ნიგერიას დისკვალიფიკაცია ემუქრება

მთავრობის მხრიდან ეროვნული ნაკრების საქმიანობაში ჩარევის გამო ნიგერიის ნკრებს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ნიგერიის სპორტის მინისტრმა ტემი დანაგოგომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ყველა წევრი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან და ახალ პრეზიდენტად ლოურენს კატიკენა დანიშნა.

აღნიშნული ფაქტი, საფრანგეთის ნაკრებტან წაგებული 1/8 ფინალიშ შემდეგ მოხდა.

შეგახსენებთ, ნიგერიელებს დისკვალიფიკაცია 2010-შიც ემუქრეობოდათ, როდესაც ქვეყნის მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები გაათავისუფლა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

პრევიუ: ბრაზილია – კოლუმბია

მუნდიალის მასპინძლები ნახევარფინალის საგზურისთვის კოლუმბიელებთან იბრძოლებენ. 

რომ არა მასპინძლის სტატუსი ბრაზილიის ფავორიტად შერაცხვა საკმაოდ რთული იქნებოდა. სელესაომ 1/4-ფინალის საგზური პირველ რიგში გამართლების ხარჯზე მოიპოვეს. სკოლარის გუნდი არც ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინავდა. რასაც ვერ ვიტყვით კოლუმბიის ნაკრებზე. პეკერმანის შეგირდეებმა ჯგუფური ეტაპი სამი  გამარჯვებით, დამაჯერებლად გაიარეს, ხოლო 1/8 ფინლში ურუგვაელების დამარცხება მოახერხეს.

ამ გუნებს შორის გამართული მატჩების სტატისტიკა ბრაზილიელთა უპირატესობაზე მეტყველებს. უკანასკნელად კოლუმბიელებმა ბრაზილიის დამარცხება 1991 წელს მოახერხეს, თუმცა ბოლო ოთხ შეხვედრაში ოთხი ფრე დაფიქსირდა.

პეკერმანისგან განსხვავებით, რომელსაც დღეს ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება, ლუის ფელიპე სკოლარის საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს. საყრდენი ნახევარმცევლი ლუსი გუსტავო, რომელმაც ოთხივე შეხვედრა სრულად ჩაატარა, დღეს მოედანზე დისკვალიფიკაციი გამო ვერ გავა. ამის გამო, მოედნის ცენტრში მოსალოდნელია ფერნანდინიო-პაულინიოს დუეტის გამოჩენა.

კითხვები იყო ნეიმარის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, თუმცა ბრაზილიელი ექიმები ირწმუნებიან, რომ სელესაოს 10-იანი მწყობრშია.

ბრაზილია – კოლუმბია

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრაზილია: ჟულიო სეზარი – დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო – პაულინიო, ფერნანდინიო, ოსკარი – ჰალკი, ფრედი, ნეიმარი.

კოლუმბია: ოსპინა – სუნიგა, საპატა, იეპესი, არმერო – სანჩესი, აგილარი – კუადრადო, როდრიგესი, მარტინესი – გუტიერესი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე: 

Brazil_Colombia_GEO

პრევიუ: საფრანგეთი – გერმანია

ტურნირის ფავორიტები ნახევარფინალის საგზურს გაითამაშებენ. 

დაახლოებით 30 წლის წინ საფრანგეთი და გერმანია მსოფლიო ჩემპიონატების ფარგლებში პრინციპულ მეტოქეებად იქცნენ. მაშინ ზედიზედ ორ მუნდიალზე გერმანელებმა ფრანგებს ორჯერ აჯობეს, ხოლო 1982 წლის ნახევარფინალი ფეხბურთის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩში შევიდა.

საფრანგებთმა მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის საკმაოდ კარგად ჩაატარა, თუმცა 1/8-ფინალში ნიგერიის დამარცხება მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა. კარგი არც გერმანია ყოფილა, რომელმაც ალჟირს დამატებით დროში სძლია.

დიდიე დეშამი მთელი ტურინის განმავლობაში ოპტიმალური ვარიანტის ძიებაშია. დღეს, სასტარტოში სახოს დაბრუნებაა მოსალოდნელი, რომელამც ბოლო მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ცვლილებებია მოსალოდნელი შეტევიზ ხაზში, სადაც ცენტრფორვარდის პოზიციეაზე დააბრუნებენ ბენზემას, ხოლო ჟირუს ნაცვლად მოედანზე გრიზმანი გამოვა.

გერმანელთა ბანაკიდან გუშინ არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია გამოვიდა – გრიპის ვირუსით შვიდი ფეხბურთელი დაავადდა. თუმცა, ყველა ფეხბურთელის მზდაყოფნის შემთხვევაშიც კი ბუნდესგუნდში ცვლილებები მაინც მოსალოდნელია.

ლიოვი ფილიპ ლამის დაცვაში დაბრუნებას აპირებს. კროოსს კი მოედნის ცენტრალურ ნაწილში ხედირა-შვაინშტაიგერის დუეტი დაეხმარება. პირველივე წუთებიდან მოსალოდნელია შურლეს გამოსვლაც.

საფრანგეთი – გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი: ლიორისი – დებიუში, ვარანი, სახო, ევრა – კაბაი, პოგბა, მატუიდი – ვალბუენა, ბენზემა, გრიზმანი. 

გერმანია: ნოიერი – ლამი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ბოატენგი – ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი – იოზილი, მიულერი, შურლე. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

fr_ge

 

პატარა “ზიდანი”, რომელიც თავის სრულ სახელს ვერ იმახსოვრებს

ბრაზილიელი ბიჭუნა თავი სახელს ვერ იმახსოვრებს და ეს იმიტომ, რომ მამამისმა მას 2006 წლის მუნდიალზე მონაწილე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების სახელები დაარქვა.

ზინედინ იაზიდ ზიდან ტიერი ანრი ბარტეზ ერიკ ფელიპე სილვა სანტოსი – ასეთია შვიდი წლის ბავშვის სრული სახელი, ხოლო მას შემოკლებით “ზიდანს” უწოდებენ. როგორც ირკვევა, “ზიდანის” მამამ საფრანგეთში იმოგზაურა, ის კი ქვეყნითა და ფრანგთა საფეხბურთო ნაკრებით მოიხიბლა.

საინტერესოა, რომ ბავშვი სწორედ მას შემდეგ დაიბადა, როცა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილიელთა დამარცხება შეძლო.

ბრაზილიური გაზეთი O Globo თავად ბავშვს გაესაუბრა. როგორ ის ამბობს, მას მხოლოდ თავისი პირველი სამი სახელი ახსოვს.

“ჩემი დანარჩენი სახელები არ ვიცი, რადგან ისინი ჯერ არ მისწავლია”, – ამბობს ბიჭუნა.

აღსანიშნავია, რომ პატარა ბრაზილიელს თავისი სახელი სულაც არ მოსწონს: “ჩემი სახელი არ მომწონს. ვისურვებდი, ლუის გუსტავო მერქვას.”

დეშამი: „ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა გერმანიის სიძლიერის გამო“

დღეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გაიხსნება. თბილისის დროით 20:00 საათზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი აიღებს სტარტს.

„მამლების“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აცხადებს, რომ მისი გუნდი დამდეგი შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მის ბანაკში ყველა ღელავს, თუმცა არა მეტოქის სიძლიერის გამო.

— არანაიდ ზეწოლას არ ვგრძნობთ. თქმა არ უნდა იმას, რომ ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპია. აქ გერმანიის ნაკრები არაფერ შუაშია.

— ესე იგი, მატჩს ლაღი განწყობილებით ხვდებით?
— რაც უფრო შორეულ ეტაპზე გადიხარ, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, თუმც გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის შედეგს.

— შეგიძლიათ, რომ ახლავე გააკეთოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გამოსვლის წინასწარი შეფასება?
— ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი სტატუსის მიუხედავად, მათ შეუძლიათ ერთ გუნდად შეკვრა. გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. ყველამ ისწავლა პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ საკუთარ შეცდომაზე, არამედ თანაგუნდების არასწორ მოქმედებაზეც.

 

15 ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატს უყურებენ

მას შემდეგ, რაც ჩილეს ქალაქ ვალპარაისოში ადამიანებს საცხოვრებელი სახლები ხანძარმა გაუნადგურა, ისინი ფეხბურთს ასეთ გარემოში უყურებენ.

Chilean soccer fans watch the 2014 World Cup match between Chile and Australia in their makeshift tent on the hills of Las Canas in Valparaiso city

მოგადიშო (სომალი)

Internally displaced Somali people crowd around a television set to watch the World Cup in Brazil highlights, in the capital Mogadishu

ბარაკ ობამა თვითმფრინავში

U.S. President Obama and his senior advisor Jarrett watch the U.S. and Germany World Cup soccer match while aboard Air Force One

გულშემატკივრები სილამაზის სალონში (გვატემალა)

People watch the 2014 World Cup opening soccer match in a barber shop in Guatemala City

სილამაზის სალონი (რიო დე ჟანეირო)

World Cup Fans Gather To Watch Matches In Rio

ММА-ს მოჩხუბრები და რინგის გოგონები ლას ვეგასში

UFC International Fight Week - Day 1

სან-პაულუ

Grey and Alan, local dwellers, who live as squatters in an abandoned office building, watch a soccer match between Australia and the Netherlands in the centre of Sao Paulo

რესიფის პლაჟი (ბრაზილია)

People watch the opening match of the 2014 World Cup between Brazil and Croatia on the beach in Recife

სავარძლები ბერლინის “უნიონის” სტადიონზე

People watch Germany playing against Portugal in a World Cup soccer match during a public viewing event at the Alte Foersterei stadium in Berlin

სირიელი ლტოლვილები “წითელი ჯვრის” ბანაკში (არაბთა გაერთიანებული ემირატები)

UAE Red Crescent members and Syrian refugees watch the World Cup soccer match between Argentina and Switzerland on a large screen after taking their meals for iftar during Ramadan at the Mrajeeb Al Fhood refugee camp

საზაფხულო ბანაკი (უფა, რუსეთი)

11

სან-პაულუ

First Game Of 2014 World Cup Played In Sao Paulo

რეისი სან-პაულუ – რიო

Belgium v USA: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil
ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, აკუმულატორზე მიერთებული ლეპტოპი და ფეხბურთისგან მიღებული სიამოვნება…. (ამ სურათზე არცერთი ქართველი არ ჩანს, ისინი უკან არიან)

 

როგორ დახვდნენ სამშობლოში ალჟირის ნაკრებს

მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებულ ალჟირის ნაკრებს ასობით ათასამდე გულშემატკივარი დახვდა.

შეგახსენებთ, რომ ალჟირებელი მუნდიალის 1/8 ფინალში დაემშვიდობნენ, როდესაც გერმანიის ნაკრებთან დამატებით დროში დამარცხდნენ.





ათიანები მოლოდინს ამართლებენ

ფეხბურთში 10-ნომრიან მაისურს საკმაოდ დიდი მნიშნველობა, მის მფლობელს კი დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. გულშემატკივრებშიც ათიანი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნომერია. სწორედ ამ ნომრებით თამაშობდნენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მარადონა და პელე. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა ეს ნომერი სრულიად შემთხვევით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის შეცდომის გამო მიიღო.

მიმდინარე მუნდიალზე ბევრ “ათიანს” გოლი არ გაუტანია. თავის გამოჩენა მხოლოდ 13-მა მოახერხა, მაგრამ მათი შედეგი ამ ეტაპზე საუკეთესოა.

გოლები რეიტინგი ნომრების მიხედვით: 

Hgm4AHa

 

“ათიანებში” ყველაზე მეტი გოლი ავტორი მიმიდნარე მუნდიალზე კოლუმბიელი ხამეს როდრიგესია, რომელმაც მეტოქეთა კარში ამ ეტაპზე 5 გოლის გატანა მოახერხა. მეორე ადგილზეა ლეო მესი. არგენტინელი როდრიგესს ერთი ბურთით ჩამორჩა.თანაკლუბელთან მეორე ადგილს ნეიმარი იყოფს, რომელმაც ასევე 4 გოლის გატანა მაოხერხა. 3 გოლით მესამე ადგილზე ჯერჯერობით ფრანგების ათიანი, კარიმ ბენზემა იმყოფება.

James Rodriguez

გერმანიის ნაკრების 7 ფეხბურთელი ავად გახდა

გერმანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა დაადასტურა, რომ მისი გუნდის შვიდი ფეხბურთელი 1/4-ფინალური მატჩის წინ გრიპით დაავადდა.

“ჩვენი შვიდ ფეხბურთელს გრიპი აქვს. სასტუმროს ნომრებში მძლავრად არის ჩართული კონდინციონერები. გარდა ამისა, ბევრს დავფრინავთ და ყველგან ჰაერის განსხვავებული ტემპერატურა გვხვდება. თუმცა, სიტუაციის დამძიმება არ მინდა. იმედი მაქვს, მატჩისთვის ისინი მწყობრში იქნებიან” – განაცხადა ლიოვმა.

შეგახენებთ, რომ 1/4 ფინალური შეხვედრა გერმანიასა და საფრანგეთს შორის ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

ნეიმარი: “ვიმედოვნებ, ბრაზილია როდრიგესს დაჩრდილავს”

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა კოლუმბიასთან მატჩამდე ხამეს როდრიგესზე ისაუბრა.

“მუნდიალის დაწყებამდე ვიცოდი, რომ ხამეს როდრიგესი შესანიშნავი ფეხბურთელია. ტურნირზე ის საკუთარ ნიჭს სრულყოფილად ავლენს.

კოლუმბიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, რომელიც ბევრ მატჩს იგებს, როდრიგესი კი მათი ვარსკვლავია. ვულოცავ მას ასეთ თამაშს.

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ბრაზილია როდრიგესს დაჩრდილავს” – განაცხადა ნეიმარმა.

სად ცხოვრობს გულწრფელი ბრაზილიური ფეხბურთი

სან-პაულუს ერთ-ერთი ფაველა “პალმეირასის” საფეხბურთო აკადემიასთან მდებარებს. ადგილთან, სადაც ნებისმიერ ქუჩაში მოთამაშე ბიჭუნას აქვს მოხვედრის შანსი.

საკმაოდ ღარიბულ უბანში მთავარი დატვირთვა მცირე და დიდი ზომის მოედნებზეა, სადაც ფეხბურთს მუდამ თამაშობენ. ფაველას მაცხოვრებლებს მუნდიალზე მოხვედრის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ამიტომ, ისინი საკუთარ, ლოკალურ ტურნირებს აწყობენ. ფაველების გავლენიანი პირები საკუთარ გუნდებს აყალიბებენ და უბნის საუკთესო ფეხბურთელის მოსაპოვებლად ყველანაირ ხერხსაც მიმართავენ.

მუნდიალამდე რამადენიმე ფაველა სოციალურ პროგრამაში მოხვდა, რის შედეგადაც მოედნებზე ხელოვნური საფარი განჩნდა, მოთამაშე ბავშვებს კი კლუბებიდან გამოგზავნილი მწვრთნელები დააკვირდებიან. თუმცა, ახალგაზრდების უმრავლესობას კვლავაც ბეტონზე, შიშველი ფეხით უწევს თამაში, სადაც ძალიან დიდი ყურადღებას დრიბლინგს და კაცის მოტყუებას აქცევენ. ხშირ შემთხვევაში ეს გოლზე მნიშვნელოვანიც კი ხდება.

ხამეს როდრიგესს რეალში სურს თამაში

ხამეს როდრიგესის მამამ ვილსონ ხამეს როდრიგესმა განაცხადა, რომ მის შვილს მადრიდის “რეალში” სურს კარიერის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციით მადრიდულ კლუბი “მონაკოს” ფეხბბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდა.

“ხამესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ამბობდა, რომ ესპანეთში სურს თამაში. იგივე აზრზე იყო მაშინაც, როცა პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს აკეთებდა. ესპანური ფეხბურთი კოლუმბიურს ძალიან გავს. აქცენტი ინდივიდუალურ, ტექნიკურ ფეხბურთელებზე კეთდება. ხამესის კუმირი ზინედინ ზიდანი იყო. ახლა მას “რეალში” სურს” თამაში” – განაცხადა ფეხბურთელის მამამ.