ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბთა მფლობელებმა ფინალური სერიის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების სასარგებლოდ არჩევანი პლანეტის ნომერ პირველი საკალათბურთო ლიგის ყველა კლუბის ხელმძღვანელმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე NBA-ს სეზონის გადამწყვეტი სერიის ფორმატი 2-3-2 იყო. ახალი დებულების მიხედვით, ფორმატი 2-2-1-1-1-თ შეიცვლება (რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი გუნდი პირველ, მეორე, მეხუთე და მეშვიდე მატჩს სახლში გამართავს).
გარდა ამისა, მეექვსე და მეშვიდე თამაშის წინ, გუნდებს დასასვენებლად ერთი დღე მიეცემათ.
ალექსანდრე მატევოსოვი