არტეტამ საკუთარი გვერდიდან ყველა ის ფოტო წაშალა, რომელიც “არსენალს” უკავშირდებოდა

ლონდონის “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა, მიკელ არტეტამ “ინსტაგრამის” გვერდიდან ყველა ის ფოტო გააქრო, რომელიც ლონდონურ გრანდში ყოფნის დროს იყო გადაღებულია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა “მეთოფეთა” რიგები გასული სეზონის ბოლოს დატოვა, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურა. არტეტა “არსენალის” მეტოქეთა ბანაკში გადაბარგდა, სადაც მან პეპ გვარდიოლას დამხმარე მწვრთნელის სტატუსი მოიპოვა.

არტეტამ კარიერა დაასრულა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ კარიერა დაასრულა.

“რთულია გაჩერება, მაგრამ კარიერის დასრულების დრო დადგა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მივედი იმ დასკვნამდე, რომ მოედანზე გუნდის წარსადგენად იმდენად კარგ ფორმაში აღარ ვარ.

ამას უნდა შევეგუო. ფეხბურთს დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. პატიოსნად ვამბობ, არსენ ვენგერზე გაბრაზებული არ ვარ.

შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დავიწყო. სამი შემოთავაზება მაქვს, თუმცა კლუბების დასახელებისგან თავს შევიკავებ”, – ციტირებს არტეტას სიტყვებს “გარდიანი”.

 

არტეტა: “ამ მარცხმა შოკში ჩამაგდო”

ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში ლონდონის “არსენალი” შინ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. “მეთოფეთა” ნახევარმცველი მიკელ არტეტა თვლის, რომ დაფიქსირებული შედეგი, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, უსამართლოა.

“შოკში ვარ. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, ამიტომ შედეგს უსამართლოდ მივიჩნევ. როგორ ავხსნი შეხვედრის ასეთ მიმდინარეობას? ვერაფრით ავხსნი. პირველ გაშვებულ გოლს უიღბლობას ვაბრალებ, ამან მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. გოლი სწორედ იმ დროს გავუშვით, როდესაც თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით”, – ციტირებს არტეტას სიტყვებს football365.

 

არტეტა არსენალთან გაახანგრძლივებს

32 წლის ესპანელი ნახევარმცველი მიკელ არტეტა ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს.

იმ შემთხვევაში თუ ესპანელი 2015/16 წლის სეზონებში მატჩების ოპტიმალურ რაოდენობას ჩაატარებს ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, არტეტა ლონდონურ კლუბში “ევერტონიდან” 2011 წელს 10 მილიონ გირვანქად გადაბარგდა და დედაქალაქური გუნდის ღირსება 100 შეხვედრაში დაიცვა, რომლებშიც 14-ჯერ შეძლო გოლის გატანა.

არტეტა „სუონსისთან“ არ იქნება

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა იმ მოთამაშეებზე ისაუბრა, რომლებიც მის გუნდს „სუონსისთან“ უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარებიან.

„არტეტა შეხვედრას გამოტოვებს. მას კუნთების მცირე პრობლემა აქვს და მალე გამოჯანმრთელდება. მიკელი სანაკრებო პაუზამდე უნდა გამოკეთდეს.

უილშირი, რომელმაც „ნდერლეხტთან“ ვერ ითამაშა, უკვე რიგზეა და შემადგენლობაში გამოვა“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

არტეტამ ტრავმა მიიღო

“არსენალის” კაპიტანი მიკელ არტეტა “ბეშიქთაშთან” გამართულ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაშავდა.

ინგლისური პრესის ცნობით 32 წლის არტეტა ორ კვირას იუქმებს. დღეს, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც მდგომარეობის შესახებ ზუსტ ცნობებს მისცემს სამედიციონო შტაბის წევრებს.

ტრავმის გამო არტეტა საკუთარ გუნდს “ევერტონთან” და “ბეშიქთაშთან” ვერ დაეხმარება.

 

ვინ გახდება “არსენალის” ახალი კაპიტანი?

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” ახალი კაპიტანი მიკელ არტეტა გახდება. შეგახსენებთ, რომ გუნდის კაპიტნის სამკლავური ამ დრომდე ტომას ვერმალენს ეკუთვნის, რომელიც “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა.

ვიცე-კაპიტანი, სავარაუდოდ, პერ მერტეზაკერი გახდება, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე სწორედ არტეტას შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ მიკელ არტეტაც და პერ მერტეზაკერიც “არსენალის” ღირსებას 2011 წლიან იცავენ.

 

არტეტა: „იოზილი გვაკლდა“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ „ნიუკასლთან“ მოგებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს წინა შეხვედრებში მესუთ იოზილი აკლდა.

„იოზილი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. როდესაც იგი ტრავმირებული იყო, ძალიან გვაკლდა. მიმდინარე სეზონში ბევრმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვა. მიხარია, რომ იოზილი ახლა კვლავ ჩვენთან არის და კარგ ფეხბურთს აჩვენებს“, – განაცხადა ესპანელმა შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

არტეტა: „პირველი ტაიმის შემდეგ ვენგერი ყველაფერს ამტვრევდა“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ „ლივერპულთან“ ანგარიშით 5:1 წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენ სამი დღე გვაქვს, რათა შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავოთ. პირველ ადგილზე დაბრუნება შეგვიძლია, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. მე-20 წუთისთვის ორი გოლი გავუშვით, რაც კატასტროფის ტოლფასი იყო.

პირველი ტაიმის შემდეგ არსენ ვენგერი განრისხებული იყო. ეს ნორმალურია, რადგან აღნიშნულ მატჩში საშინლად ვთამაშობდით. ვენგერი ყველაფერს ამტრევდა, ასეთ მდგომარეობაში იგი არასდროს მინახავს.

დიდი კლუბებისგან ორი ასეთი მარცხი უკვე განვიცადეთ. ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა ამ თამაშისგან განსხვავდებოდა, თუმცა ცუდად „სიტისთან“ მატჩშიც ვითამაშეთ“, – განაცხადა ესპანელმა შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულთან“ წაგების შედეგად, „არსენალმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი ადგილი დაკარგა. ამჟამად „მეთოფეები“ 55 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსან „ჩელსის“ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლივერპულმა არსენალი გაანადგურა

დღეს ენფილდზე ლივერპულმა ლონდონის არსენალი მოულოდნელად 5-1 გაანადგურა ლივერპულიდან 2 გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა ასევე 2 გოლით დაგვამახსოვრა თავი მართინ შკრტელმა რომლისგანაც დუბლს არავინ ელოდა ერთი გოლი კი დანიელ სტარიჯმა გაიტანა რომელმაც უკვე 15 გოლს მოუყარა თავი წლევანდელ სეზონში,არსენალიდან ერთ გოლი მიკელ არტეტამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაქვითა.

ამ წაგებით არსენალმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და პირველი ადგილი თანაქალაქელ ჩელსის დაუთმო,ლივერპულმა კი არსენალთან 5 ქულამდე შეამცირა სხვაობა.

სეზონის ყველაზე უსამართლო წითელი ბარათი არტეტას უჩვენეს

26 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “არსენალის” ნახევარმცველს, მიკელ არტეტას მსაჯმა ძალიან უსამართლო წითელი ბარათი უჩვენა.