ჰოლანდია – კოსტა-რიკა 0:0 (პენ. 4:3)

დაძაბული გამოდგა ბლო 1/4 ფინალური მატჩი ჰოლანდიასა და კოსტა-რიკას შორის. უგოლო ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ მატჩის და ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები ჰოლანდიელები აღმოჩნდნენ.

ბრაზილიელი და კოლუმბიელი ფანების ჩხუბი რესტორანში

ბრაზილიის ერთ-ერთ რესტორანში კოლუმბიის და ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებმა იჩხუბეს. ინციდენტი 1/4-ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

ფიფა ნეიმარის ტრავმის ეპიზოდს შეისწავლის

ფიფა ნეიმარის ტრავმის ეპიზოდზე იმსჯელებს. გამორიცხული არ არის, რომ კოლუმბიელ მცველ ხუან სუნიგას საკმაოდ მკაცრი სასჯელი გამოუტანონ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და კოლუმბიის მატჩის 88-ე წუთზე სუნიგამ ნეიმარს მძიმე ტრავმა მიაყენა, რომლის გამოც ბრაზილიელთა ათიანი მუნდიალზე თამაშს ვეღარ შესძლებს.

 

არგენტინა – ბელგია 1:0

მუნდიალის მესამე ნახევარფინალისტი არგენტინის ნაკრები იქნება. ალბისელესტემ 1/4 ფინალურ შეხვედრაში ბელგიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მატჩის მე-8 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა.

პრევიუ: ჰოლანდია – კოსტა-რიკა

კოსტა-რიკა მორიგი სენსაციის მოლოდინში ჰოლანდიას დაუპირისპირდება. 

ჰოლანდიის და კოსტა-რიკის წყვილი ალბათ ერთადერთი მეოთხედფინალური დუელია, სადაც ფავორიტი ვინაობა ნათელია. კოსტარიკელებისთვის 8 საუკეთესოში მოხვედრა წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა, ხოლო ჰოლანდიელებისგან ასეთ შედეგს ყოველთვის ითხოვენ.

დღევანდელ შეხვედრაში ჰოლანდიას დე იონგი ვერ დაეხმარება. მის შემცველელებად დე გუზმანი და ბლინდი მოიაზრებიან. ძირითადში მოსალოდნელია მარტინს ინდის დაბრუნებაც.

კოსტა-რიკას დისკვალიფიკაციის გამო დუარტე დააკლდება. მის ადგილზე პრეტენზიას აკოსტა და მილერი აცხადებენ, თუმცა ამ უკანასკნელს გუშინ მცირე ტრავმა ჰქონდა. ხორხე ლუის პინტოს დანარჩენი მოთამაშეები სრულ მზადყოფნაში არიან. მართალია, მიკროტრავმის გამო ბოლო ვარჯიში გამოტოვა კოსტა-რიკის მეკარე ნავასმა, მაგრამ მის თამაშს საფრთხე არ ექმურება. სხვათა შორის, ნავასმა მიმდინარე მუნდიალზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

ჰოლანდია – კოსტა-რიკა

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოლანდია: სილესენი – დე ვრეი, ვლაარი, მარტინს ინდი – იანმაატი, დე გუზმანი, ბლინდი, კუიტი – სნეიდერი – რობენი, ვან პერსი.

კოსტა-რიკა: ნავასი – გამბოა, უმანია, ჰონსალესი, აკოსტა, დიასი – რუისი, ბორხესი, ტეხედა, ბოლანიოსი – კემპბელი. 

ევროპაბეთის კოეფციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Netherlands_Costa-Rica_GEO_2

პრევიუ: არგენტინა – ბელგია

კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობას არგენტინის და ბელგიის ნაკრებები გამოავლენენ. 

არგენტინა და ბელგია 1/4 ფინალამდე მხოლოდ გამარჯვებებით მოვიდნენ. თუმცა, წინა ეტაპზე გამარჯვების მისაღწევად ორივე გუნდს დამატებითი დროის თამაში მოუწიათ.

ალეხადრო საბელამ მატჩამდე განაცხადა, რომ შემადგენლობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. არგენტინელთა დამრიგებელი დღეს დისკვალიფიცირებულ როხოს და ტრავმირებულ აგუეროს ვერ გამოიყენებს.

დაცვის მარცხენ ფლანგაზე მოსალოდნელია ბასანტას გამოჩენა. აგუეროს კი, რომელმაც შვეიცარიასთანაც არ ითამაშა, ლავესის ნაცვლად დიდი ალბათობით პალასიო შეცვლის.

ამერიკელებთან მატჩში ვილმოტსმა შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებები მოახდინა. თუმცა, არგენტინელებთან ალბათ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

ძირითადში მოსალოდნლია რომალუ ლუკაკუს დაბრუნება, რომელმაც დიდწილად განაპირობა გასულ შეხვედრაში ბელგიელთა გამარჯვება.

არგენტინა – ბელგია

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფ.ფერნანდესი, გარაი, ბასანტა – მასკერანო, გაგო, დი მარია – მესი – პალასიო, იგუაინი. 

ბელგია: კურტუა – ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი – ვიტსელი, ფელაინი – მირალიასი, დე ბრეინე, აზარი – ლუკაკუ. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Argentina_Belgium_GEO_4

ბრაზილიამ კოლუმბიაც დაამარცხა

ლუის ფელის სკოლარის შეგირდები საშინაო მუნდიალის 1/2 ფინალში გავიდნენ. 

ორივე გუნდის მწვრთნელებმა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართესე. კოლუმბიელთა არგენტინელი თავკაცი 4-2-3-1-ს დაუბრუნდა. სასტარტოში კვლავ გამოჩნდა იბარბო, რომელიც ფლანგზე თამაშობდა. აგილარმა კი ადგილი გუარინს დაუთმო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ფელიპე სკოლარიმ დისკვალიფიცირებული ლუის გუსტავო ფერნანდინიოთი შეცვალა. დანი ალვეშის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე მაიკონი გამოჩნდა.

მასპინძლებმა საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს. მე-4 წუთზე ფრედის აქტიურობას საკმაოდ სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, რომელიც ნეიმარმა შეასრულა, მაგრამ კოლუმბიელთა კარს მცირე მანძილით ააცილა. მალევე ბრაზილიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს და ანგარიშიც გახსნეს. მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ტიაგუ სილვამ ბრაზილია დააწინაურა – 1:0. კოლუმბიელებს კუადრადოს დარტყმით გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა კოლუმბიელს არ გაუმართლა.

პირველი ტაიმი საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. ძირითადად უპირატესობა მასპინძლებს ქონდათ, მაგრამ რამდენიმე კარგი შანსი კოლუმბიელებსაც მიეცათ.

მეორე ნახევარში პეკერმანი ორ ფორვარდზე გადავიდა და მოედანზე რამოსი შეუშვა, თუმცა შედეგი ამას არ მოუტანია. ჟულიო სეზარის კართან მომენტები არ იქმნებოდა. კოლუმბიელი ფანები მხოლოდ ერთხელ გამოცოცხლდნენ, თუმცა იეპესის გატანილი გოლი მსაჯმა მანამდე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალაა. მალევე ბრაზილიამ მეორედ გაიტანა. დავიდ ლუისმა შორი დისტანციიდან საჯარიმო ძლიერად შეასრულა და ბრაზილიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

პეკერმანმა მოედანზე ბაკა შეიყვანა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა სახიფათო მომენტი და პენალტი ბრაზილიელთა კარში, რომელიც გოლად ხამეს როდრიგესმა აქცია. კოლუმბიელებმა შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.

ბრაზილია 2-1 კოლუმბია

გოლები: ტიაგუ სილვა 7′ (1:0); დავიდ ლუისი 69′ (2:0); ხამეს როდრიგესი 81′ (2:1);

ჰუმელსმა გერმანია ნახევარფინალში გაიყვანა

ცენტრალური მცველის მატს ჰუმელსის გოლმა გერმანია მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა. 

სანახაობრივი თვალსაზრისით მატჩის დიდმა ნაწილმა მოლოდინი არ გაამართლა. განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმს ეხება.

ფრანგების თამაში ძალიან ერთფეროვანი და რაც ყველაზე მთავარია საკმაოდ ნელი იყო. მოედნის ცენტრი პოგბა-მატუიდი-კაბაიეს ტრიომ პირწმინდად წააგო გერმანულ სამეულთან, რომელსაც კროოსი, ხედირა და შვაინშტაიგერი შეადგენდნენ. ინერტული იყო ბენზემაც. ფრანგთა ფორვარდს გუშინდელს შეხვედრაში პასების რაოდენობით ნოიერმაც კი აჯობა.

შეხვედრაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სწრაფმა გოლმა, რომელიც ჰუმელსმა მე-12 წუთზე გაიტანა და გერმანელები დააწინაურა. მეტოქის საჯარიმოში სტანდარტის შესრულების დროს ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა კროოსის შესანიშნავი კროსი გამოიყენა.

ფრაგებმა პირველი მომენტი მხოლოდ 34-ე წუთზე შექმნეს. გრიზმანის პასის შემდეგ ვალბუენას დარტყმულ ნოიერმა მოიგერია. დამატებაზე კი ბენზემამ ვერ ითამაშა კარგად.

პირველი ტაიმი პენალტებზე ნადირობას უფრო გავდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩს. თუმცა, მიუხედავად უამრავი მცდელობისა არგეინტინელი რეფერი ნესტორ პიტანუ უშეცდომო იყო.

შესვენების შემდეგ თამაში კიდევ უფრო დამშვიდდა. მოსამატებელი პირველ რიგში ფრანგებს ჰქონდათ, თუმცა დეშამის გუნდმა ამის გაკეთება ვერ შესძლო. ფრანგები გრიზმანზე და ვალბუენაზე გრძელი პასებით აგრძელებდნენ თამაშს.

76-ე წუთზე ვალბუენას კარგი შანსი მიეცა, თუმცა თანაგუნდელს ბენზემამ შეუშალა ხელი. საერთოდ, გოლის გატანის შანსი უფრო გერმანელებს ქონდათ, თუმცა შურლემ ორი მომენტის გამოყენება ვერ შესძლო.

ყველაზე სახიფათო მომენტი ფრანგებს მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ჰქონდათ. საჯარიმოში შეჭრილი ბენზემას დარტყმა ნოიერმა მოიგერია და ფრანგებს ყველანაირი იმედები დაუმსხვრია.

საფრანგეთი 0-1 გერმანია

გოლი: ჰუმელსი 12′ 

 

ბრაზილია – კოლუმბია 2:1

სანახაობრივი გამოდგა 1/4-ფინალური შეხვედრა ბრაზილიასა და კოლუმბიას შორის.

ანარიში მე-7 წუთზე ტიაგო სილვამ გახსნა. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე დავიდ ლუისმა ბრაზილიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მალევე კოლუმბიელებს პენალტის შესრულების საშუალება მიეცათ, რომელიც გოლად ხამეს როდრიგესმა აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:1.

ფიფამ მარადონას VIP-ლოჟებზე შესვლა აუკრძალა

ფიფამ დიეგო მარადონას მუნდიალის დროს სტადიონების VIP-ლოჟებზე შესვლა აუკრძალა. მსოლფიო ფეხბურთის მმრათველ ორგანიზაციაში მარადონას ქცევით უმაყოფილოები ყოფილან და აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამას უკავშირდება. საქმე იმაშია, როპმ არგენტინელი ფიფას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებს.

რამდნეიმე ხნის წინ მარადონამ პელეს და ფრანც ბეკენბაუერს იდიოტებიც კი უწოდა, რომლებიც ბლატერის მითითებებს ასრულებენ.

საფრანგეთი – გერმანია 0:1

საფრანგეთსა და გერმანიას შორის ჩატარებულ 1/4 ფინალურ მატჩში გამარჯვება და ნახეცარფინალის საგზური გემრნალებმა მოიპოვეს.

მატჩის ბედი ჰუმელსის მიერ მე-12 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

მონაკო ხამეს როდირგესში 75 მილიონს ითხოვს

ესპანური Marca-ს ცნობით მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბი ხამეს როდრიგესით სერიოზულად არის დაინტერესებული.

ფრანგული “მონაკოს” ხელმძღვანელობა ფეხბურთელში 75 მილიონ ევროს ითხოვს. მადრიდელები კი 60-ზე მეტის გადახდეს არ აპირებენ. საინტერესოა, რომ გასული სეზონის დაწყებამდე “მონაკომ” როდრიგესი “პორტუდან” 30 მილიონად შეიძინა.

“ხელშეუხებელი ფეხბურთელი დღევანდელ ფეხბურთში უბრალოდ არ არის. ასეთი პრეზენდენტი არ მახსენდება” – განაცხადა “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა.