მიკა რიჩარდს “მანჩესტერ სიტი” პელეგრინის გამო დაუტოვებია

იტალიური “ფიორენტინას” ახალწვეულმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტი” დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გამო დატოვა. 26 წლის ინგლისელი მცველი ამბობს, რომ ჩილელი სპეციალისტის თავკაცობის პერიოდში მას საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

“გადამწყვეტი მომენტი “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართული მატჩი იყო. ანგარიშით 0:2 ვაგებდით. არ მინდა, ეს წარუმატებლობა ვინმეს დავაბრალო, თუმცა ყველა ხედავდა, რომ იმ მატჩში ნორმალურად ვთამაშობდი. ამის მიუხედავად, პელეგრინიმ ჩემი და ჯეკ როდუელის შეცვლა გადაწყვიტა. მაშინ მივხვდი, რომ განტევების ვაცი ვხდებოდი.

კი ბატონო, “სიტის” რიგებში ყოველთვის კარგად არ ვთამაშობდი, თუმცა ასეთი შემთხვევა მანამდე არასდროს მომხდარა. ეს უცნაური და არაბუნებრივი სიტუაცია იყო. მივხვდი, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მწვრთნელი ჩემით კმაყოფილი მაინც არ დარჩებოდა. ის მიხსნიდა, რომ ტრავმის მოშუშების არ სურდა, დაეჩქარებინა მოედანზე ჩემი დაბრუნება. თუმცა, მე არც პრემიერლიგის და არც ჩემპიონთა ლიგის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია. ინგლისის თასზე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მაინც არ გავეყვანე მოედნიდან. აი, ამ შემთხვევის შემდეგ მისდამი ნდობა დავკარგე”, – რიჩარდსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსი “ფიორენტინაში” იჯარის წესით თამაშობს.

 

მიკა რიჩარდსი „ლივერპულში“?

„მანჩესტერ სიტის“ მცველი მიკა რიჩარდსი კარიერას, სავარაუდოდ, „ლივერპულში“ გააგრძელებს. ბრიტანული „მეტროს“ ცნობით, „ქალაქელთა“ თავკაცი მანუელ პელეგრინი 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელის კლუბიდან გაშვებას დათანხმდა.

კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალური ვარიანტი „ლივერპულია“. რიჩარდსის მიმართ ინტერესს „ინტერი“ და „მილანიც“ იჩენენ.

მიკა რიჩარდსმა მიმდინარე სეზონში ყველა ჩემპიონატში ერთად მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა. ინგლისელ ფეხბურთელს დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა.

 

მიკა რიჩარდსი, შესაძლოა, „მილანში“ ვიხილოთ

ევროპულმა პრესამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერ სიტის“ მცველი მიკა რიჩარდსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს.

ერთ-ერთ კლუბად, რომელსაც „ქალაქელთა“ მცველის გადაბირების შანსები აქვს „მილანი“ სახელდება. მოგეხსენებათ, „შავ-წითლებს“ დაცვის ხაზში პრობლემები აქვთ, შესაბამისად, გამორიცხული არ არის მათ რიჩარდსთან კონტრაქტი გააფორმონ.

25 წლის მცველის ტრანსფერის ალბათობაც ისიც ზრდის, რომ მანჩესტერული კლუბის შემადგენლობაში მას თამაში არც თუ ისე ხშირად უწევს, რის გამოც მას მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრების ნაკლები შანსი აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი