ბრაზილია – ჩილე 1:1 (პენ. 3:2)

დაძაბული გამოდგა ბრაზილიაში მიმდიანრე მუნდიალის პირველი 1/8-ფინალური მატჩი მასპინძლების და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებს შორის.

ანგარიში მე-18 წუთზე დავიდ ლუისმა გახსნა. ჩილელებმა 32-ე წუთზე სანჩესის გოლით მოახერხეს გათანაბრება. აღნიშნული შედეგი დარჩენილ დროში არ შეცვლილა.

უშედეგო დამატებითი დროის შემდეგ მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები ბრაზილიელები აღმოჩნდნენ და 1/4-ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

პრევიუ: კოლუმბია – ურუგვაი

სუარესის გარეშე დარჩენილი ურუგვაი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში კოლუმბიას შეხვდება. 

კოლუმბიამ და ურუგვაიმ ჯგუფური ეტაპი განსხვავებულად გაიარეს. კოლუმბიელებმა 1/8-ფინალის საგზური მეორე ტურში გაინაღდეს, ურუგვაიმ კი მესამე ტურის ბოლო წუთებზე მოახერხა პლეი-ოფში გასვლა.

კოლუმბიის ნაკრების თავკაცი ხოსე პეკერმანი ძირითად შემადგენლობას სავარაუდოდ პირევლი ორი ტურის მატჩებიდან გამომდინარე დააყენებს. მესამე შეხვედრაში პეკერმანმა უახლოეს რეზერვს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

ურუგვაის ნაკრებმა იტალიასთან მატჩში ლუის სუარესი დაკარგა. ინგლისთან და იტალიასთან ტაბარესმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კავანი-სუარესის შემტევი დუეტის კლასსზე გააკეთა. დღევანდელ შეხვედრაში სუარესს სავარაუდოდ ფორლანი შეცვლის, თუმცა საკითხავი ის არის, რამდენად მოახერხებს ვეტერანი გუნდის ლიდერის სრულფასოვან შეცვლას.

კოლუმბია – ურუგვაი

სავარაუდო შემადგენლოები:

კოლუმბია: ოსპინა – არმერო, საპატა, იეპესი, სუნიგა – კარლოს სანჩესი, აგილარი – კუადრადო, ხამეს როდრიგესი, იბარბო – გუტიერესი.

ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ა.პერეირა – გონსალესი, რიოს, კრისტიან როდრიგესი – ლოდეირო – ფორლანი, კავანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Colombia_Uruguay_GEO_2

პრევიუ: ბრაზილია – ჩილე

პლეი-ოფის პირველ მატჩი მასპინძლები ჩილეს გუნდს დაუპირისპირდებიან. 

ჩილეს ბრაზილიასთან საკამოდ ცუდი სტატისტიკა აქვს. უკანასკნელად ჩილელებმა სელესაოს დამარცხება 14 წლის წინ მოახერხეს. სამპაოლის თავკაცობით ჩილე ბრაზილიას ორჯერ შეხვდა. ერთი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა, მეორე შეხვედრაში კი ბრაზილიელებმა 2:1 იმარჯვეს.

მასპინძლებს ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ბევრს აკრიტიკებდნენ. განსაკუთრებით სასტარტო ორი ტურის შემდეგ. მიუხედავად ამისა, სელესაო ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

ჩილემ ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ჩილეს ნაკრებმა კარგად ორგანზებული, ტექნიკური ფეხბურთი ითამაშა და გულშემატკივრის დიდი სიმპათია დაიმსახურა.

სკოლარის გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. შემადგენლობის მხრივ მთავარი კითხვა ფერნანდინიოს ეხება, რომელმაც შესაძლოა ძირითადში პაულინიო შეცვალოს.

სამპაოლის გუნდში კითხვის ნიშნის ქვეშ არის გარი მედელის თამაში, რაც ჩილესთვის დიდი დანაკლისი იქნება.

ბრაზილია – ჩილე

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრაზილია: ჟულიო სეზარი – ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – ფერნანდინიო, ლუის გუსტავო, ოსკარი – ჰალკი, ფრედი, ნეიმარი.

ჩილე: ბრავო – ხარა, მედელი, სილვა – ისლა, არანგისი, დიასი, მენა – ვიდალი – ვარგასი, სანჩესი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Brazil_Chile_GEO

 

გვარდიოლა ფავორიტად არგენტინას მიიჩნევს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ტურნირის ფავორიტზეც გაამახვილა.

„სამწუხაროა, რომ ესპანეთმა გამოსვლა დაასრულა. ფეხბურთისთვის ამ ნაკრების წევრებმა ბევრი გააკეთეს. ბიჭები და ვისენტე დე ბოსკე მეტი შეხვედრის ჩატარებას იმსახურებდნენ.

თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. გუნდები მოედანზე შიშის გარეშე გადიან, რისი შედეგიც სახეზეა.

ვის ვთვლი ფავორიტად? არგენტინა კუნკურენტუნარიანი გუნდია. ამ ნაკრებს მესის, იგუაინის, აგუეროსა და დი მარიას სახით ძლიერი თავდასხმა ჰყავს, რომელსაც თამაშის შემოტრიალება ნებისმიერ დროს შეუძლია“, – განაცხადა გვარდიოლამ.

პრევიუ: ალჟირი – რუსეთი

ალჟირი და რუსეთი 1/8-ფინალისთვის იბრძოლებენ.

კორეის დამარცხების შემდეგ ალჟირს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა. მეორე ადგილზე გასასვლელად ჰალიჰოჯიჩის შეგირდებს ფრეც ჰყოფნით.

რუსეთის ნაკრებს გოლის გატანა სჭირდება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსები პირველივე წუთებიდან დიდი ძალებით შეუტევენ. ალჟირის კოზირი სწორედ კონტრშეტევებზე თამაშია. ასე რომ, კაპელო ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს.

გარდა ამისა, იტალიელი სპეციალისტი ბელგიელებთან ჩატარებული მატჩით კმაყოფილი დარჩა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ნაკრების სასტარტოში რაიმე შეიცვალოს.

შემადგენლობის შეცვლის საბაბი არც ჰალიჰოჯიჩს აქვს. მისმა გუნდმა კორეასთან კარგი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა და მშვენიერი შედეგითაც დაასრულა შეხვედრა.

ალჟირი – რუსეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

ალჟირი: მბოლი – მანდი, ბუგერა, ალიში, მესბა – მეჯანი, ბენტალები – ფეგული, ბრაიმი, ჯაბუ – სლიმანი.

რუსეთი: აკინფეევი – კოზლოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი – ფაიზულინი, გლუშაკოვი – სამედოვი, კანუნიკოვი, შატოვი – კოკორინი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Algeria_Russia_GEO

პრევიუ: კორეა – ბელგია

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კორეელებს ჯგუფის ლიდერის დამარცხება სჭირდებათ.

ორი ტურის შემდეგ კორეელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1/8-ფინალში გასასვლელად აზიელებს ბელგიის დიდი ანგარიშით დამარცხება მართებთ.

მარკ ვილმოტსი გუნდის ლიდერების დასვენებას აპირებს. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებენ ალდერვეირელდი და ვიტსელი. სავარაუდოდ ბელგიელთა დამრიგებელი ვერმალენსაც გაუფრთხილდება. შეტევაში ლუკაკუს ნაცვლად დივოკ ორიჯის გამოჩენას ელიან.

აღნიშნული გადაადგილებები კორეელების შანსს მცირედით ზრდის. აზიელები ბოლო ტურის შეხვედრას ფაქტობრივად უდანაკარგოდ ხვდებიან.

კორეა – ბელგია

სავარაუდო შემადგენლობები:

კორეა: ჩონ სონ რენი – ლი იო, ხონ ენ ხო, კიმ ენ გვონი, იუნ სოკ იონი – ლი ჩხონ ენი, ჰან კუკ ენი – კი სონ ენი, პარკ ჩუ ენი, კუ ჩა ჩხოლი – სონ ხინ მინი. 

ბელგია: კურტუა – ვენდერ ბორე, ვან ბუიტენი, ლომბერტსი, ვერტონგენი – დემბელე, დეფური – მირალიასი, დე ბრეინე, აზარი – ორიჯი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Korea_Belgium_GEO_2

ფიფამ სუარესს მკაცრი განაჩენი გამოუტანა

ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლუის სუარესი მკაცრად დასაჯა. ჯორჯო კილეინის კბენისთვის ურუგვაელთა ლიდერს 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეასაჯა. ასევე, ფეხბურთთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან სუარესი ოთხი თვით მოკვეთეს.

განაჩენის შედეგად სუარესი “ლივერპულს” ოქტომბრამდე ვერ დაეხმარება. ინგლისურ კლუბს მის გარეშე 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევს. მათ შორის გასვლას “მანჩესტერ სიტისთან” და “ევერტონთან” გასამართ მნიშვენლოვან დერბის.

სუარესი მოედანს პირველ ნოერმბერს “ლივერპულისა” და “ნიუკასლის” მატჩში დაუბრუნდება, თუ რა თქმა უნდა ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში დარჩება.

მკაცრი სანქციების გარდა სუარესს ფულადი ჯარიმაც დაეკისრა. ურუგვაელს 100,000 შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, ურუგვაის და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს უსიამოვნო ინტიდენტი შეხვედრის 79-ე წუთზე მოხდა, თუმცა მსაჯს ეს ეს ეპიზოდი გამოეპარა.

მუნტარი და ბოატენგი განის ნაკრებიდან მოკვეთეს

მორიგი სკანდალი განის ნაკრების ირგვლივ. პორტუგალიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე აფრიკული გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავი სალი მუნტარი და კევინ-პრინს მოატენგი გუნდიდან მოკვეთეს.

უცხოური პრესის ცნობით მუნტარის ერთ-ერთი მწვრთნელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. ხოლო ბოატენგი ნაკრების დამრიგებელს კვესი აპიას ეკამათა გუნდის შეკრების დროს.

აღნიშნულ ინფორმაციას განის ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.

განელი ფეხბურთელი 3 მილიონიდან საკუთარი წილის კოცნისას დააფიქსირეს

როგორც უკვე იცით, განის და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი განელი ფეხბურთელების პროტესის გამო ჩაშლის პირას იყო. აფრიკელები პრემიების მიღებას ხელზე ითხოვდნენ და საბანკო გადარიცხვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, განის მთავრობამ ფული გამონახა და ბრაზილიაში საგანგებო რეისით სამი მილიონი დოლარი გაგზავნა.

დღეს უცხოურ პრესაში სკანდალური ფოტოები გავრცელდა, სადაც განელი ჯონ ბოიე, რომელიც ფრანგული “რენის” ფეხბურთელია, საკუთარ პრემიას კოცნის.

ფოტო თანამედროვე ფეხბურთის მთავარ პრობლემას ნათლად ასახავს. ხშირ შემთხვევაში მატერიალური მხარე შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება…

BrCWjg9CEAERLME

 

პრევიუ: აშშ – გერმანია

ფრის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ორივე გუნდი იასპარეზებს. 

ამ შეხვედრაში დაქისირებული ფრე ალბათ არავის გაუკვირდება. შესაზლოა, ეს შემთხვევით მოხდეს, თუმცა გუდნების მთავარი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვებაა.

იურგენ კლინსმანისთვის მშობლიური გუნდის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად გამორჩეული გრძნობაა. საინტერესოა, რომ კლინსამნი თავის ყოფილ თანაშემწეს, იოაჰიმ ლიოვს დაუპირისპირდება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის გარემოება, რომ კლინსმანს და აშშ-ს ნაკრებს კიდევ ხუთ წევრს ორმაგი, ამერიკულ და გერმანული მოქალაქეობა აქვთ.

დღევანდელ შეხვედრაში კლინსმანს კვლავ ვერ ექნება ჟოზი ალტიდორის იმედი. ამიტომ, სავარაუდოა, რომ ამერიკელები პორტუგალიასთან გამოსულ შემადგენლობას დაეყრდნობიან.

იოაჰიმ ლიოვმა კი პირველი ორი შევედრა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარა და არაა გამორიცხული, რომ გერმანელებმა დღესაც არ მიმართონ როტაციას. თუმცა, მცირე ტრავმების გამო, შესაზლოა, მედანზე ბოატენგი და ხედირა ვერ გამოვიდნენ.

აშშ – გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები:

აშშ: ჰოვარდი – ჯონსონი, კემერონი, ბესლერი, ბიზლი – ბედოია, ბეკერმანი, ჯონსი, ბრედლი, ზუსი – დემპსი.

გერმანია: ნოიერი – ბოატენგი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ლამი, ხედირა, კროოსი – ოზილი, მიულერი, გიოტცე.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

USA_Germany_GEO

პრევიუ: პორტუგალია – განა

მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში აქვს. 

პორტუგალიამ აშშ-სთან ბოლო წუთზე გატანილი გოლით მუნდიალზე დარჩენის შანსი შეინარჩუნა. თუმცა, 1/8 ფინალში გასასვლელად ბენტუს გუნდს დიდი ანგარიშით მართებს მოგება, რაც პორტუგალიელთა ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან რთული იქნება.

პორტუგალიელების ბანაკში კვლავ საკადრო პრობლემებია, მაგრამ ერთი კარგი ამბავიც არის – გუნდს პეპე უბრუნდება.

განელებს გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის გაცილებით კარგი შანსი აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ აფრიკელები გასულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და ერთ ქულაზე მეტსა იმსახურებდნენ.

პორტუგალია – განა

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია: ბეტუ – ჟოაუ პერეირა, პეპე, რიკარდუ კოშტა, ველოზუ – ვილიამი, რაულ მეირელეში, ჟოაუ მოუტინიო – ნანი, ედერი, რონალდუ. 

განა: დაუდა – აფული, ბოიე, მენსა, ასამოა – რაბიუ, ბადუ – ადომა, აიუ, ატსუ – გიანი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩე: 

Portugal_Ghana_GEO

მესი: „წელს უჩვეულო მსოფლიო ჩემპიონატია“

ლიონელ მესიმ ჯგუფურ ეტაპზე თავისი ნაკრების გამოსვლა შეაჯამა.

„ნიგერიასთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ვფიქრობ, გულშემატკივრებმა ისიამოვნეს. საერთო ოცნებისკენ სვლას ვაგრძელებთ. ჩვენ თავისუფალი სივრცის მოძებნა და სახიფათო მომენტების შექმნა მოვახერხეთ. კარგია, რომ ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, რომელსაც ბევრი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. ჩემი აზრით, არგენტინა კარგი იყო, მაგრამ მე უფრო მეტი მსურდა.

წინა შეხვედრებში საკუთარ დონეზე ვერ ვითამაშეთ, თუმცა ნიგერიელებთან დაპირისპირების წინ ტაქტიკა შევცვალეთ, რაც საგოლე ეპიზოდების შექმნაში დაგვეხმარა. დაცვაში უკეთესად თამაში უნდა ვისწავლოთ.

საერთოდ კი, იძულებული ვარ აღვნიშნო, რომ წელს უჩვეულო მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ბევრი არაპროგნოზირებადი შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ არგენტინა ჯერჯერობით თავისი გზით მიდის“, – განაცხადა ლეომ.