2014/15 წლების სეზონიდან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სპეციალური ცენტრი იმუშავებს, რომელიც მატჩების მთავარ არბიტრებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს შეუწყობს. ლიგის ოფიციალური საიტი წერს, რომ ვიდეოგანმეორებების სპეციალური ცენტრი ნიუ-ჯერსის შტატში აშენდა.
სპეციალური ტექნიკის დახმარებით ცენტრი ყველა 29 არენასთან იქნება დაკავშირებული. ყოველ არბიტრს საკამათო ეპიზოდის სხვადასხვა რაკურსიდან ხილვის საშუალება მიეცემა.