შუნსუკე ნაკამურამ 94-ე წუთზე შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

19 ივლისს, იაპონიის ჩემპიონატში, “გამბა ოსაკამ” საკუთარ მოედანზე “იოკოჰამა” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის 94-ე წუთზე, სტუმართა გუნდის 37 წლის ნახევარმცველმა შუნსუკე ნაკამურამ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ნაკამურამ საქორწილო ტორტს დაუმიზნა და გაარტყა

გლაზგოს “სელტიკის” ყოფილმა იაპონელმა ფეხბურთელმა, შუნსუკე ნაკამურამ, რომელიც თავისი ზუსტი დარტყმებით არის გამორჩეული, მონაწილეობა იაპონურ სატელევიზიო შოუში მიიღო, სადაც მას ბურთის საქორწილო ტორტისათვის მორტყმა ევალებოდა.

ნაკამურამ მეტოქეს მშვენიერი საჯარიმო გაუტანა

27 ოქტომბერს, იაპონიის ჩემპიონატში, “ოიტა ტრინიტამ” საკუთარ მოედანზე “იოკოჰამა მარინოსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა იაპონელმა ფეხბურთელმა, შუნსუკე ნაკამურამ გაიტანა. “რეჯინას”, “სელტიკისა” და “ესპანიოლის” ყოფილმა მოთამაშემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.