უგო ლორისი – ბელორუსის ნაკრები
იკერ კასილასი – ჰოლანდიის ნაკრები
მანუელ ნოიერი – “მიონხენგლადბახი”
პეტრ ჩეხი – საბერძნეთის ნაკრები
ჯანლუიჯი ბუფონი – “ლეჩე”
დავიდ დე ხეა – “ბლექბერნი”
კურტუა – “ჰალ სიტი”
უგო ლორისი – ბელორუსის ნაკრები
იკერ კასილასი – ჰოლანდიის ნაკრები
მანუელ ნოიერი – “მიონხენგლადბახი”
პეტრ ჩეხი – საბერძნეთის ნაკრები
ჯანლუიჯი ბუფონი – “ლეჩე”
დავიდ დე ხეა – “ბლექბერნი”
კურტუა – “ჰალ სიტი”
მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის თქმით, რომ არა მეკარე, ის მცველი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გერმანელი მეკარე ხშირად ტოვებდა საჯარიმოს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ სწორედ საჯარიმოს გარეთ თამაშობდა.
“მეკარედ თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ არა მეკარე, მცველი ვიქნებოდი. მე ყველაზე უკან ვდგავარ, შესაბამისად, მცველიც ვარ”, – უთხრა ნოიერმა Squawka-ს.
მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა Squawka-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაასახელა ის ხუთი მეკარე, რომელიც მას ყველაზე მეტად მოსწონს.
“შედარებების გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ არიან მეკარეები, რომლებიც ძალიან მომწონს. კურტუა, დე ხეა, კასილასი, ბრავო, ბუფონი – ეს მეკარეები ნამდვილად გამორჩეულები არიან. ჩემთვის, საუკეთესოს დასახელება რთულია”, – ამბობს გერმანელი კიპერი.
საფეხბურთო პორტალმა 101GreatGoals-მა თანამედროვე ფეხბურთის ოცი საუკეთესო მეკარე დაასახელა.
მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა “სონის” რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.
“ნაპოლის” ხელმძღავნელობა მოლაპარაკებებს მიუნხენის “ბაიერნის” მეკარესთან, პეპე რეინასთან მართავს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის რეინა იტალიური კლუბის ღირსებას ადრეც იცავდა, მიმდინარე სეზონის წინ კი “ბაიერნში” გადავიდა, სადაც მხოლოდ 3 შეხვედრაში ითამაშა.
Sky Italia -ს ცნობით, რეინას იტალიელები 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში მანუელ ნოიერმა ლუის სუარესს ხელსაყრელი მომენტის გამოყენების საშუალება არ მისცა.
მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ როცა მისი გუნდი და კატალონიის “ბარსელონა” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ის აჩვენებს მესის, თუ ვინ არის ბოსი მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ბაიერნს” უმასპინძლებს.
“მესის ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან უკვე ბევრს მიაღწია. ყველაფერის მიუხედავად, ის თავმდაბალი ადამიანია. თუმცა, როცა მოედანზე ერთმანეთს დავუპირისპირდებით, შევეცდები, მას ვაჩვენო, ვინ არის ბოსი”, – უთხრა ნოიერმა L’Equipe-ს.
25 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ბაიერნსა” და “ჰერტას” შორის გამართულ მატჩში მანუელ ნოიერმა კიდევ ერთი უჩვეულო რამ გააკეთა. ამჯერად, გერმანელმა მეკარემ აუტის ჩაწოდებაც მოასწრო.
25 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგაში, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ჰერტას” შორის გამართულ მატჩში მანუელ ნოიერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ლამაზი ფინტით მოატყუა.
დღესდღეისობით, მანუელ ნოიერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების დარაჯი კარგი სეივების გარდა, თავისი ორიგინალური მოქმედებებითაც გამოირჩევა. 29 წლის მეკარე საჯარიმოს დატოვებას თითქმის არასოდეს ერიდება და ხშირად ისეთ რამეს აკეთებს, რასაც მისი ამპლუის სხვა მოთამაშეები ვერ ახერხებენ.
ნოიერმა ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღების მიპყრობა თბილისში, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაშიც მოახერხა, როცა მან აუტი მოაწოდა.
სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ კი დაასახელა ათი რამ, რისი გაკეთებაც მხოლოდ მანუელ ნოიერს შეუძლია.
1. საჯარიმოს დატოვება და მეტოქისთვის ბურთის ართმევის მცდელობა
2. თანაგუნდელისათვის პასის ორიგინალურად გაკეთება
3. ხელით პასის გაკეთება ძალიან შორს
4. აუტის ჩაწოდება
5. დრიბლინგი მატჩის ბოლო წუთებზე
6. ჯარიმის მოპოვება აუტის ხაზთან
7. თანაგუნდელების დახმარება დაცვაში
8. საგოლე პასის გაკეთება
9. პასის ქუსლით გაკეთება
10. ფინტის გაკეთება საჯარიმოში
15 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “პორტუსა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში, მანუელ ნოიერმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა.