მოურინიო: “ვარანი საუკეთესო ახალგაზრდა მცველია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ვარანზე დადებითად ისაუბრა. მწვრთელი და ფეხბურთელი მადრიდის “რეალში” მუშაობდნენ ერთად.

“მსლოფლიოს საუკეტთესო ფეხბურთელებზე საუბრისას პირველ რიგზე ედენ აზარს, ნაიმარს და რაფაელ ვარანს გამოვყოფდი. შეიძლება ვირაც გამომრჩა, მაგრამ თავიდან სწორედ ეს სამეული გამახსენდა. ბოდიში, თუ ვინმეს ვერ გავიხსენე.

რაფაელ ვარანს მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა მცველად ვთვლი” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: “იმედი მაქვს მაგათი “ფულემს” გადაარჩენს”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფელის მაგათს “ფულემის” გადარჩენა შეუძლია.

“ვფიქრობ, რომ მაგათი გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც რთული გამოწვევების არ ეშინია. სეზონის მიმდინარეობისას გუნდის ჩაბარება საკმაოდ რთული საქმეა. იმედი მაქვს მაგათი “ფულემის” გადარჩენას მოახერხებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იბრძოლებენ და ბევრი ქულის აღებასაც შესძლებენ” – განაცხადა პორტუგალიელმა.

უახლოეს პერიოდში “ფულემს” უშუალო კონკურენტ “კარდიფთან” უწევს შეხვედრა.

ძანეტი: “მოურინიოსთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ “ჩელსიში” გადასვლას არ ვაპირებ”

მილანის “ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მიუხედავად მასსა და მოურინიოს შორის მშვენიერი ურთიერთობისა, ის “ჩელსიში” გადასვლას არ აპირებს.

“სიმართლე გითხრათ, ჟოზესთან დიდებული ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ ჩემს “ჩელსიში” გადასვლის თემაზე არასოდეს გვისაუბრია. დარწმუნებული ვარ, რომ მე და “ინტერის” გულშემატკივრები ჩვენი კლუბის მაისურის ტარებაზე ვგიჟდებით, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ”, – ამბობს ძანეტი.

მოურინიოს ძანეტი მოუნდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს “ჩელსიში” მილანის “ინტერის” კაპიტნის, ხავიერ ძანეტის ხილვა სურს.

უცხოური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელ სპეციალისტს იმედი აქვს, რომ არგენტინელი კიდევ ერთ სეზონს ითამაშებს მაღალ დონეზე შემდეგ კი, კარიერას დაასრულებს “ჩელსის” სპორტულ დირექტორად დაინიშნება.

უახლოეს მომავალში იგეგმება ხავიერის და “ინტერის” პრეზიდენტის, ერიკ ტოჰირის შეხვედრა, სადაც 40 წლის ფეხბურთელის ბედი გადაწყდება. ძანეტი იტალიური კლუბის ღირსებას 1995 წლიდან იცავს.

მაცარი: “მე და მოურინიო ერთმანეთს ვგავართ”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ვოლტერ მაცარი აცხადებს, რომ ის და ლონდონის “ჩელსის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო ერთმანეთს გვანან.

“მე და ჟოზემ ერთმანეთთან პირველად ამერიკაში ვისაუბრეთ. ის ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი აზრით, სამწვრთნელო ასპექტებში, მედა მოურინიო ერთმანეთს ძალიან ვგვარათ. ჩვენ, ორივეს გვიმუშავია “ინტერში” და ვიცით, რას ნიშნავს, როცა ამ გუნდის წევრი ხარ”, – ამბობს მაცარი.

ჟოზე მოურინიოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი გამონათქვამი

გთავაზობთ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელ გამონათქვამს.

10. კლაუდიო რანიერიზე

2008 წლის ზაფხულში, “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ “ინტერის” თავკაცი ჟოზე მოურინიო თავისი სამწვრთნელო მეთოდების გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელმა კი ასე უპასუხა:

“იტალიურ ენას, რამდენიმე თვის მანძილზე, დღეში ხუთი საათის განმავლობაში ვსწავლობდი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან კომუნიკაცია უკეთ დამემყარებინა. რაც შეეხება რანიერის, ის ინგლისში ხუთი წლის მანძილზე იმყოფებოდა და “დილა მშვიდობისა” და “საღამო მშვიდობისას” თქმა კვლავაც უჭირს.”

9. “მანჩესტერ იუნაიტედზე”

მას შემდეგ, რაც მოურინიოს გაწვრთინლმა “პორტომ” ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხა, პორტუგალიელმა შემდეგი რამ განაცხადა:

“როცა ისეთი გუნდი გჯობნის, რომელიც შენი ფინანსების მხოლოდ 10 პროცენტს ხარჯავს, ნამდვილად დამწუხრებული უნდა იყო.”

8. ჯადოქარი

მოურინიოსათვის “რეალში” ჩატარებული სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა, რადგან გუნდმა “მალიორკასთან” ფრედ, 0:0 ითამაშა. თამაშის შემდეგ, მოურინიომ თავი იმით გაიმართლა, რომ ის ჯადოქარი არ იყო.

“შემომხედეთ, მე ჰარი პოტერი არ ვარ – მწვრთნელი ვარ. ის ჯადოქარია, მაგრამ სინამდვილეში ჯადოქრები არ არსებობენ, ფეხბურთი კი რეალობაა.”

7. ფრენკ რაიკაარდზე

2005 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს “ბარსელონა” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი მატჩის წინ, მოურინიომ კატალონიელთა მწვრთნელზე ისაუბრა:

“ჩემს სამწვრთნელო კარიერას ფრენკ რაიკაარდისას ვერ შევადარებ, რადგან მას ტიტულები საერთოდ არ აქვს, მე კი უამრავი ტიტული მაქვს.”

6. პიეტრო ლო მონაკოზე

2008 წელს, “ინტერთან” გამართული მატჩის შემდეგ, “კატანიას” პრეზიდენტმა, პიეტრო ლო მონაკომ განაცხადა, რომ მას მოურინიოსათვის სახეში ხელის გარტყმა სურდა. მოურინიომ კი მას ასე უპასუხა:

“არ ვიცი, ვინ არის ლო მონაკო. გამიგია მონაკოს გრანპრი და თვითონ მონაკო, თუმცა პიეტრო ლო მონაკოს შესახებ არაფერი მსმენია.”

5. ჯორჯ კლუნიზე

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, მოურინიოს თავისი დამახასიათებელი თვისებები გააჩნია. პორტუგალიელის აზრით, თუ მისი პერსონაჟის შესახებ ფილმს გადაიღებენ, მისი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს.

“თუ ჩემზე ფილმის გადაღებას დააპირებენ, ჩემი როლი ჯორჯ კლუნიმ უნდა შეასრულოს. ის ბრწყინვალე მსახიობია.”

4. საბნებზე

2007 წელს, “ჩელსის” ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ყავდა, კლუბი კი ახალი მოთამაშეების შეძენას იმიტომ ვერ ახერხებდა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მოკლე იყო.

“სატრანსფერო ფანჯარა ისეთი მოკლეა, რომ ის მოკლე საბანს გავს, რომელიც ბოლომდე ვერ გფარავს. ამ დროს, ფეხების გათბობას ვერ ახერხებ.”

3. არსენ ვენგერზე

2005 წელს, “არსენალთან” გამართული მატჩის შემდეგ, მოურინიომ განაცხადა:

“ვფიქრობ, არსენ ვენგერი ერთ-ერთი ყველაზე სქესობრივად გარყვნილი ადამიანია. მას სხვა ადამიანებისთვის ცქერა უყვარს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეზობლებს ტელესკოპებით აკვირდებიან. სწორედ ასეთია ვენგერიც. ის “ჩელსის” შესახებ გამუდმებით საუბრობს.”

2. ფრინველის გრიპზე

2005/06 წლების სეზონში, მოურინიოს ჟურნალისტებმა ფრინველის გრიპზეც ჰკითხეს, პორტუგალიელმა კი ასე უპასუხა:

“ფრინველის გრიპზე მართლაც ბევრს ვნერვიულობ, შესაძლოა, ფეხბურთზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ.”

1. თავის თავზე

“გთხოვთ, ნუ მიწოდებთ ქედმაღალს. თუმცა, მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე და განსაკუთრებული ადამიანი ვარ.”

დიტო ჭიჭინაძე

მოურინიო: “ზეედორფს დრო სჭირდება”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ იტალიური “მილანის” ახალ მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფს დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “როსონერის” სათავეში რამდენიმე კვირის წინ ჩაუდგა, მან “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“ვფიქრობ, კლარენს დრო სჭირდება. ნელ-ნელა გულშემატკივრებისა და კლუბის წევრების დახმარებით, ის შეძლებს, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს”, – ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო პრესკონფერენციაზე შამპანურით მივიდა (ვიდეო)

ჟოზე მოურინიოს მორიგი არაორდინალური საქციელი. პორტუგალიელი სპეციალისტი “ვესტ ჰემთან” გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შამპანურით მივიდა.

მოურინიო:”აზარს მესის და რონალდუს დონეზე შეუძლია თამაში”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ედენ აზარის შესახებ გაესაუბრა.

“აზარს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ კრშტიანუსა და მესის დონეზე შესძლოს თამაში. რაც მთავარია ედენს აქვს დრო. იგი ჯერ 23 წლის არის, რაც ძალიან კარგი ასაკია.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მესი და რონალდუ ბომბარდირები არიან, ხოლო აზარი ვინგერია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელების ქმედებას მხოლოდ გოლებითა და სტატისტიკური მონაცემებით აფასებენ” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო:”დღეს მანჩესტერ სიტის ვგულშემატკივრობ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დღეს გასამაღტ “მანჩესტერ სიტი” – “ტოტენჰემის” მატჩზე ისაუბრა.

“დღეს “მანჩესტერ სიტის” ვგულშემატკივრობ. “ტოტენჰემის” წაგების და ჩვენი მოგების შემთხვევაში ქულათა სხვაობა გაიზრდება.
“ტოტენჰემთან” და “მანჩესტერთან” შესაბამისად 10 და 12 ქულიანი ჰანდიკაპის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზური ფაქტობრივად გარანტირებული გვექნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: “მწვრთნელობა შესანიშნავი პროფესიაა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შესანიშნავი პროფესიაა.

“ფვიქრობ, მწვრთნელობა შესანიშნავი პროფესიაა, თუ ეს საქმე მართლა გიყვარს. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თამაშზე გავლენის მოხდენა შეგიძლია.
ვიცი ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული მწვრთნელები გახდნენ, მაგრამ თავიდან მათ არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდათ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელები შემდეგში ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიდნენ” – განაცხადა მოურინიომ.

ბალოტელი: “ზეედორფი მოურინიოს გავს”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლონდონის “ჩელსის” თავკაც, პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს შეადარა.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “შავ-წითლებს” სათავეში ცოტა ხნის წინ ჩაუდგა, მან “მილანში”, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“სიმართლე გითხრათ, კლარენს ზეედორფში ჟოზე მოურინიოს თვისებებს ვამჩნევ. კლარენსი ნამდვილი ჩემპიონია. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, ასეთივე მწვრთნელი იქნება”, – ამბობს ბალოტელი.