მბაპეს 10-ნომრიან მაისურს იოვეტიჩი მოირგებს? (ფოტო)

სტეფან იოვეტიჩის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, იოვეტიჩი ამიერიდან კარიერას “მონაკოს” რიგებში გააგრძელებს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აწ უკვე წაშლილ პოსტში ნათქვამი იყო, რომ “ინტერის” ფეხბურთელი 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა, რომელიც “პარი სენ-ჟერმენის” სამიზნის, 180 მილიონ ევროდ შეფასებული კილიან მბაპეს საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონთა რიგები ბერნარდო სილვამ, ბენჟამინ მენდიმ და ტიმუე ბაკაიოკომაც დატოვეს, თუმცა ჟარდიმის გუნდი მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურება და ლიგა 1-ის სამი მატჩიდან სამივე მოიგო.

კილიანი გუნდს დაუბრუნდა – მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა?

ლიგა 1-ის ეგიდით, “მარსელის” წინააღმდეგ გასამართი მატჩამდე “მონაკოს” რიგებში გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან.

როგორც იცით, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა მბაპეს ლიგა 1-ის ბოლო ორ მატჩში თამაშის უფლება არ მისცა, რადგანაც ის თამაშისთვის 100 პროცენტით მზად არ იყო (ფსიქოლოგიურად), დღეს კი ის კვლავ დაბრუნდა განაცხადში.

18 წლის ფეხბურთელი “მარსელთან” გასამართი მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რაც მისი 150-მილიონიანი ტრანსფერის შანსებს ამცირებს.

გეტყვით იმასაც, რომ ჟარდიმის 20-კაციან განაცხადში ფაბინიოც მოხვდა.

ჟარდიმი: “მბაპეს უთამაშებლობა? ჩვენ მას არ ვსჯით, უბრალოდ ვიცავთ”

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდ ჟარდიმმა მბაპეზე ისაუბრა, რომელიც ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩსაც გამოტოვებს, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონი “მეცთან” გამართავს.

“კილიანი 100 პროცენტით მზად არ არის. ცუდ ფორმაშია. მსგავსი რამ 18 წლის ბავშვისაგან მოსალოდნელია, მის თავს ძალიან ბევრი რამ ტრიალებს. ჩვენ მას არ ვსჯით, პირიქით, ვიცავთ, რაც ასეთ დროს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თქვენს შემთხვევაშიც ასეა (ჟურნალისტები), თუ რომელიმე გაზეთი 15-ჯერ მეტ ხელფასს შემოგთავაზებთ, ნამდვილად გაგიჭირდებათ შემოთავაზებაზე ფიქრისას სიახლეების წერა,” – აცხადებს ჟარდიმი.

ვიეტოს ტრანსფერზე სამი კლუბი მუშაობს

Sky Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “სამპდროიას” ხელმძღვანელები “ატლეტიკოსთან” ლუსიანო ვიეტოს ტრანსფერის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” კუთვნილებაში მყოფი ახალგაზრდა ტალანტი არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომას და მზადაა, “ვანდა მეტროპოლიტანო” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დატოვოს.

23 წლის არგეტნინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე “სამპდორიას” გარდა “ვილიარეალი” და “მონაკოც” მუშაობს.

გასულ სეზონში ვიეტო “სევილიაში” თამაშობდა არენდის წესით. პრიმერას 21 მატჩში მან 6 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით შეძლო თავის გამოჩენა.

Marca: მბაპე “პარი სენ-ჟერმენში” 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა

ესპანური, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა Marca ადასტურებს ინფორმაციას, რომლი მიხედვითაც, “მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავი, კილიან მბაპე მომავალ სეზონში ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას დაიცავს.

მადრიდული გამოცემის ცნობით, კლუბებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და საბუთების მოწესრიგებაღაა დარჩენილი, რაზეც უკვე ზრუნავენ საუკეთესო იურისტები.

წყაროს ცნობით, ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა გასული სეზონის აღმოჩენის გადასაბირებლად 160 მილიონი ევრო გაიღოს, რასაც შესაძლოა, შემდეგში 20 მილიონიც დაემატოს ბონუსის სახით.

“ბარსელონა” ლემარის ტრანსფერით დაინტერესდა

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ვარსკვლავის, ტომას ლემარის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ადასტურებს.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგები ახლახან დატოვა ნეიმარმა, რომლის შემცვლელიც კლუბს ჯერაც არ მოუძებნია. შესაძლოა, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ადგილი სწორედ ცაცია გარემარბმა, ტომას ლემარმა დაიკავოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის ტომას ლემარის ტრნასფერით “არსენალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულები.

ლემარისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს

Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს.

როგორც იცით, “წითლების” ბრაზილიელი შემტევი ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. კლოპი კი მის პოტენციურ ჩამნაცვლებელს ტომას ლემარში ხედავს.

ლემარის ტრანსფერის განხორციელებას ლონდონის “არსენალიც” ცდილობდა, თუმცა “მონაკოელებმა” “მეთოფეთა” 50-მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრეს.

ზიდანი ტრანსფერებზე: “პრეზიდენტისგან არაფერს ვითხოვ”

“მანჩესტერ იუნაიტედთან”, პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს სამომავლო ტრანსფერებზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჟურნალისტებმა საკმაოდ გასაგები პასუხი მიიღეს.

“პირადად მე პრეზიდენტისგან არაფერს ვითხოვ, მასთან ხშირად ვსაუბრობ, ისევე როგორც სხვა ხელმძღვანელებთან. ამჟამად ჩემს განკარგულებაში 28 ფეხბურთელია და მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ფაქტია, მე არაფერს ვითხოვ,” – აცხადებს მადრიდელთა ფრანგი სპეციალისტი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალთან” ყველაზე მეტად “მონაკოს” 18 წლის ვარსკვლავს, კილიან მბაპეს აკავშირებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

მონაკოს პრინცი კილიან მბაპეს აფრთხილებს

მონაკოს პრინცმა, ალბერ მეორემ პრესასთან კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და ფრანგ ფეხბურთელს კლუბში დარჩენისკენ მოუწოდა.

“არამგონია მბაპემ კლუბი დატოვოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ დროისთვის კლუბსა და მას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ის მომავალ სეზონშიც “მონაკოში” ითამაშებს.

ვფიქრობ, ის კარგად ერკვევა საქმის ვითარებაში, მამამისის მსგავსად და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მის ინტერესებში კარიერის ევროპულ გრანდში გაგრძელება არ უნდა შედიოდეს, სადაც მას თამაშის გარანტიას არ აძლევენ.

მნიშვნელობა არა აქვს იმას, რას ეუბნება ზიდანი მბაპეს სათამაშო დროის შესახებ, ამის გარანტიას ის ვერ მიიღებს,” – აცხადებს ალბერ II.

მორიენტესი “რეალს”: “თქვენ თუ არა, მბაპეს სხვა იყიდის”

ფერნანდო მორიენტესმა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ თუ დროზე არ იმოქმედებენ, ფრანგ ტალანტს ხელიდან გაუშვებენ და კილიან მბაპე არჩევანს სხვა დიდ კლუბზე გააკეთებს.

“ჩვეულებრივად, როდესაც ასეთი ტიპის მოთამაშეებზე ვსაუბრობთ, ეს იმიტომაა, რომ მათ რაღაც გარკვეულ დონეს მიაღწიეს და მოლოდინებიც გაამართლეს.

რთულია განსაკუთრებულის ამოცნობა, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს ამდენი დიდი კლუბი აკვირდება, ეს ნამდივლად იმის მანიშნებელია, რომ ის უდიდესი ნიჭის მფლობელია და შენ თუ არ იყიდი, სხვა იყიდის.

ის ჯერ კიდევ ბავშვია, ჩამოყალიბების პროცესში და მისი ყიდვის შემთხვევაში მხრებზე დიდი პასუხისმგებლობა დააწვება,” – აცხადებს “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი.

“არსენალმა” “მონაკოს” ახალი შეთავაზება გაუკეთა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ახლახან განხორციელებულ ლაკაზეტის ტრანსფერს არ ჯერდებიან და საფრანგეთიდან კიდევ ერთი ვარსკვლავის წამოყვანას აპირებენ.

L’Equipe-ს ცნობით, საქმე ამჯერად ტომას ლემარის ტრანსფერთან გვაქვს, რომელზეც მეთოფეები კარგა ხანია, მუშაობენ და უკვე გაუგზავნეს კიდეც პირველი ოფიციალური წინადადება, თუმცა უარი მიიღეს.

40-მილიონიანი წინადადების უარყოფის შემდეგ, ინგლისელებმა ფსონი 5 მილიონით გაზარდეს და ბონუსებიც დაამატეს.

გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის ტომას ლემარის გადაბირების სურვილს “არსენალთან” ერთად “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ტოტენჰემისა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი კილიან მბაპეს შეხვდა

უცხოური გამოცემები აქტიურად იტყობინებიან იმის შესახებ, რომ “მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გადაბირება “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მიზანს წარმოადგენს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

L’Equipe-ს ცნობით, პარიზული კლუბის სპორტულმა დირექტორი, ანტერ ენრიკე და პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდნენ 18 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტს, მამამისს და თვიანთი პირობები გააცნეს.

მართალია, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი კატეგორიული წინააღმდეგია მბაპეს გაყიდვით, მაგრამ პარიზელები დანებებას არ აპირებენ და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მბაპეს გულის მოსაგებად.

ახალგაზრდა ფრანგმა ვარსკვლავმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.