“ერთ მატჩში ოთხი გოლი ბევრჯერ გამიტანია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. ახლა კი, ოთხი გოლის გატანა ნაკრების შემადგენლობაში მოვახერხე, ეს დიდებული გრძნობაა”, – ამბობს 17 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი, კელეჩი იეანაჩო.
კელეჩი იეანაჩომ მექსიკის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ოთხი გოლის გატანა მოახერხა.