამ ნაკლების გამოსწორებაა მთავარი. მაგალითად მთავარი სისუსტე ავიღოთ: მე მემარცხენე ვარ, ამიტომაც მარჯვენა ფეხზე მიწევს მუშაობა.

საკუთარი თავის სრულყოფა პრემიერ ლიგისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგანაც აქ თითოეულ მატჩს და თითოეულ მომენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.”

ექს-“არისტოკრატი”: “იოზილი პრემიერ ლიგის ყველაზე გაპიარებული ფეხბურთელია”

ლონდონური “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა მცველმა, ჯეისონ ქანდიმ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, როდესაც მესუთ იოზილს პრემიერ ლიგის ყველაზე ზედმეტად შეფასებული ფეხბურთელი უწოდა.

“ამას საჯაროდ არ ვამბობ, მაგრამ ვთვლი, რომ “არსენალის” მესუთ იოზილი ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია პრემიერ ლიგაში.” – განაცხადა “არისტორკატთა” ტელევიზიაში მომუშავე ქანდიმ.

“გასულ კვირას იძულებულნი გავხდით მისთვის თავი დაგვეხარა, რადგანაც მან ბულგარელ ფერმერების კარში ლამაზი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, “არსენალმა” 2-0-დან მოგება რომ მოახერხა? ვინ ჯანდაბაა “ლუდოგორეცი”, რომელთა მარცხიც ასეთ მნიშვნელობას უნდა ატარებდეს?”

იოზილი: “რონალდუ საუკეთესოა, მან მე უკეთეს ფეხბურთელად მაქცია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელის დახმარებით, ის უკეთესი ფეხბურთელი გახდა.

“მისნაირი ფეხბურთელი მეორე არ მინახავს. გასახდელში ის პირველია, გასვლისას კი ბოლო. მისი პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა, ის საბრძოლველად ყოველთვის მზად არის, მაშინაც კი, თუ საქმე მხოლოდ ვარჯიშს ეხება.

რონალდუს გვერდით თამაშით ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მან უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. ის კარგი პიროვნება და კარგი მეგობარია.

რა თქმა უნა, მე მას ძალიან ბევრი საგოლე გადაცემა გავუკეთე! ორ საგოლე გადაცემას თუ გავუკეთებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ორივე მათგანს გოლად აქცევდა.” – განაცხადა გერმანელმა.

“არსენალის” ფანები “უოტფორდთან” მატჩის შემდეგ: “ნუ დაგვტოვებ მესუთ!”

“მეთოფეებისთვის” წლევანდელი სეზონი ფაქტიურად ჩავარდნილია: კლუბი გამოეთისა ლიგის თასისა და ასოციაციის თასისთვის ბრძოლას. დიდი ალბათობით ხვალ ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდება. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, აქ მათი შანსები მინიმალურია.

ამ ყველაფერმა კი გულშემატკივართა განრისხება გამოიწვია, რომლებიც ვენგერის გაშვებას ითხოვენ. ზოგი მათგანი კი მაქსიმალურად სცდილობდა გული მოელბო მესუთ იოზილისთვის.

“არსენალის” ფანების გარკვეულმა ნაწილმა მესუთ იოზილის მანქანა შეაჩერეს და გერმანელ ფეხბურთელს სთხოვეს, რომ ინგლისური კლუბი არ დაეტოვებინა:

“რეალს” იოზილის შესაძლო ტრანსფერში ექსკლუზიური უფლება ენიჭება

მადრიდის “რეალს” ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ მესუთ იოზილის შესაძლო ტრანსფერის განხორციელებაში სხვა კლუბებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა “სამეფო კლუბსა” და “მეთოფეებს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის თანახმადაც, თუ ლონდონელები იოზილის გაყიდვას გადაწყვეტენ, მადრიდელებს 48-საათიანი ვადა მიეცემათ იმისთვის, რომ ტრანსფერი განახორციელონ. გარდა ამისა, თუ რომელიმე ესპანური კლუბი იოზილის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის, თანხის 33 პროცენტი “რეალის” ბიუჯეტის სასარგებლოდ დაირიცხება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ მესუთ იოზილი 2015 წლის გერმანიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

იოზილმა ზიდანთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას დიდი გამოხმაურება მადრიდული კლუბის ყოფილი მოთამაშეებისგანაც მოჰყვა. მათ შორის „არსენალის“ ამჟამინდელი ნახევარმცველი მესუთ იოზილია, რომელმაც სოციალურ ქასელ „ინსტაგრამზე“ ზიდანთან თასით ხელში გადაღებული სურათი ატვირთა და ზიზუს წარმატებაც უსურვა.

„ეს კარგი გადაწყვეტილებაა! მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ახლა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელია. ყველაფერი საუკეთესო ზიზუს“, – დაწერა მესუთმა.

ვენგერი იოზილით კმაყოფილია

„ბორნმუტთან“ ანგარიშთ 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ნახევარმცველი მესუთ იოზილი შეაქო.

„შაბათის მარცხის შემდეგ ფეხბურთელები თავდაჯერებულები არ იყვნენ, დღეს თამაშში ჩართვა დიდი ხნის განმავლობაში გვიჭირდა, მაგრამ შემდგომ მომენტები შევქმენით. ასეთი წაგების შემდეგ მთავარი ქულების კიდევ ერთხელ არდაკარგვა იყო.

არაერთხელ მითქვამს, რომ იოზილის თამაშში რაღაც ახალი გამოჩნდა. ის სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, მესუთი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს BBC.