ელ შაარავიმ „მონაკოში“ პირველი გოლი გაიტანა

თავდამსხმელმა სტეფან ელ შაარავიმ „მონაკოს“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 17 ივლისს მონაკოელებმა „პსვ ეინდჰოვენთან“ ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც ანგარიშით 2:1 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ელ შაარავი „მონაკოს“ მიმდინარე კვირის დასაწყისში შეუერთდა. ახალ კლუბში ის იჯარით ითამაშებს.

კონდოგბიამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც „მილანს“ „ინტერი“ ამჯობინა

„ინტერის“ ახალწვეული, ნახევარმცველი ჯოფრი კონდოგბია „მილანში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში „ნერაძური“ აირჩია. ბოლო ინტერვიუში „მონაკოს“ ექს-ფეხბურთელმა თავისი არჩევანის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

„მილანთან“ მოალაპრაკება მქონდა, მაგრამ ადრიანო გალიანისთვის თანხმობა არ მიმიცია. „მილანი“ უკეთეს ხელფასს მთავაზობდა, მაგრამ ყველაფერი მანჩინის ფაქტორმა გადაწყვიტა. კლუბებმა სიტუაციის შესახებ კარგად იციან. ფინანსური თვალსაზრისით, „მილანის“ წინადადება უკეთესი იყო.

მანჩინისგან ის გავიგონე, რისი გაგონებაც მსურდა. ბევრი მოთამაშე ახალ კლუბში თავს ცუდად სწორედ იმის გამო გრძნობს, რომ მწვრთნელს არ ესაუბრება. მე კი მანჩინისთან დიალოგი მქონდა, რამაც გადაწყვეტილებაზე იმოქმედა“, – განაცადა ფრანგმა.

ოფიციალურად: ელ შაარავი „მონაკოში“ გადადის

„მილანის“ თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს.

22 წლის ფეხბურთელმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მონაწილესთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, რაც კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

„ელ შაარავის რამდენიმე სეზონის განმავლბოაში მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება დაუგროვდა. თანაც, მას დიდი მომავალი აქვს. ვთვლით, რომ „მონაკოში“ ტრანსფერი სტეფანს ნიჭის სრულიად გამომჟღავნებაში დაეხმარება“, – განაცხადა „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.

განვლილ სეზონში ფარაონმა „მილანის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების მაისურით სტეფანმა ჯამში 13 შეხვედრაში ითამაშა.

“მილანი” ელ შაარავის “მონაკოში” უშვებს

მხარეები იტალიელი თავდამსხმელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდნენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, 22 წლის შემტევი, შტეფან ელ შაარავი კარიერას “მონაკოში” გააგრძელებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას კვირას გაივლის.

ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 15-18 მილიონი დაუჯდება, ხოლო ბონუსებით 20 მილიონამდე.

ოფიციალურად: “ატლეტიკომ” “მონაკოს” ნახევარმცველი დაიმატა

იანიკ ფერეირა-კარასკო კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

21 წლის ბელგიელმა “ატლეტიკოსთან” ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “ლეიბებს” მისი ტრანსფერი 15 მილიონი და დამატებითი ბონუსები დაუჯდათ.

ფერეირას დავალება “ბარსელონაში” გადასული არდა თურანის შეცვლაა. დიეგო სიმეონეს გუნდში ნიკოლას გაიტანის დამატებაც სურდა, თუმცა არგენტინელმა ნახევარმცველმა ესპანეთის ბრინჯაოს პრიზიორებში გადასვლა იუარა.

“ატლეტიკოს” ახალწვეულმა, ლიგა 1-ის გასულ სეზონში, 33 მატჩი ჩაატარა, სადაც ექვსი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა მიითვალა.

„მონაკო“ მარიო გომესით დაინტერესდა

„ფიორენტინას“ თავდამსმხელმა მარიო გომესმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს, რის შესახებაც „სქაი სპორტსი“ საუბრობს. წყაროს ინფორმაციით, 29 წლის გერმანელი „მონაკოს“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ კლუბს, სავარაუდოდ, თავდამსმხელი დიმიტარ ბერბატოვი დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გომესით ასევე „შახტარი“, „გალათასარაი“, „ბორუსია“, „სუონსი“, „ნიუ-იორკ რედ ბულსი“ და „ნიუ-იორკ სიტი“ ინტერესდებიან

განვლილ სეზონში ფეხბურთელმა იტალიის სერია ა-ში 20 მატჩი ჩაატარა, რომლეშიც 4 გოლი გაიტანა.

მორატიმ კონდოგბიას ტრანსფერი რონჯალდოს ტრანსფერს შეადარა

„ინტერის“ ყოფილი მფლობელი მასიმო მორატი „ნერაძურიში“ „მონაკოს“ თავდამსხმელის ჟოფრი კონდოგბიას ტრანსფერს ეხმაურება.

„ტოხირს ვულოცავ. კონდოგბია მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ის ახალგაზრდაა და მომავალზე ფიქრობს. მისი ტრანსფერი რონალდოს ტრანსფერეს მაგონებს. მაშინ ვიცოდით, რომ ჩემპიონს ვიფორმებდით.

ტოხირმა ტრანსფერთან დაკავშირებით ჩემი აზრი მკითხა. მე მას ვუთხარი, რომ ეს კარგი შენაძენია“, – ციტირებს მორატის „კორიერე დელო სპორტი“.

შეგახსენებთ, რომ კონდოგბიას სანაცვლოდ „ინტერმა“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა. ფეხბურთელს ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მილანში ის ყოველწლიურად 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

“ინტერის” პრეზიდენტი: “კონდოგბიამ შესაძლოა, იაია ტურეს აჯობოს”

 

გალიანი კონდოგბიას სატრანსფერო ფასს ასახელებს

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მის კლუბს „მონაკოს“ ნახევარმცველის ჯოფრი კონდოგბიას დამატება გაუჭირდება.

„ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციამ იმატა, რამაც მისი სატრანსფერო ფასიც გაზარდა. ახლა მისი მინიმალური ფასი 35 მილიონი ევროა. გამორიცხული არ არის, თანხა 40 მილიონამდე გაიზარდოს. თავად კონდოგბია კონტრაქტის გაფორმებისთვის, სავარაუდოდ, ერთ მილიონ ევროს მოითხოვს“, – განაცხადა გალიანიმ.

ცნობისთვის, „მილანის“ გარდა, კონდოგბიასთვის ასევე „ინტერი“ იბრძვის.

ფალკაო საიჯარო კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს

“მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს.

დასავლეთლონდონური კლუბი კოლუმბიელ ფეხბურთელთან საიჯარო კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” სეზონის ბოლოს 50 მილიონ ევროდ ფალკაოს გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში რადამელ ფალკაომ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“არსენალმა” “მონაკოს” ნახევარმცველისთვის 18 მილიონი გაამზადა

“მეთოფეები” ამ ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “არსენალი” სერიოზულად ინტერესდება “მონაკოს” ახალგარდა ჰავბეკით, ჯეფრი კონგდობიათი.

ლონდონელებმა უკვე გაამზადეს ტრანსფერისთვის 18 მილიონი ფუნტი, თუმცა ფრანგებს ახალგაზრდა შემტევში 25 მილიონის მიღების იმედი აქვთ.

ერთი დღით ადრე, კონგდობიასადმი ინტერესი “ინტერმა” გამოამჟღავნა.

ფალკაო ამჟამად მომავალზე არ ფიქრობს

თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარის შემდეგ „მონაკოში“ დაბრუნდა, ჯერ არ იცის, თუ სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან. ფეხბურთელის თქმით, მას მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ფიქრი სურს, რომელიც სულ მალე ჩილეში დაიწყება.

„მაქვს თუ არა „მონაკოში“ მომავალი? ამჟამად მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ვფიქრობ. ჩემ გარშემო ბევრი ჭორია, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ. ყველა ამ საკითხით ჩემი აგენტია დაკავებული“, – განაცხადა ფალკაომ.

იხილეთ ასევე: ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლა უნდა

“მონაკო”: მიზანი – 2-3 სეზონში ჩემპიონობა

ფრანგული კლუბის ფინანსები შემცირდა, მაგრამ მფლობელის ამბიციები კვლავ მაღალია.

გასულ წელს, “მონაკოს” რადამელ ფალკაოს და ხამეს როდრიგესის გაშვება მოუწია. აღებული ფული კი ახალგაზრდა ფეხბურთელებში დახარჯეს. მომავალში, გუნდი არ აპირებს ათეულობით მილიონების დახარჯვას ვარსკვლავებისთვის.

“ჩვენ არ ვაპირებთ დიდი ფულის დახარჯვას, მაგრამ ფალკაოს “ატლეტიკოში” დაბრუნება ფინანსურად ძალიან წაგვადგება. შემიძლია ვთქვა, რომ “მონაკო” ამბიციებს ინარჩუნებს. პრეზიდენტს სურს, 2-3 სეზონში ჩემპიონები გავხდეთ,”-განაცხადა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ვადიმ ვასილიევმა.

ბოლო ტურის წინ, “მონაკო” მესამე ადგილზეა და ინარჩუნებს შანსს, მოხვდეს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.